მოიძებნა 668048 ჩანაწერი
70721.
აველუმი | თავი XI
საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრებულა ამჯერად.
Fortunately, everything ended peacefully this time.
70722.
აველუმი | თავი XI
ჩვენს საპატიო სტუმარს, სასტუმროს ნომერში, ინტერვიუც კი მიუცია ადგილობრივი ტელევიზიის წარმომადგენლისათვის.
Our guest even gave an interview in her hotel room to someone from local TV.
70723.
აველუმი | თავი XI
ინტერვიუერის სიტყვით (ვინმემ რამე არ იფიქროსო), ინტერვიუს, ფოტოკორესპონდენტის გარდა, სტუმრის ერთგული ნაგაზიც ესწრებოდა თურმე.
In the interviewer’s words (and don’t let anyone get any ideas into their head), apart from the photographer, only the interviewee’s faithful sheepdog was present.
70724.
აველუმი | თავი XI
სუზი, სუზიკო, თქვენ გუშინ აეროპორტშივე დაატყვევეთ მთელი თბილისი.
Sue, Suzie, yesterday, the moment you arrived at the airport, you captivated all Tbilisi.
70725.
აველუმი | თავი XI
შინაურულად რომ ვთქვათ, ხელახლა დაგვბადეთ ყველანი.
If we can be familiar, you hooked the lot of us.
70726.
აველუმი | თავი XI
ნუ იცინით... ჩვენ ხომ ეს დღეები... თუმცა, არ გვინდა ამაზე ლაპარაკი.
Don’t laugh… These days, we… though we don’t want to talk about it.
70727.
აველუმი | თავი XI
მილიონორასათასიანი ქალაქი მზად არის, დაუფიქრებლად, რადაც არ უნდა დაუჯდეს...
A city of twelve hundred thousand people is ready, without a thought, whatever it might cost…
70728.
აველუმი | თავი XI
თუმცა, ალბათ თავადაც იგრძნობდით, თუ რა ნაზად და თბილად...
Although, you’ll have sensed yourself how softly and warmly…
70729.
აველუმი | თავი XI
დამაცადეთ, ჯერ კითხვა არ დამიმთავრებია.
Give me a moment, I haven’t finished my question.
70730.
აველუმი | თავი XI
დიახ, ნაზად და თბილად... დამეთანხმებით, თქვენი პროფესიაც უკვე თავისთავად განაპირობებს...
Yes, softly and warmly… You’ll agree with me that naturally your profession determines…
70731.
აველუმი | თავი XI
მაგრამ, საინტერესოა, კიდევ რა გაკავშირებთ ჩვენს ქალაქთან?
But I wonder what else you’ll associate with our city.
70732.
აველუმი | თავი XI
ამას ჩვენთვის, ქართველებისათვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - რა რას უსწრებს, ვინ ვისზე წინ დგას და ასე შემდეგ.
For us Georgians this is of special importance — what precedes what, who comes first, etcetera.
70733.
აველუმი | თავი XI
ლექსივითაა არა?!
It’s like poetry, isn’t it?!
70734.
აველუმი | თავი XI
თუ შენ ვერ შესძლებ, რომ მე მიყვარდე, იქნებ მე შევძლო, რომ შენ გიყვარდე...
If you can’t make me fall in love with you, perhaps I can make you fall in love with me…
70735.
აველუმი | თავი XI
დიახ, რა თქმა უნდა. აქ ჩამოსვლამდეც ვიცოდი.
Yes, of course. I knew that before I even got here.
70736.
აველუმი | თავი XI
მაგრამ ტყუილად ხომ არ ამბობდნენ ჩვენი ბრძენი წინაპრები, ქებას ნახვა სჯობსო.
But our wise ancestors were quite right when they said the proof of the pudding’s in the eating.
70737.
აველუმი | თავი XI
თქვენ ალბათ მსოფლიოში ყველაზე ემოციურები ბრძანდებით.
I expect you’re more emotional than any people in the world.
70738.
აველუმი | თავი XI
ჩვენში დარჩეს და, ანთებული სანთელი რომ ეტაკებინა ვინმეს, არც ის გამიკვირდებოდა.
Strictly between us, if someone poked me with a lit candle, I wouldn’t be surprised.
70739.
აველუმი | თავი XI
მაშინ, იქნებ, ქართულ სამზარეულოზე გვითხრათ რამე.
Then you could tell us something about Georgian cuisine.
70740.
აველუმი | თავი XI
არტალაზედ როგორა ხართ?
What do you think about beef boiled in garlic?