მოიძებნა 668048 ჩანაწერი
72021.
აველუმი | თავი IX
მაგრამ ტენისის სიყვარულით კი არ იქცეოდა ასე, არამედ ძნელად ასახსნელი და ასევე ძნელად მოსარევი სურვილის კარნახით, რაც, უპირველეს ყოვლისა, დედის გადარწმუნებას, დედისთვის სიტყვის მოგებას ავალდებულებდა.
But it wasn’t love of tennis that made her act like this. She was obliged by the dictates of a feeling as hard to explain as to overcome, above all, to change her mother’s mind, to have the last word.
72022.
აველუმი | თავი IX
ტენისზე სიარულიც ერთგვარი, შეიძლება, ბოლომდე გაუაზრებელი გამოხატულება იყო თავისუფლებისკენ სწრაფვისა, უფრო ზუსტად კი, თავისუფალი სამყაროსთვის დამახასიათებელი და, თავისთავად ცხადია, მისთვის არაბუნებრივი ჩვევებისა და მიდრეკილებების ძალით შეთვისების თუ ბრმად განმეორების საკმაოდ მტკივნეული მოთხოვნილება.
Going to play tennis was perhaps an irrational way to enact her urge to be free: moreover, it was, clearly, a fairly painful need, typical of the free world, to force on herself or blindly follow habits and tendencies not natural to her.
72023.
აველუმი | თავი IX
ახლა კი უაზროდ შესცქეროდა კარადის ქვეშ შეგორებულ ბურთს, თითქოს არაფერი აკავშირებდა მასთან, თითქოს არც იცოდა, რა იყო, რისთვის იყო საჭირო ეს ყვითელი, ბუსუსიანი ბურთულა, ცხენის გაქვავებულ ჩონჩორიკსაც რომ ჰგავდა და გაფუყულ, საკუთარი ფრთის ქვეშ ჩაძინებულ წიწილასაც.
But now she stared blankly at the ball under the cupboard, as if it had nothing to with her, as if she didn’t know what it was, what this yellow, fuzzy round thing was for: it looked like a dried lump of horse manure or a fluffy chick asleep with its head under its wing.
72024.
აველუმი | თავი IX
ეკაეკატერინეკატომ ფეხები ფარგალივით გაშალა, ფეხებსშორის ჩაფენილ კაბას ხელი ფრთხილად გადაუსვა, თითქოს გაასწორა, და თქვა: არადა, იყო დრო, ტენისსაც ვთამაშობდიო.
Little Katie spread her legs like a compass, carefully passed a hand over her dress, pulled it over her feet as if adjusting it, and said, "Actually, there was a time I used to play tennis".
72025.
აველუმი | თავი IX
კარგი, გვეყოფა, დავწყნარდეთ.
Fine, let’s stop this and calm down.
72026.
აველუმი | თავი IX
არ შეიძლება შენთვის ამდენი ლაპარაკი - გააჩუმა მელანიამ.
"All this talk is too much for you", Melania silenced her.
72027.
აველუმი | თავი IX
მაგრამ ეკაეკატერინეკატომ მაინც გააგრძელა, მაინც თქვა, რისი თქმაც უნდოდა: ვთამაშობდი, ვიდრე ძალით არ მომაშორეთ იქაურობასო.
But Little Katie would not stop and said what she wanted to: "I used to play before I was forcibly taken away from there".
72028.
აველუმი | თავი IX
ითამაშე, ვინ გიშლის? - მხრები აიჩეჩა მელანიამ.
"Play, who’s stopping you?" Melania shrugged.
72029.
აველუმი | თავი IX
არაფერი აღარ მინდა - თქვა ეკაეკატერინეკატომ, თან ფეხებს შორის გაჭიმულ კაბას აუთოვებდა ხელისგულებით.
"I don’t want to do anything any more", said Little Katie, smoothing with her palm the dress that was tautly spread over her legs.
72030.
აველუმი | თავი IX
ნუ სულელობ - შეწუხდა უცებ მელანია. იმასაც გადაედო შვილის უმიზეზო, უმიზნო სევდაწუხილი.
"Don’t be so silly", Melania said, suddenly anxious, infected by her daughter’s irrational, pointless melancholy.
72031.
აველუმი | თავი IX
მარტო შენ ხომ არა ხარ, ბოლოს და ბოლოს, მთელი თბილისი ამ დღეშია.
You’re not alone, after all, the whole of Tbilisi is in the same state.
72032.
აველუმი | თავი IX
შენ შვილი მაინც გყავს - მოაყოლა მოულოდნელად, თითქოს როგორც იქნა მიაგნო ერთადერთ გამოსავალსო.
"You do have a baby", she suddenly added, as if she’d just hit on the only solution.
72033.
აველუმი | თავი IX
მე ხომ სამუდამოდ ვარ ავად, დედა - წარბები აწკიპა ვითომ გაკვირვებულმა ეკაეკატერინეკატომ.
"But I’m chronically ill, mother", Little Katie raised her eyebrows as if in amazement.
72034.
აველუმი | თავი IX
შვილი კი მამაჩემისაა - გააგრძელა ყასიდად დასერიოზულებულმა - იმას გავუჩინე.
"The baby belongs to my father", she continued with deliberate seriousness, "I had it for him".
72035.
აველუმი | თავი IX
არც კი ვიცი, ვისგან, ბაბუა რომ გამხდარიყო.
I don’t even know who by, to make him a grandfather".
72036.
აველუმი | თავი IX
ესე იგი, შენთანაც ყოფილიყო ხანდახან, შინ...
So he’d be with you from time to time, at home…
72037.
აველუმი | თავი IX
შენ რატომ არ გაუწყრები? გსიამოვნებს ქათინაურების მოსმენა? - მიუბრუნდა მელანია აველუმს.
"Why don’t you get angry with her? Do you enjoy listening to the compliments?" Melania turned to Avelum.
72038.
აველუმი | თავი IX
აშკარად აღელვებული იყო შვილთან საუბრით და ვერც მალავდა თავის მღელვარებას.
She was clearly distraught at this conversation with her daughter and couldn’t hide it.
72039.
აველუმი | თავი IX
პირიქით, სხვებისთვისაც უნდოდა გადაედო როგორმე, თითქოს რაც უფრო მეტნი იღელვებდნენ ერთი და იმავე მიზეზით, უფრო იოლად გაართმევდნენ თავს დანაწილებულ მღელვარებას.
Yet she wanted others to take on this distress, as if the more who were upset, the easier it would be to cope with shared distress.
72040.
აველუმი | თავი IX
შენს გამო ვეჯავრები მაგასაც, ქალბატონო მელანია, ესეც შენი დამსახურებაა - თქვა აველუმმა, რაც შეიძლება მშვიდად, ვითომ ხუმრობითაც.
"She hates me because of you, Melania dear, it’s all your doing", said Avelum as calmly as he could, as if joking.