მოიძებნა 668048 ჩანაწერი
70601.
აველუმი | თავი XI
მწერლები საერთოდ იმას ვწერთ, რაც უკვე გვინახავს, განგვიცდია, გადაგვიტანია, აველუმი კი, პირიქით, წინასწარ წერდა იმას, რაც მერე, მომავალში უნდა გადახდენოდა თავს.
We writers tend to write about what we’ve seen, experienced, endured; Avelum, however, anticipated what was to happen to him in the future.
70602.
აველუმი | თავი XI
და ალბათ შენც დამეთანხმები, მოცლილო მკითხველო, ჯერ კიდევ გუშინ რომ იცოდა აველუმმა, რაც დღეს ხდება.
And, dear idle reader, you may agree with me that he knew yesterday what is happening today.
70603.
აველუმი | თავი XI
ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად იცოდა, წყალში რომ ჩაეყრებოდა ამდენი ხნის სიმტკიცე და სიჯიუტე, და მართლაც, რასაც მთელი სიცოცხლე ესწრაფვოდა, რასაც მხოლოდ გულის სიღრმეში მიმართავდა სახელით და რასაც, ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ ოცნების საკუთრებად თვლიდა, თავად ხელისუფლებამ გადმოუგდო ხალხს ზემოდან, გასაკითხივით - აჰა, თქვენი ყბადაღებული თავისუფლებაო!
At least, he knew precisely that his longstanding stubbornness and firmness would be wasted, while what he’d striven for all his life, what he named only in his innermost soul, what deep down he ascribed to the realm of dreams, the authorities had now thrown like alms to the people: here’s your ridiculous freedom!
70604.
აველუმი | თავი XI
თვითონ კი (ხელისუფლება), დემონსტრანტთა რიგებში ჩადგა, რათა მათთან ერთად მობრუნებოდა აველუმს: სადა ხარ, სად იმალებიო!
The authorities had joined the ranks of the demonstrators, so as to address Avelum along with them: where are you, where are you hiding?
70605.
აველუმი | თავი XI
აველუმი, რა თქმა უნდა, არსად არ დამალულა, მაგრამ აღარ ჩანდა, ვერ ამჩნევდნენ, იმ უბრალო მიზეზის გამო, თავად რომ უნდოდათ გამოჩენა.
Of course, he wasn’t hiding at all, but he wasn’t seen or noticed anywhere, simply because others wanted to be noticed.
70606.
აველუმი | თავი XI
გუშინდელი სიმტკიცე და სიჯიუტე მოსატანიც არ იყო დღევანდელ გამბედაობასთან.
Yesterday’s stubbornness and firmness were irrelevant to today’s boldness.
70607.
აველუმი | თავი XI
იმ ხალხსაც აღიზიანებდა, რომლებიც ასე თუ ისე ახლოს იცნობდნენ და მეტ-ნაკლებად პატივს სცემდნენ აველუმს, დღეს კი გაკვირვებულნი იჩეჩავდნენ მხრებს, რაკი ამჯერადაც ვერ ხედავდნენ მას, ახალშობილ „გმირთა“ და „საზოგადო მოღვაწეთა“ შორის, საგანგებოდ მათთვის მოსუფთავებულსა და საიმედოდ დაცულ ასპარეზზე.
He irritated even people who more or less knew and respected him and who now shrugged in amazement at not seeing him now among the newly hatched "heroes" and "leaders of society" in an arena specially cleared and solidly protected for such people.
70608.
აველუმი | თავი XI
„აბა, სხვა რა უნდა, რაღას ელოდებაო“ - კითხულობდნენ ისინი, მაგრამ მათ არ იცოდნენ, ამის გარკვევა რომ უნდოდა აველუმსაც, იგივე კითხვა რომ უწეწავდა სულსა და გონებას.
"What more does he want, what’s he waiting for?" they asked, but unaware that this was what Avelum himself was trying to work out, that this question tormented his heart and mind.
70609.
აველუმი | თავი XI
გეგონებოდათ, ეგრეთ წოდებული „პერესტროიკა“ მხოლოდ იმიტომ წამოეწყოთ იმპერიის მარადიულ, ღვთაებრივად უხილავ მესვეურებს, არათუ მისი სიმტკიცე და სიჯიუტე, არამედ საერთოდ მისი ამქვეყნიური არსებობა ექციათ ანაქრონიზმად.
You’d have thought that the eternal, invisible, godlike heads of the Empire had started this so-called perestroika for the sole purpose of making not just his stubbornness and firmness, but his very life on earth an anachronism.
70610.
აველუმი | თავი XI
სხვათა შორის, აველუმის რომანის გმირიც ამ დღეში აღმოჩნდება ბოლოს.
Actually, even the hero of Avelum’s novel would end up in the same situation.
70611.
აველუმი | თავი XI
აველუმივით, ისიც მთელი სიცოცხლე გულში მღერის, ესე იგი, მხოლოდ ფიქრებსა და ოცნებებში სჩადის თავის საგმირო საქმეებს და ძალიან ბრაზობს, მთები ბანს რომ არ ეუბნებიან.
Like Avelum, he’d been singing to himself all his life, enacting his heroic deeds only in dreams and thoughts, and was very angry not to receive any support.
70612.
აველუმი | თავი XI
მაგრამ, უცხო ქალაქში გადახვეწილი, ერთ მშვენიერ დღეს, თავის ახალგაზრდა თანამემამულეებისაგან, რომლებიც ვითომ მინოტავრის პირუტყვულ ვნებას უნდა შეეწირონ და რომელთა შორის გოგოდ გადაცმული თეზევსიცაა - ელადის ახალი გმირი - არა მარტო შეიტყობს, მთელი არსებით იგრძნობს, არაფერს რომ არ წარმოადგენს საერთოდ, არც მტრისათვის, არც მოყვრისათვის.
But in a strange city, one fine day, fleeing his young compatriots about to be sacrificed to the Minotaur’s bestial passions, among whom was Theseus, a new Greek hero, disguised as a girl, he wouldn’t just realise, but feel with his whole being that he meant nothing to his enemies or friends.
70613.
აველუმი | თავი XI
გულამოვარდნილი კი გამოვარდება თანამემამულეთა სანახავად, მაგრამ თანამემამულეებს არაფერი გაეგებათ მისი, არც კარგად იცნობენ, არც ავად - ქვის გრძელ სკამზე სხედან და, სიკვდილის მოლოდინში, კანაფს ღეჭავენ.
His heart pounding, he still rushes to see his compatriots, but they can’t understand him, they know nothing, good or bad, of him: they just sit there on a long stone bench, chewing cannabis, waiting for death.
70614.
აველუმი | თავი XI
არაფერი ეტყობათ განწირულობისა, ცუდი დახვედრით განაწყენებულ სტუმრებს უფრო გვანან.
They look not like sacrificial victims, but like guests offended by a poor reception.
70615.
აველუმი | თავი XI
სინამდვილეში კი სულ სხვაგან ქრის მათი ჭკუა-გონება, ერთი სული აქვთ, როდის ეცემათ სახეში მინოტავრის აყროლებული ამონასუნთქი, როდის იშიშვლებენ მახვილებს...
In fact, their thoughts are far away, they’re just waiting for the Minotaur’s foul breath to hit them and then they’ll draw their daggers…
70616.
აველუმი | თავი XI
ჯერ კი ქალის კაბითა და ნაწნავით ნიღბავენ ქვეყნის დამაქცევარ ძალას და ტლანქად, უხეშად, მოურიდებლად ლაზღანდარობენ ერთმანეთში, ვიდრე ძალის გამოჩენის დრო დადგებოდეს.
Meanwhile they hide the world’s destructive power under a woman’s dress and plaits and persist in clumsily, coarsely clowning until the time comes to show their power.
70617.
აველუმი | თავი XI
მათი სახელოვანი წინაპარი, შემცბარი და ნირწამხდარი, უკვე უნებლიეთ, უაზროდ იმეორებს, ესა და ესა ვარ, ამისა და ამის შემქმნელიო, და თავადაც დაეჭვებულია, თავადაც უჭირს დაჯერება, მართლა რომ არსებობს, ანდა მართლა რომ არსებობდა ოდესღაც.
Their famous ancestor, aghast and abashed, now senselessly, automatically repeats, "I’m this and that, the creator of this and that", then suddenly doubts, has trouble believing that he even exists, or ever did.
70618.
აველუმი | თავი XI
ყველაფერი უთავბოლოდ არეულა მის აფორიაქებულ თავში - ცხადიც და სიზმარიც, მართალიც და ტყუილიც, ნაფიქრიც და ნამოქმედარიც...
Everything — reality and dream, truth and fiction, intentions and deeds — is mixed up in his feverish head…
70619.
აველუმი | თავი XI
მაგალითად, გოგოდ გადაცმულ თეზევსს, ელადის ახალ გმირს, აშკარად სონიას შეჭრილი ნაწნავი მიუმაგრებია კეფაზე.
For example, Theseus, disguised as a girl, Greece’s new hero, has obviously stuck on his brow the plait Sonia cut off.
70620.
აველუმი | თავი XI
სხვაც ბევრი რამ არის დამაეჭვებელიცა და ამაფორიაქებელიც, მაგრამ მთავარი მაინც ახალგაზრდა თანამემამულეთა სისასტიკეა.
There are many other dubious and disturbing things, but the point is still the cruelty of his young compatriots.