მოიძებნა 668048 ჩანაწერი
71921.
აველუმი | თავი IX
განა სიცოცხლეზე ძვირფასი და გასაფრთხილებელი სხვა არაფერი გააჩნია თავად შვილს?
Doesn’t a child have anything more precious and more in need of guarding than his or her life?
71922.
აველუმი | თავი IX
ჩვენ, ჩვენი ჭკუით, შვილის გადარჩენას ვცდილობთ, მაგრამ სინამდვილეში ვაკნინებთ, ვამცირებთ, მის უმაქნისობას ვუსვამთ ამით ხაზს - ვითომ, ის კი არა, ჩვენ ვართ მთავარი, რამდენადაც ჩვენ შევქმენით ის, ჩვენ გვეკუთვნის და ისე მოვექცევით, როგორც მოგვეპრიანება.
We use our wits to see that our children survive, but in fact we humiliate and demean them, we emphasize their fecklessness by doing so, as if we’re saying that we are more important because we created them: they belong to us and we’ll treat them as we think fit.
71923.
აველუმი | თავი IX
მაგრამ როგორც არ უნდა შევნიღბოთ ჩვენი კეთილშობილური მიზანი და საქციელი, მაინც ყველა შვილი ხვდება, ნებისმიერ მათ მისწრაფებას თუ შეხედულებას, რაც პირად დამსახურებად მიაჩნიათ, მათივე სიცოცხლე გვირჩევნია, რაც სრულებითაც არ არის მათი დამსახურება.
But however much we disguise our well-meaning aims and behaviour, any child still realises that we rate their life (which they can’t take credit for) higher than any aspirations or views they deem to be to their personal credit.
71924.
აველუმი | თავი IX
მოკლედ, იმას ვუფრთხილდებით, რაც თვითონ შევქმენით.
In other words, we guard what we ourselves created.
71925.
აველუმი | თავი IX
ის კი გვავიწყდება, ანდა ნაკლებად გვაღელვებს, თუ რა დღეში ვარდება ამის გამო ჩვენი შექმნილი.
We forget this; we don’t care very much about any trouble our offspring gets into as a result.
71926.
აველუმი | თავი IX
ჭეშმარიტი სიყვარული ტანჯვაა, განუწყვეტელი მსხვერპლშეწირვაა და ეს განუწყვეტელი მსხვერპლშეწირვა და ტანჯვა არაფრით არ ნაზღაურდება.
True love is torment, an endless series of sacrifices, and these endless sacrifices and torments earn no rewards.
71927.
აველუმი | თავი IX
უფრო სწორად, ყველაზე დიდი საზღაური ის არის, ამგვარი ტანჯვის განცდისა და ამგვარი მსხვერპლის გაღების უფლება რომ მოგეცა.
Their main reward is that we’re given the right to suffer such torment and make such sacrifices.
71928.
აველუმი | თავი IX
განა ცოტაა? ცოტა როგორაა, პირიქით, ძალიან ბევრია, მაგრამ ადამიანს, ამ შემთხვევაში, ცოტა უნდა - ცოტა იყოს და უმტკივნეულო, ასატანი, მოსარევი, მისი სიპატარავისა და ხანმოკლე სიცოცხლისთვის უფრო შესაფერი.
Isn’t that enough? Quite the opposite, it’s a great deal, but here a man needs very little — let it be not much, let it be painless, bearable, something he can cope with, more in keeping with his smallness and his short life.
71929.
აველუმი | თავი IX
ჭეშმარიტი სიყვარული რჩეულთა და განწირულთა ხვედრია.
True love is the lot of the elect and the doomed.
71930.
აველუმი | თავი IX
ბუნებისგან ყველანი ერთნაირად არიან განწირულნი, ოღონდ ყველამ ერთნაირად არ იცის, რომ განწირულია.
We’re all equally doomed by nature, but we’re not equally aware of our doom.
71931.
აველუმი | თავი IX
„მართალია, რასაც ხალხი ლაპარაკობსო“ - იკითხა უცებ მელანიამ, მაგრამ აველუმმა მოუყრუა, ჯერ ისევ ტკბებოდა მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი სიმშვიდით.
"Is it true what people are saying?" Melania asked suddenly, but Avelum was still relishing the unexpected, unforeseen peace and quiet, and turned a deaf ear.
71932.
აველუმი | თავი IX
„რას ლაპარაკობს მაინც ხალხი ამისთანასო“ - დაინტერესდა ეკაეკატერინეკატო.
"What is it people are saying?" asked Little Katie.
71933.
აველუმი | თავი IX
დღევანდელით თუ ვიმსჯელებთ, ხალხი ძირითადად ლაპარაკობს რელიგიაზე, პოლიტიკაზე (რაც არ ესმის, მაგრამ ძალიან აინტერესებს), თურქეთის ვიზაზე, ვიდეოზე, საჭმელზე (რაც არა აქვს, მაგრამ ძალიან უნდა რომ ჰქონდეს) და, რასაკვირველია, გმოზე და გამოზე, რისიც ბოლომდე არ სჯერა, მაგრამ რაკი ვიღაცისთვის (ბედნიერასთვის) ოპერაცია გაუკეთებიათ იქ, რაკი შესაძლებელი ყოფილა საერთოდ ასეთი რამ, ახლა, სჭირდება-არ სჭირდება, თვითონაც ყველა ღონეს იხმარს, მაინცდამაინც, იქ გაიკეთოს ოპერაცია.
To judge by today, people basically talk about religion, politics (which they don’t understand but find very interesting), Turkish visas, videos, food (which they don’t have, but badly want) and, of course, about some gam or other, which they don’t fully believe in, but as some lucky beggar has had the operation abroad, and it’s now possible to have it, whether you need to or not, everyone makes an effort to have the operation abroad.
71934.
აველუმი | თავი IX
იმასაც ამბობენ, გერმანიაში სამკურნალოდ გასაგზავნი ხალხის შერჩევა ნაცნობ-მეგობრობით ხდებაო - თქვა მელანიამ.
"They say that people are chosen for treatment in Germany according to whom they know", said Melania.
71935.
აველუმი | თავი IX
მართალია?! - ლამის უყვირა ეკაეკატერინეკატომ მამას.
"Really?!" Little Katie asked her father, almost shouting.
71936.
აველუმი | თავი IX
მე არავინ შემირჩევია - ნაძალადევად გაიღიმა აველუმმა, ზუსტად ჯანმრთელობის სამინისტროს წარმომადგენელივით.
"I’ve never chosen anyone", said Avelum, forcing a smile, as if he were a spokesman for the Ministry of Health.
71937.
აველუმი | თავი IX
კი მაგრამ, ვისაც მართლა სჭირდება მკურნალობა, იმან რა უნდა ქნას?!
"That’s all very well, but if someone really needs treatment, what are they to do?"
71938.
აველუმი | თავი IX
უფრო თავისთვის თქვა, ვიდრე იკითხა ეკაეკატერინეკატომ, თითქოს წეღანდელი თავშეუკავებლობის გამოსასყიდად.
Little Katie said to herself, rather than asked, as if to redeem her recent loss of self-control.
71939.
აველუმი | თავი IX
აკი გითხარი, მე არავინ შემირჩევია მეთქი - გაღიზიანდა აველუმი - ეს იმათი საქმეა... ხელისუფლების.
"I’ve just told you I’ve never chosen anyone", said Avelum irritably. "It’s their business, the authorities'".
71940.
აველუმი | თავი IX
აბა, მე თუ მკითხავთ, არავის აწყენს გერმანიაში მკურნალობა. თანაც უფასოდ.
"Yes, but if you ask me, being treated in Germany can’t do anyone harm. Especially free of charge!