მოიძებნა 668048 ჩანაწერი
71981.
აველუმი | თავი IX
მართალი ხარ.
You’re right.
71982.
აველუმი | თავი IX
ჩემი მოგონილია.
I made it up.
71983.
აველუმი | თავი IX
სად გაიგონებდი?! - ისევ იცინის ეკაეკატერინეკატო და აგრძელებს.
"How could you have heard it?" Little Katie laughs again and goes on.
71984.
აველუმი | თავი IX
ახლა სულით ცვედანების დროა და მამაჩემიც, თუ არ ეწყინება, იმიტომ გამოირჩევა თეთრი ვირივით.
Now the eunuchs time has come: that’s why my father, don’t take offence, sticks out like a sore thumb.
71985.
აველუმი | თავი IX
მაგრამ ისიც მარტო თავისი სულის გადასარჩენად ზრუნავს.
But he’s only concerned with saving his soul.
71986.
აველუმი | თავი IX
ეს კი ცუდია.
That’s what’s bad.
71987.
აველუმი | თავი IX
ცუდი კი არ არის, კარგია, მაგრამ დღეს დანაშაულიცაა.
No, it’s good, not bad, but today it’s a crime.
71988.
აველუმი | თავი IX
რაც უფრო ღირსეული იქნება ჩვენს შორის ვინმე, მით უფრო უღირსნი გამოვჩნდებით დანარჩენები, შეიძლება, მისი მიზეზითაც მოვლენილნი ამ ქვეყანაზე.
The higher someone stands, the lower the rest of us seem to be, and we’ve been put on earth thanks to him.
71989.
აველუმი | თავი IX
ხუმრობა იქით იყოს და, ერთხელ თუ გიკითხავს თუნდაც ჩემთვის, რაზე ფიქრობ, რა გაწუხებს, რა გიხარიაო - ახლა უკვე კონკრეტულად ეკითხება აველუმს.
"I don’t mean to joke, but have you ever asked me, for example, just once what I think, what bothers me, what makes me happy?" she questioned Avelum, this time specifically.
71990.
აველუმი | თავი IX
აველუმი შემცბარია.
Avelum is taken aback.
71991.
აველუმი | თავი IX
არასოდეს უკითხავს, მაგრამ იცოდა, უფრო სწორად, შეუმოწმებლადაც ღრმად იყო დარწმუნებული, ვიციო.
He’d never asked, but he knew, or rather he was quite sure, without proof, that he knew.
71992.
აველუმი | თავი IX
კაცმა რომ თქვას, შემოწმებისთვის დრო არც რჩებოდა - უცებ გაიპარა თვალსა და ხელს შუა.
Frankly, he no longer had time to confirm this: it had slipped between cup and lip.
71993.
აველუმი | თავი IX
იმასაც ყოველთვის ეგონა, უთქმელადაც მესმის შვილისო.
He’d always felt that he understood his daughter without words.
71994.
აველუმი | თავი IX
სინამდვილეში კი, თურმე, უყურადღებობაზე ბევრად დიდ ბოროტებას სჩადიოდა, ძალადობის აქტის ტოლფასს.
In reality, he seemed to have done something far worse than neglect: it was something on the same level as an act of violence.
71995.
აველუმი | თავი IX
რაკი თუნდაც მხოლოდ საკუთარ წარმოდგენებში აიძულებდა შვილს ისეთი ყოფილიყო, როგორიც ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნებოდა, იმ უბრალო მიზეზის გამო, არასოდეს რომ არ უკითხავთ მისთვის, რაზე ფიქრობ, რა გაწუხებს და რა გიხარიაო.
He had forced his daughter, if only in his own imagination, to be what she would never have been otherwise, simply because he’d never asked her what she thought, what bothered her and what made her happy.
71996.
აველუმი | თავი IX
განა არ შეიძლება ახალგაზრდა კეთილი იყოს? - მაინც ამბობს აველუმი თავის მთავარ სათქმელს, მაგრამ უფრო საკუთარი ფიქრების დასაფრთხობად, ვიდრე შვილის დასამოძღვრად.
"Can’t a young person be kind?" Avelum said what he had to say, but more to dispel his own thoughts than to instruct his daughter.
71997.
აველუმი | თავი IX
ეგ ხომ ვიცით.
We know all that.
71998.
აველუმი | თავი IX
რამდენჯერ შეიძლება, ბოლოს და ბოლოს, ერთი და იგივეს მოსმენა - თავი დაარატრატა ეკაეკატერინეკატომ.
How often can anyone listen to the same thing over and over again?" Little Katie said, shaking her head.
71999.
აველუმი | თავი IX
უსასრულოდ. ვიდრე არ ჩაწვდები - უპასუხა აველუმმა მღელვარე სიმშვიდით.
"Non-stop. Until you get my gist", replied Avelum, disturbingly calm.
72000.
აველუმი | თავი IX
არ ჩავწვდები და ნუ ჩავწვდები.
"I shan’t get your gist, I shan’t.