მოიძებნა 668048 ჩანაწერი
72041.
აველუმი | თავი IX
თუმცა იმ წუთას მართლაც სჯეროდა, შვილს რომ ეჯავრებოდა, მას რომ აბრალებდა შვილი არა მარტო დედის, არამედ საკუთარ უბედურებასაც, თუ საერთო-საკაცობრიო უბედურებასაც არა.
But at that moment he did believe his daughter hated him, that she blamed not just her mother’s unhappiness, but her own, if not all mankind’s, on him.
72042.
აველუმი | თავი IX
რასაკვირველია, ძალიან არასასიამოვნოა ამის შეგრძნება, მაგრამ იმავე დროს, არა მარტო ეთანხმებოდა შვილს, არამედ მადლიერიც იყო მისი, თუნდაც ასეთი გრძნობა რომ ჰქონდა მის მიმართ.
Of course, it was a very nasty realisation, yet he not only agreed with his daughter but was grateful that she had feelings, even these ones, for him.
72043.
აველუმი | თავი IX
ესე იგი, რაღაცად მაინც აგდებდა და, რაც მთავარია, მის სიძულვილსაც და მის ბრალდებებსაც, როგორც არ უნდა შეენიღბა მოგონილი უგრძნობელობითა და გულგრილობით, ისევ და ისევ, ყველაფრის გადამწონავი სიყვარული ედო საფუძვლად.
So she had some respect for him: under her hatred and accusations, however much masked as feigned callousness and indifference, there lay overwhelming love.
72044.
აველუმი | თავი IX
არასოდეს არ ყოფილხარ ჩემი, თუმცა ყოველთვის მარტო ჩემი მეგონე, - თქვა უცებ ეკაეკატერინეკატომ - მაგრამ, საბედნიეროდ, შენი გაყოფაც შესაძლებელი ყოფილა, როგორც ზარის ხმისა მსმენელთა შორის.
"You’ve never been mine, although I always thought you were just mine", Little Katie suddenly said.
72045.
აველუმი | თავი IX
მაგრამ, საბედნიეროდ, შენი გაყოფაც შესაძლებელი ყოფილა, როგორც ზარის ხმისა მსმენელთა შორის.
"But, luckily, it seems you can be shared, like the sound of bells for people listening".
72046.
აველუმი | თავი IX
მოკლედ, აპრილის შემდეგ, სონიას ვნებებმა კი არა, საერთოდ ცხოვრებამ დაკარგა აზრი.
In short, after 9 April, it was not just Sonia’s passions but life in general that lost all sense.
72047.
აველუმი | თავი IX
დამფრთხალი, ჩაბნელებულ ბინებში შეყუჟული ხალხი ქუჩას იყო მიყურადებული - როდის ჩაიქროლებდა ბეტეერი, როდის აკაკანდებოდა ავტომატი.
Frightened people huddled in darkened flats, watching the street, waiting for armoured personnel carriers to roll in, for a machine-gun to start rattling.
72048.
აველუმი | თავი IX
ჭორები კი მაინც ჩნდებოდნენ, მაინც მრავლდებოდნენ ვირთხებივით და მაინც დაუბრკოლებლად დაცუხცუხებდნენ გამოცარიელებული ქალაქის ჩამკვდარ ქუჩებში.
Rumours appeared, then multiplied like rats, and scuttled unhindered down the deadened streets of the deserted city.
72049.
აველუმი | თავი IX
მათ ამარა დარჩენილი ხალხიც ხან ხელოვნურ მიწისძვრას ელოდებოდა, ხან გამოუცნობი მფრინავი ობიექტის გამოჩენას, ხან კი ფანჯრებიდან გაზის შემოსხურებას, ვერტმფრენების მეშვეობით, რომლებიც გოლიათი კრაზანებივით მართლაც განუწყვეტლივ დაბზუოდნენ თავზე ქალაქს. ქალაქს კი არა, რკინა-ბეტონის ლეშს.
People, left to their devices, either expect a man-made earthquake or the appearance of a UFO, or for gas to be sprayed through the windows from helicopters that really are buzzing endlessly like gigantic wasps over the city, which is more a corpse of iron and concrete than a city.
72050.
აველუმი | თავი IX
ხან თითქოს ქალთა ლაშქარი უნდა გამოსულიყო ქუჩებში დედიშობილა (ალბათ ოკუპანტების დასაფრთხობად და საკუთარი კაცების დასაკნინებლად), ხან კი არასრულწლოვანი ბავშვების ბატალიონი დგებოდა თითქოს ქალაქის რომელიღაც გარეუბანში.
Sometimes you wouldn’t be surprised if an army of women came out onto the streets, stark-naked (probably so as to ward off the occupiers and shame their own menfolk), or a battalion of young children took up positions in one of the city’s outer suburbs.
72051.
აველუმი | თავი IX
ლიმონათის ცარიელი ბოთლებით აღჭურვილნი, მოულოდნელად უნდა დასხმოდნენ თავს აპრილის ჭირვეული მზის ქვეშ ნიანგებივით გალურსულ ტანკებს.
Armed with empty lemonade bottles, they would mount a surprise attack on the tanks that wait with bated breath like crocodiles under April’s troubled sun.
72052.
აველუმი | თავი IX
ეკაეკატერინეკატოც ისევ ოთახის კუთხეში იჯდა, იატაკზე, არავის არ იკარებდა და თვალგაშტერებული შესცქეროდა კარადის ქვეშ შეგორებულ ტენისის ბურთს.
Little Katie went on sitting on the floor in a corner of the room, not letting anyone come close, staring fixedly at the tennis ball that had rolled under the cupboard.
72053.
აველუმი | თავი IX
მელანიას კი ერთ ხელში მისი აჩხავლებული ბავშვი ეჭირა, მეორეში საწოვრიანი რძის ბოთლი და, ავად თუ კარგად, მაინც ოჯახური ატმოსფეროს შექმნას ცდილობდა.
Meanwhile, Melania held Katie’s howling baby in one arm, and a milk bottle in the other, trying, against the odds, to create a family atmosphere.
72054.
აველუმი | თავი IX
ყველაზე უკეთ ალბათ ისევ იმან იცოდა, პირველ რიგში, მის ოჯახს რომ შეეხებოდა (უკვე ეხებოდა) ეს გარდუვალი და საბედისწერო რღვევა ზეზეულად ჩამომპალი იმპერიისა.
She knew better than anyone that this immutable and fateful collapse of a superficially rotten empire would affect (was already affecting) her family first.
72055.
აველუმი | თავი IX
რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ერთის სიმტკიცე განაპირობებდა მეორის სიმტკიცესაც, ერთის სიცოცხლისუნარიანობა მეორესაც სასიცოცხლოდ აღაგზნებდა მხოლოდ და ერთის სიკვდილი მეორის სიკვდილსაც გულისხმობდა თავისთავად, ოღონდ იმიტომ კი არა, ერთმანეთზე რომ ამოსდიოდათ მზე და მთვარე, განუწყვეტლივ ნერწყვს რომ უღებდნენ ერთმანეთს პირიდან, გაძლება რომ არ შეეძლოთ უერთმანეთოდ, არამედ იმიტომ, უერთმანეთოდ, უბრალოდ, აზრიც რომ აღარ ექნებოდა მათ არსებობას, რაკი ორივეს მიზანიცა და მისწრაფებაც მეორის მოსპობა იყო სწორედ.
However monstrous it may seem to you, the strength of the former determined the strength of the latter, the viability of the former kept the latter alive, and just the death of the former would imply the death of the latter, not because the same sun and moon rose and fell over both, or they were constantly taking the saliva from each other’s mouth, or they couldn’t bear to live without each other, but because there simply was no sense going on existing without each other, since the purpose and aspiration of both empires happened to be mutual destruction.
72056.
აველუმი | თავი IX
არადა, მელანიასთვის, როგორც ყველა ჭეშმარიტი ქალისთვის, საკუთარი ოჯახიდან იწყებოდა სამყარო.
Indeed, for Melania, like any true woman, the universe began with her family.
72057.
აველუმი | თავი IX
იმდენად ჰქონდა მისთვის საერთოდ დანარჩენ სამყაროს მნიშვნელობა, რამდენადაც მისი ოჯახიც ამ სამყაროს გარკვეულ ნაწილს წარმოადგენდა.
The rest of the universe had meaning for her only inasmuch as her family played a part in that universe.
72058.
აველუმი | თავი IX
ამდენად, მისი ოჯახის სიმყარე, თავისებურად, სამყაროს სიმყარესაც ანსახიერებდა.
Thus her family’s solidity represented, in a peculiar way, the universe’s solidity.
72059.
აველუმი | თავი IX
მისი ღრმა რწმენით, თუ მის ოჯახურ სიმყარეს ბზარი გაუჩნდებოდა, სამყაროსაც იგივე დაემართებოდა.
As she firmly believed, if cracks appeared in her family’s solidity, the same would happen to the universe.
72060.
აველუმი | თავი IX
შეიძლება მხოლოდ ამ რწმენის ბრალი იყო მისი ბიბლიური მოთმინება, მისი ცხოველური სიჯიუტე (რაც, უპირველეს ყოვლისა, არა მარტო ავალდებულებდა, ძალასა და ხალისსაც მატებდა, რათა თუნდაც მხოლოდ საკუთარი ნერწყვითა და სხვებისაგან დამალული ცრემლით უსასრულოდ, ყოველდღიურად ელესა და ამოევსო ნებისმიერი ბზარი, ჭუჭრუტანა თუ ღრიჭო, საეჭვო და სახიფათო მისი ოჯახის ფუძეჭერისთვის, გინდაც შორეულ მომავალში, გინდაც დაუზუსტებელი, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ვარაუდით), არავის და არაფერს რომ არ ეპუებოდა აქამდე.
Perhaps the only reason for this faith was her biblical patience, her animal stubbornness (which, primarily, not only obliged her, but gave her extra strength and resolve to use constantly, every day, just her own saliva and the tears she hid from others to plaster over and fill any crack, hole or crevice that might be suspect or dangerous for the family hearth, whether in the distant future, or arousing an utterly baseless suspicion): she hadn’t given a damn about anyone or anything before.