მოიძებნა 668048 ჩანაწერი
72361.
აველუმი | თავი VIII
კიდევ ერთი ახალი ამბავი: სესილმა მოულოდნელად ამოყვინთა არარაობის ზღვიდან.
Another piece of news: Cécile has suddenly turned up out of the blue.
72362.
აველუმი | თავი VIII
სრულებით არ გამოცვლილა.
She hasn’t changed at all.
72363.
აველუმი | თავი VIII
ისევ მღერის ხალხურ სიმღერებს.
She still sings folk songs.
72364.
აველუმი | თავი VIII
პენსიაზეა და უნივერსიტეტში სწავლობს მაინც.
She’s retired but is taking courses at university.
72365.
აველუმი | თავი VIII
მგონი აფრიკაში აპირებს წასვლას.
I think she means to go to Africa.
72366.
აველუმი | თავი VIII
ბარაქალა! ქალი ვარო, იმან უნდა თქვას.
Good luck to her, she can say she’s a real woman.
72367.
აველუმი | თავი VIII
ამით ვამთავრებ ამ წერილს.
That’s the end of this letter.
72368.
აველუმი | თავი VIII
არ დაგავიწყდეს, რომ მიყვარხარ!
Don’t forget I love you.
72369.
აველუმი | თავი VIII
გვიყვარხარ, გკოცნით და ერთხელ კიდევ გისურვებთ ყოველგვარ სიკეთეს.
We love you, kiss you and again we wish you all the best.
72370.
აველუმი | თავი VII
მაინც, ყველაფრის მიუხედავად, ანდა, სწორედ ყველაფრიდან გამომდინარე, ფრანსუაზა მთელი ორი წლით ჩამოვიდა მოსკოვში, საცხოვრებლად და სამუშაოდ, სინამდვილეში კი თავისი ფარული და სასიცოცხლო მნიშვნელობის განზრახვის აღსასრულებლად.
Yet, despite everything, or as a result of everything, Françoise came and spent all of two years in Moscow, to live and work, but really to carry out her plan with its secret and vital purpose.
72371.
აველუმი | თავი VII
დარჩენილი სიცოცხლე ახლა მას, სიყვარულის ნაყოფს დასდგომოდა მსახურად.
She could be the servant of the fruit of love for the rest of her life.
72372.
აველუმი | თავი VII
უკანასკნელად რომ დაბრუნდა მოსკოვიდან, არაფრის თავი აღარ ჰქონდა, ლანდი გასდიოდა, უწამლოდ ვეღარ იძინებდა.
the last time she came back from Moscow, she couldn’t cope with things any more, she was a ghost of her former self, she couldn’t sleep without tablets.
72373.
აველუმი | თავი VII
მთელი ღამე კოშმარები სტანჯავდა, არც მუშაობა უნდოდა, არც სწავლა, არც ნათესავი, არც მეგობარი.
She was tormented by nightmares all night, she didn’t feel like working, studying, or seeing relatives and friends.
72374.
აველუმი | თავი VII
საჰაერო კატასტროფიდან შემთხვევით გადარჩენილ მგზავრს ჰგავდა, რომელსაც ბედად სხეულის არც ერთი ორგანო არ დაზიანებია, მაგრამ მაინც ხანგრძლივი ფსიქოლოგიური მკურნალობა სჭირდება.
She was like a passenger who has miraculously survived a plane crash, has been lucky enough not to have damaged a single organ, but still needs lengthy psychiatric treatment.
72375.
აველუმი | თავი VII
მას სჭირდება სიმშვიდე, ძილი, კარგი კვება და კარგი ჰაერი მისთვის სასიამოვნო გარემოში, რათა ერთხელ და სამუდამოდ განთავისუფლდეს გადარჩენის საფასურად შეძენილი, საზარელი, სულისშემხუთავი ჩვენებებისგან, ხმებისგან, შეგრძნებებისგან და საბოლოოდ, ახლა უკვე ნამდვილად, მთელი არსებით დაბრუნდეს მიწაზე, სადაც მისი ადგილია.
She needs peace, sleep, good food and good air in pleasant surroundings, to be once and for all free of the horrific paralysing visions, sounds and feelings that are the price of survival, needing finally, really, body and soul, to return to earth, where she belongs.
72376.
აველუმი | თავი VII
ფრანსუაზაც ასე მოიქცა.
Françoise acted accordingly.
72377.
აველუმი | თავი VII
მოსკოვიდან დაბრუნებულმა, მაშინვე თავის კუნძულს მიაშურა, და მალე იგრძნო კიდეც სამხრეთული ბუნების ცხოველმყოფელი ძალა.
On her return from Moscow, she rushed straight to her island and soon felt the south’s natural curative power.
72378.
აველუმი | თავი VII
ასე კარგად დიდი ხანია არ ვყოფილვარ.
I haven’t been so well for ages.
72379.
აველუმი | თავი VII
ეგნატე არ ჩანს, თუმცა, ხანდახან მაინც მგონია, თითქოს შორიდან მითვალთვალებს.
There’s no Ignati to be seen, although I do sometimes feel he’s watching me from afar.
72380.
აველუმი | თავი VII
მარტო შენ მაკლიხარ, თორემ სრული განცხრომა იქნებოდა.
You’re the only one I miss, otherwise my bliss would be complete.