მოიძებნა 668048 ჩანაწერი
72001.
აველუმი | თავი IX
ჩემი დარდიც ეგ იყოს - გაიცინა ეკაეკატერინეკატომ.
"That’s my loss", Little Katie laughed.
72002.
აველუმი | თავი IX
ეკა! - დაუყვირა მელანიამ.
"Katie!" Melania shouted at her.
72003.
აველუმი | თავი IX
რა მოხდა? ეს თუ შენი ქმარია, ჩემი მამიკოა.
"What’s wrong. If he’s your husband, he’s my dad".
72004.
აველუმი | თავი IX
ხომ ხარ ჩემი მამიკო? - ერთი წამით ამოხედა აველუმს ეკაეკატერინეკატომ და სწრაფად გააგრძელა.
"You are my dad, aren’t you?" Little Katie gave Avelum a fleeting glance and hurriedly went on.
72005.
აველუმი | თავი IX
სულ მინდოდა ამის თქმა და, აი, მაინც ვთქვი.
"I’ve been wanting to say this and now I’ve said it".
72006.
აველუმი | თავი IX
სულ მაინტერესებდა, შენ თუ იცოდი, ჩემი მამიკო რომ იყავი.
I’ve always wondered if you knew that you were my dad.
72007.
აველუმი | თავი IX
შემდეგ ჩამოსვლაზე კი აუცილებლად ვეტყვი მეთქი, ვიმუქრებოდი გუნებაში, მაგრამ ისეთი დაქანცული, ისეთი დაბნეული, ისეთი დარცხვენილი ბრუნდებოდი იქიდან ყოველთვის...
I said I’d certainly tell you after you came to visit us, I planned to threaten you, but you always came back from there so exhausted, so confused, so ashamed…
72008.
აველუმი | თავი IX
ეკა! - ისევ დაუყვირა მელანიამ.
"Katie!" Melania shouted at her again.
72009.
აველუმი | თავი IX
თქვას, თქვას - უხეშად გააჩუმა აველუმმა.
"Let her say it, let her", Avelum silenced his wife roughly.
72010.
აველუმი | თავი IX
რატომღაც გააღიზიანა ცოლის გამოქომაგებამ.
Somehow his wife’s intercession irritated him.
72011.
აველუმი | თავი IX
ელექტრას თამაშობ და კლიტემნესტრა გამოდიხარ - უთხრა შვილს ნაძალადევად მომღიმარმა.
"You’re trying to play Electra, but you sound like Clytemnestra", he told his daughter with a forced smile.
72012.
აველუმი | თავი IX
არც თქვენ მყავხართ ტროას დამაქცევარი გმირები - ტუჩი აიბზუა ეკაეკატერინეკატომ.
"I don’t think that you two sound like the heroes who destroyed Troy, either", Little Katie grimaced.
72013.
აველუმი | თავი IX
გულზე გადაჯვარედინებული ხელები კი ისევ უკანკალებდა.
She had folded her arms, and they were shaking.
72014.
აველუმი | თავი IX
რაღაცნაირად უმწეო იყო, დაუცველი და, იმავე დროს, საშიშიც, სახიფათოც, ნებისმიერ წამს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიმღებიცა და აღმსრულებელიც.
She was in a way vulnerable, defenceless and, at the same time, ready to take on and deal with any fear, danger or decision at any moment.
72015.
აველუმი | თავი IX
ფიქრიანად, სევდიანად, სინანულით ლაპარაკობდა, სნეული დედაბერივით, და თვალგაშტერებული უყურებდა კარადის ქვეშ შეგორებულ ტენისის ბურთს, რომელსაც უკვე დიდი ხნის დაკარგულად თვლიდა, მაგრამ ახლა არც უხაროდა და არც უკვირდა მისი მოულოდნელი აღმოჩენა.
She spoke thoughtfully, sadly, regretfully, like a sick old woman, and she was staring fixedly at a tennis ball which had rolled under a cupboard and which she had long thought was lost, but was now neither pleased nor surprised suddenly to find again.
72016.
აველუმი | თავი IX
რაც შვილი გააჩინა, კორტებისკენ აღარც გაუხედავს.
Since she’d had a baby, she’d not even looked at a tennis court.
72017.
აველუმი | თავი IX
მაგრამ ტენისის თამაშს ალბათ ისედაც დაანებებდა თავს, რადგან უკვე ყელში ჰქონდა ამოსული გაუთავებელი კამათი დედამისთან ამის თაობაზე.
But the real reason she gave up tennis was probably because she was fed up to the teeth after endlessly arguing with her mother on the subject.
72018.
აველუმი | თავი IX
მელანია ღრმად იყო დარწმუნებული, კარგს არაფერს ისწავლიდა ტენისით ბავშვი, მით უფრო კი - გოგო.
Melania was utterly sure that tennis wouldn’t teach a child, especially a girl, anything useful.
72019.
აველუმი | თავი IX
სხვათაშორის, ამ აზრისა იყო თვითონაც, განსაკუთრებით იქაური "გულშემატკივრების" უაზრო გამოხედვა და ოფლიანი ღიმილი უბნევდა თავგზას.
Actually, she shared this opinion: the idiotic audience of local tennis fans with their sweaty smiles flummoxed her.
72020.
აველუმი | თავი IX
მაინც ეწინააღმდეგებოდა, მაინც ებრძოდა დედას, ერთხელ კიდევ რომ გადაეკიდა მხარზე ადიდასის სპორტული ჩანთა, საიდანაც გამომწვევად გამოეყო ჩოგანს მისი ხელისგულებით გადაპრიალებული ტარი.
She persisted in opposing and fighting her mother in order once again to sling over her shoulder her Adidas sports bag, from which her racket handle, polished by her palm, stuck out defiantly.