მოიძებნა 668048 ჩანაწერი
70341.
აველუმი | თავი XII
აღარ იცოდა, რა სიტყვებით შეემკო, თითქოს აველუმი იწუნებდა და როგორმე უნდა გადაერწმუნებინა.
She couldn’t find good enough words for him, as if Avelum had belittled him and she had somehow to change his mind.
70342.
აველუმი | თავი XII
როგორც იქნა, ჩვენს სახლშიც შემოვიდა ნამდვილი მამაკაციო; ნათურა ვერ გამოგვეცვალა აბაზანაშიო - ეჟღურტულებოდა აველუმს და არც უკვირდებოდა, ჩვეულებრივი უტაქტობა რომ იყო შვილის დღევანდელი ქმრის ქება შვილის გუშინდელ საყვარელთან.
"Anyway", she said, "we’ve now got a real man in the house; we couldn’t even change a light bulb in the bathroom", she twittered to Avelum, ignoring the tactlessness of praising her daughter’s present husband to her former lover.
70343.
აველუმი | თავი XII
მაგრამ რასაც ამბობდა, იმიტომ კი არ ამბობდა, აველუმის დამცირება, აველუმისთვის ნიშნის მოგება რომ ჰქონდა ჩადებული გუნებაში, ვითომ, შენ ვერ ივარგე, შენ ვერ გამოგვიცვალე აბაზანაში ნათურა და კარღიაში გვიწევდა ბანაობაო.
But when she said such things, she had no intention of dismissing or humiliating him by hinting, "You were no use, you couldn’t change a light bulb in the bathroom, so we had to wash with the door open".
70344.
აველუმი | თავი XII
უბრალოდ, დარწმუნებული იყო, აველუმსაც ესიამოვნებოდა, თუკი მათ უკაცო ოჯახში მართლა შევიდოდა ნამდვილი, ღირსეული მამაკაცი, რომელსაც, ყველა სიკეთესთან ერთად, ნათურის გამოცვლაც ეცოდინებოდა და საჭირო ადგილზე ლურსმნის მიჭედებაც.
She was simply sure he’d be pleased that their all-female household had been joined by a real proper man able, apart from other benefits, to change a light bulb and to bang in a nail in the right place.
70345.
აველუმი | თავი XII
თითქოს აველუმი მისი ქალიშვილის ნასაყვარლარი კი არ იყო, არამედ მისი ნაქმარევი, და ახლა, მიუხედავად ოფიციალური განქორწინებისა, ერთად სჯიდნენ, ერთად სწყვეტდნენ საერთო შვილის ბედს, როგორც ცივილიზებულსა და კულტურულ ადამიანებს ეკადრება.
It was as if Avelum was not her daughter’s former lover but her own ex-husband, as if, despite being officially divorced, they were now discussing and deciding their daughter’s future, as civilized and well-educated people should.
70346.
აველუმი | თავი XII
კიდევ უარესი - თითქოს სონიას, ქმარი კი არა, გაქცეული მამის მაგიერი მოეყვანა შინ, გაქცეული მამის დანატოვარი სიცარიელის ამოსავსებად.
Worse, it was as if Sonia had brought home not a husband, but a substitute for her fugitive father, to fill a space left empty by the fugitive father.
70347.
აველუმი | თავი XII
იმასაც, გაქცეულის მაგიერს, უსახელო ცთომილივით, თუნდაც მხოლოდ მტერ-მოყვარის დასანახად, განუწყვეტლივ უნდა ეტრიალა იმ სიცარიელეში, ვიდრე თანდათანობით, ისევ ოჯახს არ დაემგვანებოდა იქაურობა და ასევე თანდათანობით არ მოიწევდნენ ოჯახური კეთილდღეობის ნაყოფს, ანუ, ყველაფერს, გარდა სიყვარულისა, უფრო სწორად კი, ყველაფერს -სიყვარულის, იგივე არაფრის სანაცვლოდ.
This substitute for the fugitive, like an unnamed planet, though visible only to friends and enemies, had to revolve in empty space until their cohabitation finally took on the semblance of a family and produced the fruit of family wellbeing, anything except love, or, to be more precise, everything to replace love, i.e. nothingness.
70348.
აველუმი | თავი XII
„სიამოვნებით დავლევდი ყავას თქვენი ნებართვითო“ - ძველებურად ამბობდა ქალბატონი აისოდორა, ღვაწლმოსილი, დამსახურებული და თავის დამსახურებაში ღრმად დარწმუნებული ადამიანის უშუალობით.
"I’d love a coffee, if you don’t mind", Madame Isadora said, as she always used to, with the directness of someone quite sure of their own fine working record and merits.
70349.
აველუმი | თავი XII
ისინიც ისევ ძველებურად (ოღონდ უსონიოდ) ისხდნენ ზღვის ნაპირზე, საყავის წინ, უზარმაზარ კუნძებზე და ისევ ძველებურად მიირთმევდნენ უგემურ, საეჭვო წარმომავლობის ყავასა და კიდევ უფრო საეჭვო წარმომავლობის, ეგრეთ წოდებულ, „წვენს“.
As they used to (but without Sonia) they sat on enormous beams on the seashore in front of the coffee-shop, and once again treated themselves to the tasteless, dubiously-sourced coffee and even more dubiously-sourced so-called "juice".
70350.
აველუმი | თავი XII
ზღვაც ძველებურად ლაპლაპებდა მზეზე.
As it used to, the sea shone in the sunlight.
70351.
აველუმი | თავი XII
თუმცა, პირსიდან თუ ჩახედავდით, გულ-მუცელი ამოვსებული ჰქონდა ათასნაირი სიბინძურით.
But, looking at it from the pier, you could see it was saturated with thousands of different sorts of filth.
70352.
აველუმი | თავი XII
ლურჯი და წითელი მედუზების ნაცვლად, ახლა ცელოფანის პარკების უთვალავი ჯოგები ირწეოდნენ მის მოყავისფრო-მომწვანო წიაღში.
Instead of blue and red jellyfish, countless flocks of plastic bags bobbed up and down in its brownish-greenish depths.
70353.
აველუმი | თავი XII
რასაკვირველია, არც აველუმის აივანზე იგრძნობოდა რაიმე არსებითი ცვლილება.
Of course, there was no great change to be discerned on Avelum’s balcony.
70354.
აველუმი | თავი XII
პლასტმასის მრგვალ მაგიდაზე ძველებურად იდო გაჭრილი, დანაჩასობილი საზამთრო, რომელსაც ძველებურად ეხვეოდნენ სიბრაზისგან ფეხებდაგრძელებული, გერმანული დროშის ფერი კრაზანები.
On the plastic round table was the same old sliced up water-melon, with the knife still stuck in it, and round it swarmed the same old wasps, the colour of the German flag, their legs stretched out in anger.
70355.
აველუმი | თავი XII
შუამდე დაყვანილ ბოთლშიც ძველებურად ბზინავდა თხევადი ცეცხლი და რკინის რიკულებს შორისაც ძველებურად თრთოდნენ აბლაბუდის ნაფლეთები, ბუზების ძველისძველ გვამებიანად.
In a half-drained bottle, the same old weak flame flickered, and between the iron railings quivered the same old bedraggled cobwebs, with the same old corpses of flies.
70356.
აველუმი | თავი XII
იქაურობას სონია აკლდა მხოლოდ, კი არ აკლდა, ყველაზე მეტად, აქ, ამ აივანზე იგრძნობოდა, სონია რომ აღარ არსებობდა, გამქრალიყო, გარდაქმნილიყო დროის შესაფერისად.
The only missing element was Sonia, not so much missing as no longer existing, was what one felt most on this balcony: she had vanished, she had suffered the same perestroika as her times.
70357.
აველუმი | თავი XII
ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი, რაც ასე თუ ისე უკავშირდებოდა მის სახელს, უკვე მოგონებად ქცეულიყო და აღარასოდეს განმეორდებოდა.
In any case, anything linked in any way to her name was now a memory, never to be repeated.
70358.
აველუმი | თავი XII
უკიდურეს შემთხვევაში, მხოლოდ აველუმს შეეძლო მისი მკვდრეთით აღდგენა, მისი გამოხმობა მახსოვრობის მღვიმეებიდან და ასედაც იქცეოდა, რამდენადაც ეს იყო მისი მიზანი - წარსულში შებრუნება.
At best, only Avelum was capable of resurrecting her, of summoning her up from the depths of memory: this was what he was doing, since his aim was to go back to the past.
70359.
აველუმი | თავი XII
წარსულში შესასვლელი გზა სონიათი იწყებოდა და აველუმიც ისეთივე ზოგადი, დაუკონკრეტებელი მღელვარებით იხსენებდა სონიასთან გატარებულ ცხოვრებას, როგორითაც მზეზე ალაპლაპებულ ზღვას გადასცქეროდა თავისი აივნიდან.
The road to the past began with Sonia, and he recalled the life he had spent with Sonia with the same general, unfocussed anxiety with which he watched from his balcony the sea shining in the sunlight.
70360.
აველუმი | თავი XII
ასე რომ, გარკვეული თვალსაზრისით, ისევ ერთად იყვნენ ისინი და ხან შემოდგომის მზეს ეფიცხებოდნენ გაჭყლეტილი ყურძნის სუნითა და მთვრალი ფუტკრების ბზუილით გაბრუებულ ნაპირზე, ხან კი, იმავე ნაპირიდან ზამთრის მზეზე გაბრწყინებულ დელფინებს უყურებდნენ და ადვილად წასაშლელ კვალს ტოვებდნენ სუბტროპიკულ თოვლზე, ვიდრე გაცელქებული დელფინები უზარმაზარი შავი ბორბლებივით ბრუნავდნენ აქოთქოთებულ წყალში, ნაპირის გასწვრივ, თითქმის იქვე, ერთი ხელის გაწვდენაზე...
Thus, you could say, they were together again, now soaking in the autumn sun on a seashore intoxicated by the smell of crushed grapes and the buzzing of drunken bees, now looking at dolphins lit up by the winter sun, or leaving ephemeral traces in the subtropical snow, while playful dolphins started turning like enormous black wheels in the churned-up water that seemed within arm’s reach of the shore.