მოიძებნა 668048 ჩანაწერი
72541.
აველუმი | თავი VII
ფრანსუაზა უფრო და უფრო ეფლობოდა მოსკოვურ ყოფაში.
Françoise got more and more used to Moscow life.
72542.
აველუმი | თავი VII
უკვე ბევრი რამ, რაც შორიდან, პარიზიდან, მომხიბვლელიც ჩანდა, აცოფებდა, აღიზიანებდა და ამის გამო კიდევ უფრო იტანჯებოდა.
Much that had seemed enchanting from afar, from Paris, now drove her mad, irritated her, and she suffered all the more.
72543.
აველუმი | თავი VII
საერთოდ კი იტანჯებოდა ყველაფრის გამოც და არაფრის გამოც.
In general, she suffered from everything and from nothing.
72544.
აველუმი | თავი VII
ლამის ყურებზე ხელებაფარებული დადიოდა, მოსკოვური ჭორებისგან თავის დასაცავად.
She walked with her hands, figuratively speaking, over her ears, to shield herself from Moscow gossip.
72545.
აველუმი | თავი VII
ვერაფერს ვერ ასწრებდა, არაფერი არ გამოსდიოდა და იტანჯებოდა.
She couldn’t get anything done, nothing came right, and she suffered.
72546.
აველუმი | თავი VII
იტანჯებოდა წერილი რომ ვერ მიეწერა ოჯახისათვის, იტანჯებოდა აველუმის წერილს რომ კითხულობდა, ხმას რომ უსმენდა ტელეფონში და ასევე იტანჯებოდი წერილიდან წერილამდე, დარეკვიდან დარეკვამდე.
She suffered because she couldn’t write a letter to her family, because she’d read a letter from Avelum and had heard his voice on the telephone, and she suffered from letter to letter, from one phone call to the next.
72547.
აველუმი | თავი VII
იტანჯებოდა, უკვე ოცდათვრამეტი წელი რომ უსრულდებოდა აველუმს, სარეცხი რომ უგროვდებოდა აბაზანაში, ბინა რომ დასალაგებელი იყო, ქირა - გადასახდელი, სტუმრად რომ აპირებდა წასვლას, თმა კი დასაბანი ჰქონდა.
She suffered because Avelum was now thirty-eight years old, because dirty washing was piling up in the bathroom, the flat needed tidying, the rent needed paying, because she was going out and needed to wash her hair.
72548.
აველუმი | თავი VII
იტანჯებოდა წინათგრძნობით, აველუმის მოულოდნელ გამოჩენას რომ ჰპირდებოდა და იტანჯებოდა წინათგრძნობით გაწბილებული.
She suffered from premonitions that Avelum was about to make an unexpected appearance and she suffered from disillusionment in her premonition.
72549.
აველუმი | თავი VII
იტანჯებოდა მოსკოვური სიცივისგან.
She suffered from Moscow’s cold.
72550.
აველუმი | თავი VII
იტანჯებოდა ბავშვობიდან შესისხლხორცებული ზღვისა და მზის სიშორით.
She suffered from the absence of the sea and sun that had been part of her flesh and blood since childhood.
72551.
აველუმი | თავი VII
იტანჯებოდა, იანს რომ ვერ ურეკავდა ხშირად, იტანჯებოდა იმის სახელგანთქმული რაგუსა თუ გულიაშის წარმოდგენაზე.
She suffered because she couldn’t phone Jan often, she suffered at the thought of his famous ragoût or goulash.
72552.
აველუმი | თავი VII
იტანჯებოდა, ვერაფრით რომ ვერ აეხსნა, ასე რატომ დაჰფოფინებდა თავზე ლიანა, როდესაც მაინც მიდიოდა ხოლმე სტუმრად იანთან.
She suffered from having no way of unburdening herself, despite Liana hovering round her all the time when she did go out to see Jan.
72553.
აველუმი | თავი VII
იტანჯებოდა, სამსახურიდან შინ რომ ატანდნენ დასამუშავებელ ტექსტს და იტანჯებოდა, როცა არ ატანდნენ.
She suffered when she was given texts to work on at home, and suffered when she wasn’t.
72554.
აველუმი | თავი VII
იტანჯებოდა, იმიტომ რომ იტანჯებოდა.
She suffered, because she suffered.
72555.
აველუმი | თავი VII
იტანჯებოდა, იმიტომ რომ, ადრე დგებოდა, გვიან წვებოდა, სადღაც ელოდებოდნენ, ვიღაც უნდა ენახა...
She suffered because she got up early, went to bed late, was expected to be somewhere, should have seen somebody…
72556.
აველუმი | თავი VII
იმიტომ რომ, ბოლოს და ბოლოს, აქაც ისევე ცხოვრობდა, როგორც პარიზში - ეგვიპტელ მონასავით.
She suffered because, after all, she was living here as she had lived in Paris, like an Egyptian slave.
72557.
აველუმი | თავი VII
თუკი პარიზში აქეთ წამოსასვლელი ბილეთის ფულისთვის იდგამდა წელებზე ფეხს, აქ იმის ნებართვის მოპოვებას ცდილობდა, იმავე გზით, ასე რომ ეტანჯა თავისთვის, არავის დაეშალა, არავინ გაბრაზებულიყო და გაბრაზებულს დროზე ადრე არ გაეპანღურებინა უკანვე.
While in Paris she had been struggling to earn enough money to pay for a trip here, here she was trying to get permission to stay in the same way, so as to suffer for her own sake, so that no one could prevent her, so that no one got angry and, in their anger, kicked her out before time.
72558.
აველუმი | თავი VII
სიმარტოვის შიშით მისდევდა ცხენოსნობასაც და კვირა დილით, გინდაც აველუმი სწოლოდა გვერდით, მერცხალივით წამოფრინდებოდა ხოლმე საწოლიდან უთენია.
Fear of loneliness made her go riding, and on Sunday mornings, even if she was still in bed with Avelum, she leapt out of bed at daybreak like a swallow.
72559.
აველუმი | თავი VII
შაქრის ნატეხებით ჯიბეგამოტენილი, იპოდრომზე გარბოდა, სადაც მასავით საბჭოეთში აკრედიტებული და კარგ ცხოვრებას დანატრებული უცხოელები, აბორიგენ სნობებთან ერთად, „კულტურულად“, „ჯანსაღად“ ატარებდნენ დროს, მიუხედავად დიახაც რომ უკულტურო და არაჯანსაღი გარემოცვისა.
Her pockets stuffed with lumps of sugar, ran to the riding stables where foreigners who, like her, were accredited to the USSR and who missed the good life, together with local aborigine snobs, spent their time doing something "civilised" and "healthy", even if their environment was uncivilised and unhealthy.
72560.
აველუმი | თავი VII
მაგრამ მართლა თუ ფიქრობდა ვინმე ასე, ალბათ თავად ფრანსუაზა.
But if anyone really thought that way, it was Françoise.