მოიძებნა 668048 ჩანაწერი
72321.
აველუმი | თავი VIII
კიდევ მქონდეს შენთან შეხვედრის იმედი?
Do I have any hope of meeting you again?
72322.
აველუმი | თავი VIII
ეს ყოფილა ჩემი ბედი.
This must be my fate.
72323.
აველუმი | თავი VIII
მაგრამ იქნებ მართლა მითხრა, შენი აზრით, როდის შევხვდებით?
But perhaps you’ll tell me honestly when you think we’ll meet?
72324.
აველუმი | თავი VIII
ახლავე მოგახსენებთ, წელიწადნახევარში, არა, წელიწადსა და შვიდ თვეში, ცხრამეტი თვის შემდეგ.
Now we’ll tell you, in eighteen months’ time, no, in nineteen months.
72325.
აველუმი | თავი VIII
იქამდე სონია, ერთ-ერთი დობილის დღეობაზე პირველად გაიცნობს ბიჭს, რომელსაც „ერთის ნახვით“ შეუყვარდება.
Before then Sonia is off to a friend’s birthday party and will meet for the first time a lad whom she’ll fall in love with "at first sight".
72326.
აველუმი | თავი VIII
ერთხელ კიდევ სცდის საცდელს, ანუ, ერთხელ კიდევ მოსინჯავს, რამდენად გამკვრივებულა ნიადაგი სონიას გულისკენ მიმავალ გზაზე.
He tries his luck again, or yet again tests the firmness of the ground leading to Sonia’s heart.
72327.
აველუმი | თავი VIII
მოკლედ, ნადღეობარნი, თითო ჭიქა შამპანურგადაკრულნი, დასხდებიან და, როგორც ჭკუადამჯდარ ხალხს ეკადრება განსჯიან, გაარკვევენ, რამდენად მიზანშეწონილია და, რაც მთავარია, რამდენად ხელსაყრელი იქნება ორივე მხარისთვის ერთ ბანაკად გაერთიანება, დარაზმვა ერთი ლოზუნგის ქვეშ.
So the partygoers, each downing a glass of champagne, sit down and, as sensible people should they discuss things and see how convenient and, above all, how easy it would be for the two sides to join camps, to rally to the same slogan.
72328.
აველუმი | თავი VIII
ნუ დაგავიწყდებათ, სონიას კუდიანი კომეტის სისწრაფით უახლოვდება ბალზაკისეული ასაკი, ბიჭმა კი თვეზე დიდხანს ვერ გაიჩერა ვერც ერთი ცოლი (სონია მესამე იქნება), ვერც ერთმა ვერ დააფასა მისი სიკეთე, ყველამ სისუსტედ ჩაუთვალა .
Don’t forget that Sonia is reaching the Balzacian age at the speed of a comet, and the lad hasn’t been able to hold onto a wife for longer than a month (Sonia will be his third), they have all failed to appreciate his nice kindness, mistaking it for just weakness.
72329.
აველუმი | თავი VIII
ზაფხულს შემოდგომა მოსდევს, შემოდგომას - ზამთარი.
Autumn comes after summer, winter after autumn.
72330.
აველუმი | თავი VIII
ამდენი იმათაც იციან, ჭრიჭინასგან განსხვავებით, და აქედან გამომდინარე, ითვალისწინებს რა აველუმის შეუვალ სიჯიუტესაც, ანუ, იცის რა, არავითარი არსებითი ცვლილების იმედი არ უნდა ჰქონდეს მისგან, არც ახლო და არც შორეულ მომავალში, სონია ამჯერად თანხმდება შემოთავაზებულ პირობებს.
That much they know, unlike the cricket: consequently Sonia bears in mind how immovably stubborn Avelum is, she knows that she has no hope of any significant change on his part, now or in the distant future, so she immediately agrees the terms she’s offered.
72331.
აველუმი | თავი VIII
პირობებში საბოსტნე ნაკვეთიცაა გათვალისწინებული და საკმაოდ კარგად შენახული მსუბუქი ავტომანქანაც - მაინც უყვარდა შოფრის გვერდით ჯდომა - ყოველმხრივ ნორმალური ბინაც - ოღონდ, სადედამთილოიანად - და მძიმე სამუშაოსგან - ჭურჭლის რეცხვა, იატაკის მოპრიალება, ნაგვის გადაყრა და პროდუქტების მომარაგება - განთავისუფლებაც.
Terms include a vegetable plot and a car in fairly good condition — she always liked riding next to the driver — a decent flat, with her future mother-in-law, and exemption from heavy work — washing up, polishing floors, taking out the rubbish, fetching groceries.
72332.
აველუმი | თავი VIII
როცა ცხოვრების სიავკარგეში გამობრძმედილი სადედამთილო „ერთი წუთით“ მარტო დატოვებს „ბავშვებს“, თვითონ კი მეზობელთან გადავა, „ახალი ნამცხვრის რეცეპტის ჩასაწერად“, სონია წინა კბილებით დაიჭერს ვაშლს , ორივე ხელით წამსვე გადაიძრობს კაბას და ლოგინში შეუგორდება თავის მომავალ მეუღლეს.
When her future mother-in-law, steeled to life’s ups and downs, leaves "the children" on their own "for a minute" and goes to see the neighbours to "copy a recipe for a new pastry", Sonia holds an apple in her front teeth, uses both hands to strip off her dress in an instant and rolls about in the bed with her future spouse.
72333.
აველუმი | თავი VIII
ეგეც შენო - ენას გამოუყოფს გუნებაში აველუმს.
"And nuts to you", she mentally sticks her tongue out at Avelum.
72334.
აველუმი | თავი VIII
მაგრამ ეს ღალატი კი არ იქნება მისგან ათწლიანი, გინდაც რვაწლიანი სიყვარულისა, არამედ სავალდებულო, აუცილებელი პროცედურა გათხოვების წინ.
But this is not a betrayal of a love affair of ten years, but an essential, obligatory premarital procedure.
72335.
აველუმი | თავი VIII
ასევე, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა იცოდეს მომავალი მეუღლის დაფარული შესაძლებლობანი, რომელთა ცოდნაც, რასაკვირველია, თავიდანვე, გათხოვებამდე სჯობს ყოველთვის, მერე იმედგაცრუებასა და კბილთა ღრჭიალს.
She also has to find out her future spouse’s hidden capabilities, something it is always better to know in advance, before marrying him, rather than later enduring disappointment and gnashing of teeth.
72336.
აველუმი | თავი VIII
დედას გეფიცები, მელანიას, კატოს, ფრანსუაზას, შენს თავს... მამაჩემსაც.
I swear by my mother, by Melania, Katie, Françoise, yourself… my father too.
72337.
აველუმი | თავი VIII
მართლა არ მეგონა, შენც თუ გიყვარდიო - აღიარებს გულწრფელად, რადგან არასოდეს ჩაუთვლია თავი მისი სიყვარულის ღირსად.
"I really didn’t think you loved me", she confesses in all sincerity, because she’d never thought herself worthy of his love.
72338.
აველუმი | თავი VIII
და მაინც უსაზღვროდ, დღე და ღამ, ძილშიც და ცხადშიც მადლობელი ვიქნები ღმერთისა, ბედისა, განგებისა, შემთხვევისა, - შენ რომ შეგხვდი, როგორც შენ ამბობ, შენ რომ ჩაგისაფრდი ბიჭვინთის ბართან და თუნდაც დროებით, თუნდაც სულ უმნიშვნელო ადგილი მაინც თუ მეკავა შენს ცხოვრებაშიო.
"And yet I shall be endlessly thankful, day and night, asleep or awake, to God, to fate, to Providence, to chance, that I met you, as you say, that I nabbed you at the bar in Pitsunda and that I had at least a temporary, insignificant part in your life".
72339.
აველუმი | თავი VIII
მოკლედ, სონია ჯერ ჩაატარებს საჭირო, სავალდებულო პროცედურას და მხოლოდ ამის მერე გამოუგზავნის აველუმს წერილს.
In short, first Sonia goes through the necessary obligatory procedure; only then does she send Avelum a letter.
72340.
აველუმი | თავი VIII
ამას უაზრო, უზნეო, სამარცხვინო, ყოვლადგაუმართლებელი სიგიჟე მოჰყვება მხოლოდ, ანუ, წინ და უკან ფრენა გალიაში, ერთი ჩამოსკინტლული ხარიხიდან მეორემდე - განუწყვეტელი, მაგრამ ყოველთვის მოუმზადებელი, სახელდახელო, გულს აყოლილი, ვარაუდზე დაფუძნებული და ამიტომაც წინასწარვე განწირული ექსპედიციები გაუფასურებული, უგულებელყოფილი, ათვალწუნებული, გამოუსადეგარი და ლამის საერთოდ არც არსებული გრძნობის აღმოსაჩენად.
This is followed by pointless, depraved, shameful, quite unjustifiable madness, flying round and round a cage, from one bird-shit covered perch to another, constant expeditions, but never prepared, always on the spur of the moment, based on assumptions and therefore doomed to be a waste of time, meant to revive devalued, spurned, unfit and almost non-existent feelings.