მოიძებნა 668048 ჩანაწერი
70361.
აველუმი | თავი XII
მაგრამ ის სხვა სონია იყო - აველუმისეული, ხსოვნისმიერი, უცვლელი - და არაფერი ესაქმებოდა გამქრალთან, გარდაქმნილთან, რომელიც „უვიტამინო ჩრდილოეთში“ საკუთარ ქმართან იმყოფებოდა ახლა, საკუთარ ოჯახში და, ჩვენში რომ ვთქვათ, არც არაფერი ესაქმებოდა აქ.
But this was a different Sonia, Avelum’s, memorized, unchangeable, and had nothing to do with the vanished, perestroika’d Sonia, who now resided in the "vitamin-less north" with her husband, her own family and, between ourselves, now had nothing to do with this place.
70362.
აველუმი | თავი XII
ის სონია უკვე განთავისუფლებულიყო აველუმისგან, ოღონდ, ყურმოჭრილი მონის მეშვეობით მოეპოვებინა თავისუფლება, რაც საკუთარი მონური ბუნების გამომჟღავნებაა და მეტი არაფერი, მაგრამ ეს სრულებითაც არ შეუშლიდა მომავალში ხელს, კმაყოფილი ყოფილიყო ცხოვრებით, რამდენადაც ცხოვრებით კმაყოფილებაც მონათა ხვედრია.
The old Sonia was now free of Avelum, but had won her freedom thanks to a lackey, which just proved her own lackey’s nature, not that this would stop her enjoying life in the future, since lackeys, too, are destined to enjoy life.
70363.
აველუმი | თავი XII
სონიას ალბათ თავიდანვე განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდა თავისუფლებაზე, მაგრამ აველუმისა არ იყოს, ისიც ყოველთვის მთელი არსებით იბრძოდა მის მოსაპოვებლად.
Sonia probably always had a different idea of freedom, but, like Avelum, she’d always fought with all her being to get it.
70364.
აველუმი | თავი XII
უფრო ნათლად რომ ვთქვათ, აველუმის სიყვარული იგივე თავისუფლება იყო მისთვის და, მართლაც, თვალსა და ხელს შუა იცვლებოდა ყოველდღიურად, სულ უფრო მეტად და მეტად ეუფლებოდა საკუთარი თავისადმი პატივისცემის გრძნობა.
To put it more clearly, Avelum’s love was for her the same as freedom and, quite unaware, she had been changing every day as she became more and more imbued with a feeling of self-respect.
70365.
აველუმი | თავი XII
ისევ თურქულად ფეხმორთხმული კი იჯდა ხოლმე ზღვის პირას, ცხელ სილაზე, და ცალთვალმოჭუტული, ცხვირშეჭმუხნული ამოსცქეროდა აველუმს ლაპარაკისას.
Though she sat Turkish-style, with her legs under her thighs on the seashore’s hot sand, and stared, her eyes screwed up and her nose puckered, at Avelum as he talked.
70366.
აველუმი | თავი XII
ძველებურად, მტაცებელი ცხოველივით, განუწყვეტლივ აღარ ჰქონდა კბილები დაკრეჭილი საღრენად, საჩხუბრად, გამოსანთებად, სულ ერთია, მისი ტოლი, უმიზნოდ მიზანდასახული გოგოები ჩაივლიდნენ გვერდით, პირში სიგარეტგარჭობილნი და აგდებულად მომღიმარნი, თუ მისი ტოლი ბიჭები, უტიფარი გულგრილობითა და მოზეიმე სევდით გამომზირალნი.
She now stopped baring her teeth constantly like a predator about to roar, pick a fight and flare up — even though girls her age were strolling past purposefully to no particular purpose, cigarettes stuck in their mouths, smiling scornfully, or boys her age were eyeing her with arrogant nonchalance and solemn sadness.
70367.
აველუმი | თავი XII
სონიაც იმათი ჩამონაჭერი იყო, მაგრამ მისდა უნებურად, მისთვისაც მოულოდნელად, უკვე გამოცალკევებულიყო იმათგან (უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ღირსების შეგრძნებით).
Sonia and they were, in fact, birds of a feather, but unconsciously, unexpectedly she had distanced herself from them (primarily because of her selfesteem).
70368.
აველუმი | თავი XII
არადა, ჯერ კიდევ გუშინ, ერთ-ერთი უერთგულესი და უმორჩილესი წევრი გახლდათ იმ ინტელექტუალური ჯოგისა, რომელსაც არარსებული ქმრის მაგივრობის გაწევაც შეეძლო მისთვის და გაქცეული მამისაც.
Yet only yesterday she’d been one of the most loyal and obedient members of this flock of intellectuals, which made up for her lacking a husband and having a runaway father.
70369.
აველუმი | თავი XII
გართობას მონატრებული, არაფერი გამომრჩესო, ოფლად გაღვრილი, ქანცგაწყვეტილი, ენაგადმოგდებული დაძრწოდა აქეთ-იქით, ლიტფონდსა და კორპუსებს შორის, ძირითადად უცხოელი ლოთი ტურისტებისგან შეძენილი მაისურებით, შორტებით, ლიფებით, ფლოსტებით, მზის შლიაპებითა და მზის სათვალეებით მორთულ-მოკაზმული.
She longed for fun, afraid of missing anything; covered in sweat, her tongue hanging out, she rushed between the Literary Fund offices and the residential blocks, decked out in tee-shirts, shorts, bras, sandals, sun-hats and sun-glasses which she mostly scrounged from drunken tourists.
70370.
აველუმი | თავი XII
ბუნებასთან დაბრუნების მოწადინეს, ჩანაცრებული კოცონები, ღია ფეხსადგილები, ნაგვის ზვინები და თევზის კონსერვის ამძაღებული სუნი რჩებოდა გზადაგზა.
Longing to go back to nature, she left in her wake bonfire ashes, open latrines, piles of rubbish and a rancid stench of tinned fish.
70371.
აველუმი | თავი XII
სონიაც იმ ჯოგის ნაწილი იყო ჯერ კიდევ გუშინ, იმას ეკუთვნოდა და შეეფერებოდა კიდეც, ასაკითაც, ბუნებითაც, მსოფლმხედველობითაც.
Only yesterday Sonia was part of this flock, belonged to it and even befitted it, given her age, nature and outlook.
70372.
აველუმი | თავი XII
მაგრამ მოულოდნელი ცვლილებების გამო (პლუს აველუმის სიჯიუტე), უკვე შეეძლო ჯოგის შუაგულშიც ცალკე, დამოუკიდებელ არსებად აღექვა თავი და, რაც მთავარია, არა როგორც ფართო მოხმარებისა, არამედ უაღრესად კერძო, უაღრესაც პირადული ფიქრის, მიზნის, მისწრაფების, აღტაცებისა თუ თანაგრძნობის აღმძვრელ საგანს.
But because of sudden changes (plus Avelum’s stubbornness) she now saw herself as a separate, independent being in the middle of this flock and, above all, as an object, not of mass consumption, but of very particular, very personal thoughts, purposes, urges, ecstasies and sympathies.
70373.
აველუმი | თავი XII
ასეთი რამ არასოდეს განეცადა იქამდე და, შეიძლება ითქვას, საერთოდ უცხო ხილი იყო ეს მისთვის, რასაც არც თვითონ მალავდა.
Such a thing she’d never experienced before; one could say it was an alien fruit for her, a fact she herself did not hide.
70374.
აველუმი | თავი XII
ქალი რომ ვარ, შენ შემაგნებინე პირველადო - გამოუტყდა აველუმს.
"You made me realise for the first time that I’m a woman", she blurted out to Avelum.
70375.
აველუმი | თავი XII
პირველად ღვინო რომ დამისხი, ისე გამიკვირდა, ისე გამიხარდა, ისე დავიბენი, ერთი პირობა, მომერიდა კიდეც ჭიქის ხელში აღება, რადგან იქამდე, ღვინოს დამისხამდნენ კი არა, ბოთლსაც მე მახსნევინებდნენ და კონსერვსაცო.
The first time you poured me a glass of wine, I was so surprised, so pleased, so confused, that I wasn’t sure I could pick up the glass: I never had a glass poured for me before, I was always made to open the bottles and the tins.
70376.
აველუმი | თავი XII
ახლა კი თავად ეშოვნა „ბოთლისა და კონსერვის გამხსნელი“ და, ყოფილი მონა, მონათმფლობელად ქცეულიყო.
Now she had found her own "corkscrew and tin-opener:" the former slave-girl had turned into a slave-owner.
70377.
აველუმი | თავი XII
ეტყობა, აველუმის სიყვარულმა მაინც ვერ გამოიღო სასურველი შედეგი და მანქანის გაცვეთილი, გადაგდებული საბურავივით, როგორც იტყვიან, წყალს მიჰქონდა, დრო-ჟამის ზვირთებს მიჰყვებოდა ვალმოხდილი, ბოლომდე გამოყენებული, ამოწურული...
But Avelum’s love still failed to produce the desired result: she was borne about by the waters, as they say, like a worn out old car tyre, dutifully submissive to time’s waves, completely used up, exhausted…
70378.
აველუმი | თავი XII
წამოსვლის დღეს, თითქმის უთენია გავიდა ზღვაზე.
At dawn, on the day of departure, he went to the sea.
70379.
აველუმი | თავი XII
წყალში ჩასვლა, მაინცდამაინც, არ უნდოდა, მაგრამ - იქნებ გუნება გამომიკეთდესო - მაინც გამოაყოლა ხელს საცურაო ტრუსები.
He didn’t want to swim but, in case his mood lifted, he took his swimming trunks.
70380.
აველუმი | თავი XII
მავთულის ღობეები, ბილიკის ორივე მხარეს, ძლივს აკავებდნენ ნესტიანსა და მსუყე სიმწვანეს.
The wire fences along the path barely retained the damp lush greenery.