მოიძებნა 668048 ჩანაწერი
70441.
აველუმი | თავი XII
„რაც შეკვეთილი აქვს, გვინდა-არ გვინდა, უნდა მოვუტანოთ, ახალი შეკვეთა კი, შეგიძლია, არ მიიღოო“ - სიტუაციაც განუმარტა და სამოქმედო გეგმაც დაუსახა მართლა ქათამივით დაბნეულსა და აფორიაქებულ ქვეშევრდომს.
"Whether we like it or not, we’ve got to bring him what he’s ordered, but you needn’t take any new orders", she explained, and set out an action plan for her subordinate, who was as confused and flustered as a chicken.
70442.
აველუმი | თავი XII
ახალი დახვეული თმა უცხო სხეულივით ედო თავზე და, თითქოს ამის გამო, ლაპარაკისას, მხოლოდ ვერტიკალურად ამოძრავებდა თავს, სათამაშო ბუდასავით.
Her newly permed hair sat like an alien body on her head, which was why, when she spoke, she moved her head only up and down, like a toy Buddha.
70443.
აველუმი | თავი XII
ამის მერე ისევ რომ გამოერკვა აველუმი, უკვე ტაქსში იჯდა, სრულიად მარტო, და აშკარად მძღოლს ელოდებოდა, თუმცა არ იცოდა, აღარ ახსოვდა, როდის ან რა საქმეზე გადასულიყო ის მანქანიდან.
Avelum recovered from all this only when he was alone, in a taxi, left waiting for the driver, although he didn’t know, or had forgotten, when or why the driver had got out.
70444.
აველუმი | თავი XII
მრიცხველი კი ჩართული დაეტოვებინა, რადგან აველუმი, ვიდრე საბოლოოდ გამოერკვეოდა, ღრმად იყო დარწმუნებული, დაქანცული თუ დასიცხული ძაღლი ქაქანებს ჩემს ფეხებთანო.
The driver left the meter on, so that Avelum, still not fully himself, was quite convinced that there was an exhausted, overheated dog grunting by his feet.
70445.
აველუმი | თავი XII
საბედნიეროდ, მძღოლი მალე დაბრუნდა.
Fortunately, the driver soon returned.
70446.
აველუმი | თავი XII
ვიდრე კარს შემოიკეტავდა, იქამდე ჩაუგდო აველუმს კალთაში კრიალა, მძიმედ გრილი ბოთლი და ჰკითხა: ახლა საითო.
Before shutting the door, he dumped a shiny, heavy cold bottle on Avelum’s lap and asked, "Now where to?"
70447.
აველუმი | თავი XII
აველუმსაც ეს აინტერესებდა სწორედ, არ იცოდა, საიდან მოსულიყო აქ, ან საით აპირებდა აქედან წასვლას.
This was just what Avelum was wondering: he didn’t know where he’d come from and where he meant to go.
70448.
აველუმი | თავი XII
„ერთს ვამბობთ და მეორეს ვაკეთებთო“ - უთხრა უფრო საკუთარ თავს, ვიდრე მძღოლს და მანქანიდან გადმოვიდა.
"We say one thing and do another", he said, more to himself than to the driver, and got out of the car.
70449.
აველუმი | თავი XII
უნდოდა, ფულთან ერთად, ბოთლიც დაეტოვებინა მძღოლისთვის, მაგრამ ბოლო წუთას, რატომღაც, მოერიდა.
He meant to leave the driver the bottle as well as the fare, but at the last moment somehow decided not to.
70450.
აველუმი | თავი XII
გამონელებული სასმელისგან თავი უსკდებოდა.
His head was aching from the alcohol he’d drunk.
70451.
აველუმი | თავი XII
პირში საშრობი ქაღალდი ჰქონდა თითქოს ჩაფენილი.
He felt his mouth was lined with blotting paper.
70452.
აველუმი | თავი XII
არყის ბოთლი კიდევ უფრო უმძაფრებდა ამ მტანჯველ შეგრძნებას, და მაინც, უსაქმური და უდარდელი კაცივით, ალალბედზე მიუყვებოდა უკაცურ ქუჩას, ანდა პროსპექტს, რომელიც თავისუფლად შეიძლებოდა ლენინისაც ყოფილიყო და კუტუზოვისაც.
The bottle of vodka made this painful feeling worse, yet, like a carefree man with nothing to do, he strolled at random down the deserted street or avenue: it might equally well have been Lenin or Kutuzov Avenue.
70453.
აველუმი | თავი XII
ისიც ძნელი გასარკვევი იყო, თენდებოდა თუ ღამდებოდა.
It was just as hard to tell whether it was dawn or dusk.
70454.
აველუმი | თავი XII
მაგრამ აველუმისთვის არც ამას ჰქონდა რაიმე მნიშვნელობა, ერთი ყლუპი წყალი უნდოდა მხოლოდ და მორჩილად, მოთმინებით მიყვებოდა ბრმა გუმანს, ვიდრე მართლა არ გადააწყდა მიწისქვეშა საპირფარეშოს.
But this too was irrelevant to Avelum: all he wanted was a drink of water, and he submissively, patiently followed blind instinct until he actually came across an underground lavatory.
70455.
აველუმი | თავი XII
კიბე სწრაფად ჩაირბინა და რამდენჯერმე ზედიზედ გამოირეცხა პირი.
He quickly ran down the steps, and there he rinsed his mouth several times.
70456.
აველუმი | თავი XII
საპირფარეშოს მეთვალყურე დედაბერს რეზინის ჩექმები ეცვა, რეზინისავე წინსაფარი ეკეთა ბამბაზიის ხალათზე და მოწყენილი იჯდა პატარა მაგიდასთან, რომელზედაც საეჭვო სისუფთავის, ოთხკუთხა ნაჭრის ხელსახოცების დასტა იდო და ხურდა ფული ეყარა.
The old lavatory attendant was wearing Wellington boots; she wore a rubber apron over a white cotton coat and sat, bored, at a small table on which there was a pile of rough square pieces of toilet paper of dubious cleanliness, as well as some small change.
70457.
აველუმი | თავი XII
თითქოს კი არ მსახურობდა აქ, თავს აფარებდა, აველუმისთანა გზააბნეულ გამკითხავთა მოლოდინში.
She was, it seemed, not so much working there as waiting for stray visitors, like Avelum.
70458.
აველუმი | თავი XII
აველუმმა სამმანეთიანი დააგდო მაგიდაზე, ხელები კი საკუთარი ცხვირსახოცით შეიმშრალა.
He threw a three-rouble note on the table, and dried his hands with his own handkerchief.
70459.
აველუმი | თავი XII
„დიდი მადლობელი ვარო“ - თქვა დედაბერმა და სამმანეთიანი რეზინის წინსაფრის ქვეშ შეაცურა.
"Thank you very much", said the old woman and slipped the three-rouble note under her rubber apron.
70460.
აველუმი | თავი XII
აველუმი უკვე სანახევროდ ასული იყო კიბეზე, მაგრამ უკანვე ჩამობრუნდა და არყის ბოთლი მაგიდის კიდეზე ჩამოდგა.
He was already halfway up the steps when he suddenly turned back and put the bottle of vodka on the edge of the table.