მოიძებნა 668048 ჩანაწერი
72401.
აველუმი | თავი VII
თითქოს ვერც გამჩნევენ, მაგრამ კარგად თუ დააკვირდებით, შეგნებულად გარიდებენ ღვარძლიანი ინტერესით აელვარებულ თვალებს, როგორც მტაცებელმა ცხოველებმა იციან.
They seems not to notice you, but if you look at them, they deliberately avert their eyes, which blazes with bestial interest, just as predatory animals do.
72402.
აველუმი | თავი VII
ეტყობა, ამან გადაარჩინა.
This evidently saved him.
72403.
აველუმი | თავი VII
გესლიანი ინტერესი სტიქიური აღტაცებით შეეცვალათ.
Venomous interest changed to elemental enthusiasm.
72404.
აველუმი | თავი VII
ფოლადის ცივი ლაპლაპი ზეთის ნელთბილ ბზინვაში გადაიზარდა და როცა ლიფტი გაჩერდა, უხმოდ დაუთმეს გზა.
Cold steely gleam turned into a lukewarm, oily shine, and when the lift stopped they silently let him out.
72405.
აველუმი | თავი VII
მაგრამ ეს შეაჩერებს აველუმს.
But it will not stop Avelum.
72406.
აველუმი | თავი VII
უკვე რამდენჯერმე ჩააკითხა მოსკოვში ფრანსუაზას.
He came several times to see Françoise in Moscow.
72407.
აველუმი | თავი VII
მშვენიერი ბინაა, რაც მთავარია, ტელეფონიანი.
It is a nice flat, above all, it had a telephone.
72408.
აველუმი | თავი VII
ეს ბინა სპეციალურ ფონდს ეკუთვნის, უცხოელებისთვისაა განკუთვნილი და, თავისთავად ცხადია, უაღრესად საინტერესოა, რაზე ან ვისთან საუბრობს უცხოელი, ამ ეტაპზე - ფრანსუაზა.
This flat is assigned for foreigners: it is perfectly clear that there is great interest in knowing whom this foreigner, at this stage Françoise, is talking to and about what.
72409.
აველუმი | თავი VII
ფრანსუაზა მაინც არ ელოდებოდა, ასე კარგად თუ მოეწყობოდა, მაგრამ აველუმის პირველივე სტუმრობის შემდეგ, ერთბაშად შეჯავრდა აქაურობა.
Françoise hadn’t expected to be set up so well, but after Avelum’s first visit, she found her surroundings hateful.
72410.
აველუმი | თავი VII
ყველგან შენ მელანდები ამ წყეულ ბინაშიო - სწერდა იმავე საღამოს აველუმს.
"I imagine you everywhere in this damned flat", she wrote to Avelum the same evening.
72411.
აველუმი | თავი VII
სამზარეულოში შეხედვისაც მეშინია და საწოლში ჩაწოლისაც.
I’m afraid to look in the kitchen or lie in the bed.
72412.
აველუმი | თავი VII
ეს მხოლოდ დასაწყისია! ჯერ ყველაფერი წინაა!
This is only the start: the rest is yet to come!
72413.
აველუმი | თავი VII
მაგრამ თანდათან ისიც მიეჩვევა საბჭოურ ყოფას.
But gradually she will get used to living USSR-style.
72414.
აველუმი | თავი VII
მალე აველუმის გულისთვისაც არ იტყვის უარს ნებისმიერ წვეულებაზე, ნებისმიერ გამოფენაზე, ნებისმიერ გასეირნებაზე - იპოდრომზე ცხენებით თუ ქალაქგარეთ მანქანით.
For Avelum’s sake she will soon accept invitations to any anniversary, exhibition, outing — riding at the manège or by car to the country.
72415.
აველუმი | თავი VII
ადამიანის ნებისმიერი საქციელი, ნებისმიერი ქმედება - როგორც დღეს ვამბობთ ხოლმე - თავდაცვის, თვითგადარჩენის ჟინითაა ნაკარნახევი.
Any human behaviour, any activity, as we say today, is governed by an instinct for self-defence and self-preservation.
72416.
აველუმი | თავი VII
ის ყოველთვის გადარჩენას ცდილობს, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ჭკვიანურად თუ ბრიყვულად, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად.
She always tries to survive, deliberately or not, intelligently or not, consciously or not.
72417.
აველუმი | თავი VII
ამის ბრალია მალე, ძალიან მალე, ხანდახან სულ ერთი საათის ჩამოფრენილსაც, მარტო რომ დატოვებს აველუმს ფრანსუაზა თავის ბინაში.
This is why Françoise will leave Avelum in her flat soon, very soon, sometimes just an hour after he’d flown in.
72418.
აველუმი | თავი VII
ის კი წვეულებაზე გაიქცევა, ან საელჩოში, ან უცხოელთა კორპუსში, კუტუზოვზე, ან რომელიმე, ხელისუფლებისთვის არც მთლად მისაღები და ამიტომაც ზედმეტად გახმაურებული მხატვრის სახელოსნოში.
She will run off to some celebration or an embassy, or the foreigners’ block on Kutuzov Avenue, or the studio of some artist who, not wholly acceptable to the authorities, is therefore very notorious.
72419.
აველუმი | თავი VII
ასე რომ არ მოიქცეს, მეორეჯერ აღარ დაუძახებენ და საქარხნო რაიონში, თავის მერვე სართულზე, მგელივით უნდა იყმუვლოს მოსკოვური ზამთრის გაუთავებელ ღამეებში, აველუმის ასევე გაუთავებელ მოლოდინში.
If she doesn’t act like this, she will not be invited back and she will have to howl like a wolf on her eighth floor in a factory zone in Moscow’s endless winter nights, waiting endlessly for Avelum to come.
72420.
აველუმი | თავი VII
არ შეიძლება, სირცხვილია, ეწყინებათო - ერთდროულად შეეცდება საკუთარი საქციელის გამართლებასაც და აველუმის დარწმუნებასაც, არაფერს რომ არ აკეთებს მისთვის საზიანოს.
"I can’t, it will be a shame, I will hurt their feelings", she will try both to justify her behaviour and to convince Avelum that she is doing him no harm.