მოიძებნა 668048 ჩანაწერი
70761.
აველუმი | თავი XI
კი ბატონო, ასე იყოს, მაგრამ უაფხაზეთოდ არც საქართველო არსებობს.
That’s all very well, so be it, but without Abkhazia Georgia doesn’t exist, either.
70762.
აველუმი | თავი XI
საქართველო მინუს აფხაზეთი უდრის ნულს.
Georgia minus Abkhazia equals zero.
70763.
აველუმი | თავი XI
გინდ ყოფილა, გინდ არა, მიუხედავად იმისა, რომ ნული, თავისთავად, ამოუწურავი შესაძლებლობების სიმბოლოცაა.
Either way, regardless of the fact that zero is in itself a symbol of inexhaustible possibilities.
70764.
აველუმი | თავი XI
მაგალითად, მილიონს რომ ნული მივუწეროთ, მილიონი ათმაგად გაიზრდება ერთბაშად და, აქედან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ნული (იგივე საქართველო), იმას ეკუთვნის, ვისაც მილიონი უკვე აქვს და მის გაათმაგებასაც აპირებს.
For instance, if we add a zero to a million, the million is instantly increased tenfold, consequently we deduce, the zero (i.e. Georgia) belongs to whoever already has a million and intends to multiply it by ten.
70765.
აველუმი | თავი XI
ამდენი სახაროვმაც იცის.
That much Sakharov knows.
70766.
აველუმი | თავი XI
სხვანაირად რომ ვთქვათ, ის იცის, რაც უნდა იცოდეს, რაც მისთვის სასარგებლო დასკვნების გამოსატანადაა საკმარისი.
To put it another way, he knows what he has to, what suffices to provide him with a satisfactory conclusion.
70767.
აველუმი | თავი XI
მსოფლიო ობივატელის ტვინი ავტორიტეტის პირიდან ამოსულ სისულელესაც სიბრძნედ აღიქვამს.
The brain of the world’s philistines will perceive any idiocy uttered by an authority as wisdom.
70768.
აველუმი | თავი XI
რაც უფრო ბნელია ადამიანი, მით უფრო სჯერა ავტორიტეტისა.
The dimmer the person, the more he trusts authority.
70769.
აველუმი | თავი XI
ავტორიტეტის შექმნა კი, რომ იტყვიან, ტექნიკის საქმეა.
Creating an authority is, as they say, a matter of technology.
70770.
აველუმი | თავი XI
მით უფრო - ჩვენში.
Especially for us.
70771.
აველუმი | თავი XI
მე შენ სახელს მოგიპოვებ, შენ მე ახალი მიწები მომაპოვებინე.
I’ll make a name for you, you let me discover new lands.
70772.
აველუმი | თავი XI
ან რა გასაკვირია, სიტყვითაც იმის ინტერესებს იცავდეს კაცი, ვისაც ემსახურება?!
So what’s so amazing when a man defends the interests of someone he serves to!
70773.
აველუმი | თავი XI
გასაკვირი სხვა რამეა: ჩვენ, ქართველები, მიწიდან რკინის ამოღებისათვის, ჯერ კიდევ კაცობრიობის გარიჟრაჟზე დაგვწყევლეს და შეგვაჩვენეს ბერძნებმა.
The amazing thing is that the Greeks, at the dawn of humanity, cursed and swore at us Georgians for mining iron from the earth.
70774.
აველუმი | თავი XI
როგორც სჩანს, აქამდე არ დაუკარგავს იმ წყევლას ძალა, ხოლო ქარაფშუტა მსოფლიო, მეოცე საუკუნის მიწურულს, ფიანდაზად ეგება ფეხქვეშ მასობრივი სიკვდილის „მამას“, გნებავთ, „მამინაცვალს“.
Apparently, the curse has not lost its power even today, and the giddy-headed world, at the end of the twentieth century, lays out the red carpet for the "daddy", or if you like "step-daddy", of mass murder.
70775.
აველუმი | თავი XI
ხოდა, ახლა ქართველმა სამაჩაბლო, აფხაზეთი ანდა აჭარა თუ არ დაუთმო ვინმეს (ვისიც არ ითქმის სახელი და ვისაც უკვე დიდი ხანია, მგლისა არ იყოს, საკუთარი შარდითა აქვს შემოსაზღვრული თავისთვის ეს სამი „გემრიელი ლუკმა“), ყველა ამჟამად მოქმედი პოლიტიკოსი, დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც, ემანდ ვინმეს გოიმი არ ვეგონოო, მრავალმნიშვნელოვნად ჩაიღიმებს (თავს დააბრალოს) ჩვენს იმპერიალისტურ სიჯიუტეზე.
In fact, if Georgians don’t cede the Machabeli lands, Abkhazia or Ajaria to somebody (who will remain nameless and who has long ago, like a wolf, marked out with his own urine these three "tasty morsels"), every modern politician, in the west or the east, not wanting to look like a bumpkin, will smile meaningfully (they can take the blame) at our imperialist obstinacy.
70776.
აველუმი | თავი XI
ქართველობაც ჯერ კიდევ მყარად ზის ბნელში.
Georgians are still stuck in the dark.
70777.
აველუმი | თავი XI
აველუმია, ეგერ რომ მოდის?! აველუმია, აველუმია.
Is it Avelum, the one who’s come? It’s Avelum, it’s Avelum.
70778.
აველუმი | თავი XI
ჯერ კიდევ მყარად ვსხედვართ ბნელში.
We’re still sitting stuck in the dark.
70779.
აველუმი | თავი XI
შემცბარნი და შეწუხებულნი ვართ ამგვარი უსინდისობით.
We’re shocked and depressed by such flagrant cynicism.
70780.
აველუმი | თავი XI
ბნელში ვსხედვართ და, შუბლზე სიმწრის ოფლგადამსკდარნი, ღია წერილს ვაცხობთ.
We sit in the dark and, our foreheads sweating with woe, we compose an open letter.