მოიძებნა 668048 ჩანაწერი
70921.
აველუმი | თავი XI
აი, მაგალითად, სასწავლო კოოპერატივი „ცაიერადი“ არც მეთოდს უარყოფს და არც მიზანს მალავს.
Well, the Downpour teaching cooperative doesn’t deny its methods or hide its aims.
70922.
აველუმი | თავი XI
მისი მეთოდიც და მიზანიც უთქმელადაც ნათელია.
Its methods and aims are clear without saying a word.
70923.
აველუმი | თავი XI
უკეთესად გაგვფცქვნას და კიდევ უფრო გამოგვაშტეროს - თავის გაბრიყვებით ბრიყვთა გაბრიყვება, შეიძლება, უშრომელი შემოსავლის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური წყარო აღმოჩნდეს ბოლოს, ყველაზე უკეთ მეწველი ძროხა, რამდენადაც ბრიყვები, იგივე აბითურიენტები, საბედნიეროდ ყოველთვის მრავლად არიან ჩვენში (საქართველო, შეიძლება ითქვას, აბითურიენტების რესპუბლიკაა).
Doing one’s utmost to rip us off and drive us crazy, fooling oneself in order to fool others, may turn out to be one of the most reliable sources, the best milch cow, because fortunately we’ll never run out of fools, i.e. school-leavers (Georgia can be said to be a country of school-leavers).
70924.
აველუმი | თავი XI
ამისათვის არსებობს საერთოდ „ცაიერადიც“.
That’s what Downpour exists for.
70925.
აველუმი | თავი XI
გაზეთის რეკომენდაციით, ის ნებისმიერ საგანში ამეცადინებს აბითურიენტს (ხელმარდობის, ხელმარჯვეობის, ხელმრუდობის, ხელმრუშობის ჩათვლით) და თანაც თითქმის უფასოდ.
Recommended by the newspapers, it teaches school-leavers any subject (including manipulation, manumission, mastication and masturbation) and, what’s more, virtually free of charge.
70926.
აველუმი | თავი XI
გამოცდებამდე კაპიკს არ ახდევინებს არავის, ხოლო ნაგამოცდარზე გარკვეულ დათმობებზეც მიდის კოოპერატივის საზიანოდ.
Because it doesn’t charge anyone a penny until the examinations, and even then gives concessions at the cooperative’s expense.
70927.
აველუმი | თავი XI
ჩაჭრილი აბითურიენტისგან (ესე იგი, თითქმის ყველასგან), მოსამზადებლად საჭირო თანხის ნახევარს იღებს მხოლოდ.
It charges failed school-leavers (i.e. almost all of them) just half for tuition.
70928.
აველუმი | თავი XI
აბითურიენტი ხომ მისი დახმარების გარეშეც ჩაიჭრებოდა პირველსავე გამოცდაზე.
The school-leaver could fail his very first exam without their help.
70929.
აველუმი | თავი XI
სავალდებულო გადასახადის ნახევარს აბითურიენტს უტოვებს ჯიბეში, რასაც გაცილებით მეტი აღმზრდელობითი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის კედლებში გატარებულ წლებს, წინ და უკან უაზრო ბოდიალს, კევის ღეჭვას, მზესუმზირის გაუთავებელ კნაწუნსა და გადამდებ მთქნარებას.
It does leave half the compulsory fee gratis in the school-leaver’s pocket, which is far more edifying than the years spent under the roof of any institute of education, with all that senseless to-ing and fro-ing, chewing gum, endless spitting out of sunflower seed shells and infectious yawning.
70930.
აველუმი | თავი XI
აბითურიენტს ბოლოს და ბოლოს, უჩნდება მადლიერების გრძნობა ვიღაცისადმი და, რაც მთავარია, ბოლოს და ბოლოს, იგებს „საკუთარი ოფლით“ მოპოვებული ლუკმის ფასსა და გემოს.
The school-leaver will eventually feel grateful to someone and, above all, will finally get "by the sweat of his brow" the price and the taste of a crust of bread.
70931.
აველუმი | თავი XI
სხვათაშორის, ახალგაზრდის სწორად აღსაზრდელად სხვა არანაკლებ ეფექტური საშუალებებიც არსებობენ, მაგრამ, როგორც ყველაფერს, მათაც ძებნა და მიკვლევა სჭირდება, რაშიც, დამეთანხმებით, დიდი დახმარების გაწევა შეუძლია ჩვენს ტელევიზიას, მით უფრო რომ, თავადაც განსაკუთრებულადაა დაინტერესებული ამ საკითხით - ჯერ კიდევ ეროვნული ნარკომანიის გარიჟრაჟზე გადაცემათა მთელი სერიალიც კი მიუძღვნა ანაშას დამზადების წესებს ოჯახურ პირობებში.
By the way, there are other methods, just as effective, to bring up young people properly, but they need seeking out and tracking down, for which, you will agree, our TV is very helpful, especially as it takes a special interest in the question — even at the dawn of a period of national drug addiction, it has devoted a whole serial to ways of producing hash at home.
70932.
აველუმი | თავი XI
ხოლო ამას წინათ, სულ რაღაც ორიოდე კვირის განმავლობაში, რამდენჯერმე წარუდგინა მაყურებელს ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა ერთი საკმაოდ სიმპათიური კანდიდატი, რომელიც შინაბერა ქალის კდემამოსილებითა და მეცნიერის შეუვალი მეთოდურობით გაესაუბრა ისედაც დაბნეულ საზოგადოებას ჯგუფური სექსის დიდ აღმზრდელობით მნიშვნელობაზე.
Before that, for just two weeks, audiences were shown a rather nice psychologist with a PhD who had an old maid’s dignity and a scientist’s authoritative manner as he talked about the educational significance of group sex to an already flabbergasted audience.
70933.
აველუმი | თავი XI
ამ კოლექტიური ღონისძიების მონაწილე გოგონებიცა და ბიჭუნებიც, ერთმანეთის წამხედურობით, კიდევ უფრო უკეთესები, კიდევ უფრო ადამიანურები ხდებიან თურმე და უფრო სწრაფად და ბუნებრივად უვითარდებათ ერთმანეთის უსიტყვოდ გაგებისა და უანგარო დახმარების, ანუ, საჭიროების მიხედვით, ერთმანეთის შენაცვლების სურვილი.
Girls and boys who took part in this collective enterprise, learning from one another, apparently become better, more human and develop more quickly and naturally in empathy and selfless mutual help or, if need be, the desire to stand in for each other.
70934.
აველუმი | თავი XI
მოსკოვიდან კი საქართველო უქართველებოდ უფრო ლამაზი მოჩანს.
Seen from Moscow, Georgia looks better without Georgians.
70935.
აველუმი | თავი XI
მაკიაველმა დამპყრობელს დაპყრობილი ხალხის შესანარჩუნებლად სამი გზა დაუსახა.
Machiavelli identified three ways for a conqueror to keep his conquered peoples conquered.
70936.
აველუმი | თავი XI
ჩვენი დამპყრობელი კი სამივეს ერთდროულად იყენებს, სამიდან ერთს კი არა, სამივეს ერთად.
Our conqueror uses all three simultaneously, not just one of three, but all three together.
70937.
აველუმი | თავი XI
გვწველის ძროხასავით? გვწველის.
Does he milk us like a cow? He does.
70938.
აველუმი | თავი XI
მე მაგალითად, ვგრძნობ კიდეც... და ყველაფერზე ვღელავ, დედა, განუწყვეტლივ ვღელავ.
I, for one, feel that… And I worry about everything, mum, I never stop worrying.
70939.
აველუმი | თავი XI
რას იზამ შვილო. ეცადე მშვიდად იღელვო...
What can you do, son. Try to worry quietly…
70940.
აველუმი | თავი XI
აველუმს კი ეგონა, ამოდენა ჯარი მხოლოდ მის გამოსავლენად და დასაფრთხობად შემოეყვანათ ქალაქში.
But Avelum thought that all these troops had been brought into the city solely to lure him out and cow him.