მოიძებნა 668048 ჩანაწერი
70621.
აველუმი | თავი XI
ისინი არ სცნობენ, იმათთვისაა უცხო და, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რისი ბრალია ეს, გუშინდელთა დაუდევრობისა თუ დღევანდელთა დაუნდობლობის.
They don’t recognize him, they find him alien, and it doesn’t matter whether the fault lies in the frivolity of yesterday’s men or the ruthlessness of today’s.
70622.
აველუმი | თავი XI
აველუმი კი, აივანზე მოცეკვავე დედაბრებისა არ იყოს, უნებლიეთ გამოსული თუ ძალით გამოგდებული, ასევე უნებლიეთ გასულიყო თუ ძალით გაეთრიათ სცენიდან.
Like the old women who danced on their balcony, who had come out by chance or been forced out, Avelum had also been forced out or dragged offstage by force.
70623.
აველუმი | თავი XI
აპრილის შემდეგ დედაბრები აღარც გამოჩენილან აივანზე, თუმცა, აველუმს მაინც გაურბოდა ხოლმე იქითკენ თვალი, მაგრამ ვერაფერს ხედავდა, ერთმანეთზე შეწყობილი მუყაოს ძველი, წვიმებისაგან ათასჯერ დამბალდაფლეთილი ყუთებისა და ყუთებზე მიყუდებული იატაკის საწმენდი ჯოხის მეტს.
After April the old women stopped appearing on the balcony, and although he sometimes looked in that direction, he saw nothing but old cardboard boxes, rotted and shredded by a thousand showers of rain, piled up in a heap, with a mop propped against them.
70624.
აველუმი | თავი XI
ეტყობა, აველუმის მსგავსად, იმ მხდალმა თუ ჭკუასუსტმა დედაბრებმაც ბოლომდე ამოწურეს თავიანთი ეპიზოდური როლი და გამარჯვებულნი თუ ჩაფლავებულნი, მაყურებლის ტაშითა თუ მაყურებლის სტვენით დაჯილდოვებულნი, ღირსეულად გავიდნენ სცენიდან.
The shy, demented old ladies must, like Avelum, have finally come to the end of their episodic roles and, a triumph or a flop, rewarded by spectators’ applause or boos, had left the stage with dignity.
70625.
აველუმი | თავი XI
აველუმსაც ესღა ევალებოდა მხოლოდ - ღირსების შენარჩუნება, - შეგნება იმისა, უკეთესიც რომ იქნებოდა ცხოვრება უიმისოდ, ანუ, არასასურველ მოწმეთა და მეთვალყურეთა და ყველაფრის დამმახსოვრებელთა და, აქედან გამომდინარე, ხელის შემშლელთა და შემაწუხებელთა და დამანამუსებელთა გარეშე.
Avelum’s duty, too, was just to preserve his dignity, to acknowledge that life without him, without unwanted witnesses and observers recording everything and, thus, without people to hinder, harass or remonstrate, would be better.
70626.
აველუმი | თავი XI
საფუძველიც ჰქონდა ამგვარი ფიქრისა, რაკი ახალმა ძალამ ერთბაშად მოურჩინა მარადიული სატკივარი და ერთბაშად დაუსვა წერტილი მის მარადიულ საფიქრალს.
He had reason for such thoughts, since a new force immediately cured his hitherto constant pain and cut short his endless reflections.
70627.
აველუმი | თავი XI
მისი დანიშნულება და მნიშვნელობა გადაშალა, გააცამტვერა.
It had destroyed and shattered his purpose and significance.
70628.
აველუმი | თავი XI
მაგრამ ის თუ მართლა ძალა იყო, არ შეიძლებოდა, მარტო ამაზე გადაევლო, ამას დაყაბულებოდა, ამით დაეცხრო თავისი მეომრული ჟინი და ეცხოვრა არხეინად, ვთქვათ, ტენისი ეთამაშა და არაფერი შეეცვალა გარშემო, არ გადაეადგილებინა მაინც რამე.
But if it was really a force, then it couldn’t stop at this, just agree to things and thus quash his militant ardour, so that he could live carefree from now on, say, play tennis, change nothing around him, not even move anything.
70629.
აველუმი | თავი XI
აბა, რა საჭირო იყო საერთოდ მისი გამოჩენა?!
What then was the point of appearing it?
70630.
აველუმი | თავი XI
ძალა ძალას უპირისპირდება, ეჯიბრება, ეჭიდავება და ამ ჯიბრსა და ჭიდილში ამტკიცებს თავის უპირატესობას, ანდა, პირიქით.
Force resists, competes, fights only with force, and in that conflict and battle asserts or yields its superiority.
70631.
აველუმი | თავი XI
ხოლო, თუ ეს მართლა ასეა, მაშინ, ამჯერად, ახალი ძალა (იგივე ეკაეკატერინეკატო) და ბოროტების იმპერია უნდა დაჯახებოდნენ ერთმანეთს.
And if that is true, then this time the new force (Little Katie) and the Empire of Evil have to clash.
70632.
აველუმი | თავი XI
ბოროტებასთან უნდა დაემტკიცებინა სიკეთეს თავისი უპირატესობა და არა საკუთარ მამასთან, რომელიც სიამოვნებითაც დათმობდა ყველაფერს, რაც შვილს შეემატებოდა.
Good has to prove its superiority to evil, not to a father who would gladly yield everything to stand by his daughter.
70633.
აველუმი | თავი XI
საბედნიეროდ, ასეც მოხდა - ძირს ხალხთა საპყრობილეო - შესძახა ახალმა ძალამ და ტანკს შეაფრინდა დროშისამარა.
Fortunately, it happened: "Down with the prison of nations!" shouted the new force and leapt onto a tank, holding nothing but a flag.
70634.
აველუმი | თავი XI
მაგრამ ბოროტების იმპერია ძლიერიც იყო და ვერაგიც, ღონეც ეყოფოდა და მოთმინებაც, ხოლო უწვრთნელსა და გამოუცდელ მეომარს შეიძლებოდა უცებ, ერთ მშვენიერ დღეს, ყელში ამოსვლოდა გაჭიანურებული და დაუნდობელი ომი.
But the Empire of Evil was as strong as it was cunning, it had the patience and the power, while an untrained, inexperienced warrior could, one fine day, suddenly be fed up with relentless, drawn-out war.
70635.
აველუმი | თავი XI
რაც მთავარია, ყველას როდი აძლევდა ხელს ახალი ფალავნის გამარჯვება.
Above all, not everyone felt the victory of the new hero to be a good thing.
70636.
აველუმი | თავი XI
თანამედროვე ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, მთელი სახელმწიფო აპარატის დღევანდელი და ხვალინდელი ბედნიერება იყო დამოკიდებული ბოროტების იმპერიის სიმყარეზე.
In modern terms, the wellbeing of the state apparatus, today and tomorrow, depended on the Empire of Evil holding out.
70637.
აველუმი | თავი XI
ისინი მალავდნენ თავიანთი მღელვარების ჭეშმარიტ მიზეზს, რადგან ადამიანები ერთ ბედს ქვეშ კი არიან, მაგრამ „გზა ხსნისა“ ყველასათვის განსაკუთრებული დაუდგენია ღმერთს.
They hid their real reasons for anxiety, for people may be united by fate, but the Lord has appointed each person his own "path to salvation".
70638.
აველუმი | თავი XI
ღირსია თუ არა, შეუძლია თუ არ შეუძლია, მაინც ყველა ერთნაირად ეპოტინება ხავსს, რადგან ყველა ერთნაირადაა დარწმუნებული, სწორედ მას რომ ეკუთვნის გადარჩენა.
Deserving or not, able or not, we all clutch at straws in the same way, because we’re all equally convinced that we’re meant to be saved.
70639.
აველუმი | თავი XI
ხალხი კი არ დაფიქრდება, კი არ დაეჭვდება, შენ აგიმხედრდება, შენი დაუძინებელი მტერი გახდება და ყველაფერზე წავა, ვერ მოისვენებს, ვიდრე თავად კი არ გარდაიქმნება, შენ არ გარდაგქმნის, შენ არ შეგაცვლევინებს აზრს.
People won’t think and doubt, they’ll rise up against you, become your implacable enemies, go to any lengths, not resting until they remake and reconstruct not themselves, but you, and change your mind.
70640.
აველუმი | თავი XI
საამისოდ, ღვთის წყალობით, მრავალი საშუალება არსებობს: დასმენაო, დაცინვაო, ცილისწამებაო, მუქარაო, სატელეფონო ტერორიო...
Thank God, there are many ways to do this: denunciation, mockery, slander, threats, phone harassment...