მოიძებნა 668048 ჩანაწერი
70801.
აველუმი | თავი XI
ეგ თუ იცოდით, რატომ არ ჩაუწერეთ ღია წერილში?
If you knew that, why didn’t you write it in an open letter?
70802.
აველუმი | თავი XI
ამას უკვე მარტო შენთვის ვამბობ მომავლის მოცლილო მკითხველო, რადგან დღეს არა მარტო ყველაფრის თქმა შეიძლება, არამედ ყველაფრის დაკარგვაც.
I’m saying this only for you, idle reader of the future, because today not only can everything be said, but everything can be lost, too.
70803.
აველუმი | თავი XI
ერთ მოუზომავ სიტყვას, იქნება, თავიც გადააყოლო.
One tactless word can cost you your head.
70804.
აველუმი | თავი XI
სისტემათა ბრძოლა კი შეწყდა (თუნდაც, დროებით), მაგრამ არსებობისათვის ბრძოლა კიდევ უფრო გამძაფრდა.
The battle of systems is over (if only temporarily), but the struggle for existence has got even harsher.
70805.
აველუმი | თავი XI
მიღწეულის დაკარგვაც ადვილია და მიუღწევლის მიღწევაც.
Losing what has been attained is easy, as is attaining the unattainable.
70806.
აველუმი | თავი XI
დროა ასეთი, ვერსად გაექცევი. გადაგთელავენ.
The times are like that, there’s no escape. They’ll trample you into the ground.
70807.
აველუმი | თავი XI
ამიტომაც არავინ არ ამბობს იმას, რასაც უნდა ამბობდეს.
That’s why nobody says what they ought to.
70808.
აველუმი | თავი XI
მე რომ ახლა ეს ხმალი დევირჩინო, იტყვიან, აი, დეირჩინაო.
If I grab this sword now, they’ll say, look, he’s grabbed it.
70809.
აველუმი | თავი XI
ეტყობა, მართლა გადავცდით ჭკუიდან.
We really do seem to have gone off our heads.
70810.
აველუმი | თავი XI
აკი გვითხრეს, ცხრა აპრილის შემდეგ ყველაფერი გეპატიებათო.
Well, they did tell us that we’d be forgiven everything after 9 April.
70811.
აველუმი | თავი XI
ესე იგი, ჭკუა აღარ მოგეკითხებათო.
That is, nobody expects us to be in our right minds.
70812.
აველუმი | თავი XI
სამაგიეროდ, როგორც იქნა შევამჩნიეთ ერთმანეთი.
Yet we did take note of each other.
70813.
აველუმი | თავი XI
მაგრამ რახან ღმერთი შეგვეწია და მოვიცალეთ ერთმანეთისთვის, იქნებ სხვაც ბევრი რამ დავინახოთ.
But since God has looked down on us and given us time for each other, perhaps we’ll see a lot else.
70814.
აველუმი | თავი XI
იქნებ ისიც გავარკვიოთ, სად შეიძლებოდა მომხდარიყო დიდგორის ბრძოლა...
We may find out where the battle of Didgori could have been fought…
70815.
აველუმი | თავი XI
და აი, ასეთ დროს, აველუმს საშუალება ეძლეოდა, ცოტა ხნით მაინც გასცლოდა აქაურობას, გარიდებოდა ამ ორგანიზებულ უაზრობასა თუ აღზევებულ სიბრიყვეს.
So these were times when Avelum had a chance to take a break from things, to escape this organized idiocy or triumphant stupidity.
70816.
აველუმი | თავი XI
მართალია, არავინ აგლეჯდა კალთებს, არავინ უშლიდა, მაგრამ თვითონვე ეთაკილებოდა (რასაკვირველია, საკუთარი მოსაზრებებიდან გამომდინარე), ესიკვდილებოდა თავისი უბედური ხალხის მიტოვება ყველაზე დიდი განსაცდელის ჟამს, თუნდაც ერთი საათით.
True, nobody was tearing the hem of his garments, nobody was stopping him, but he himself was disdainful (obviously, because of his own ideas): he mortally abhorred abandoning his own unhappy people, if only for an hour, during their greatest ordeal.
70817.
აველუმი | თავი XI
რა თქმა უნდა, ვერაფერში წაადგებოდა (იმის გაკეთება შეეძლო მხოლოდ, რასაც აქამდე აკეთებდა და რაც სრულებითაც არ აღმოჩნდა საჭირო იმისთვის, ვისთვისაც თავისი ჭკუით ირჯებოდა).
Admittedly, he couldn’t be any use (he could only do what he’d been doing, what now turned out to be utterly unnecessary for whoever he thought he was toiling).
70818.
აველუმი | თავი XI
მაგრამ თუ მართლა დასაღუპად იყო ქვეყანა განწირული, მაშინ არც თავად უნდა ჰქონოდა გადარჩენის შანსი, თუნდაც უმნიშვნელო, თუნდაც თეორიული.
But if the country really was doomed, then he had no chance, not even the tiniest theoretical chance of surviving either.
70819.
აველუმი | თავი XI
თავადაც მასთან ერთად უნდა დაღუპულიყო, როგორც მისი შემადგენელი ნაწილი, პატარა, მაგრამ აუცილებელი მთლიანობისათვის, თუნდაც სათვალავისთვის.
He had to perish with it, as a component, essential, however small, in the entire realm, even just to make up numbers.
70820.
აველუმი | თავი XI
სული სულთაგანი და ხორცი ხორცთაგანი.
Spirit of its spirit, flesh of its flesh.