მოიძებნა 668048 ჩანაწერი
72561.
აველუმი | თავი VII
თუმცა, რაც მართალია, მართალია, საფუძველიც ჰქონდა ამგვარი ფიქრისა.
Though it must be admitted, she had grounds for thinking like that.
72562.
აველუმი | თავი VII
მაშინ შეიძლება ამდენს ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ახლა, ოცი წლის შემდეგ, წარმოდგენაც ძნელია, როგორ ძლებდა საერთოდ მოსკოვში მარტო, თოვლის ქოხში, უმშობლებოდ, უნათესავოდ, უზღვოდ, უმზეოდ, უარაფროდ.
Perhaps I didn’t understand as much as I do now, twenty years later: it’s hard even to imagine how she coped with living in Moscow on her own, in an igloo, with no parents or relatives, with no sea, sun or anything.
72563.
აველუმი | თავი VII
მხოლოდ და მხოლოდ, აველუმთან კიდევ ერთხელ შეხვედრის იმედი ჰქონდა.
The only thing she had was the hope of meeting Avelum again.
72564.
აველუმი | თავი VII
რასაკვირველია, ეშინოდა ნებისმიერი ვიგინდარის განაწყენება, რომელსაც გულში ალბათ სულ სხვა ზრახვები ჰქონდა და სულ სხვა მიზნით მისდევდა „არისტოკრატულ“ ცხოვრებას.
Of course, she was afraid of offending some scoundrel, who might be nurturing very different intentions and pursuing her "aristocratic" life for quite different reasons.
72565.
აველუმი | თავი VII
ფრანსუაზა არა მარტო გასათხოვარი იყო, არამედ... უცხოელიც.
Françoise was not only unmarried, but a foreigner too.
72566.
აველუმი | თავი VII
ეს კი უსაზღვროდ დიდ უპირატესობას ანიჭებდა ადგილობრივ გასათხოვარ გოგოებთან შედარებით, რაც არ უნდა იოლი ხელმისაწვდომები ყოფილიყვნენ ისინი.
This gave her a great advantage over local marriageable girls, however easily accessible the latter might be.
72567.
აველუმი | თავი VII
ფრანსუაზა, შეიძლება, იმდენად „სასურველი“ ლუკმა არ იყო, რამდენადაც - „სასარგებლო“, განსაკუთრებით იმ დისიდენტი მხატვრებისა თუ პოეტებისათვის, რომლებისთვისაც უცხოელი ქალი ლამის ერთადერთი რეალური შესაძლებლობა, ანდა, მხატვრულად თუ ვიტყვით, ერთადერთი ლოცმანი გახლდათ, რომელსაც შეეძლო უხიფათოდ, ზედმეტი დავიდარაბის გარეშე გაეძვრინგამოეძვრინა საბჭოურ „მეჩეჩებში“ და მშვიდობიანად გაეყვანა თავისუფლების გაშლილ ზღვაში ნებისმიერი მათგანი.
Possibly, Françoise was not so much a "desirable" as a "useful" delicacy, especially to dissident artists and poets for whom a foreign woman was virtually the only real chance or, if we put it artistically, the only person any of them knew to pilot their boat to safety without unnecessary squalls, get them through the Soviet "reefs" and bring them to the open sea of freedom.
72568.
აველუმი | თავი VII
სხვათა შორის ამ გზით მიაღწია ბევრმა საწადელს, ოღონდ, უფრანსუაზოდ.
By the way, this is how many of them got their heart’s desire, but not with Françoise.
72569.
აველუმი | თავი VII
ფრანსუაზამ თავიდანვე დაუშვა საბედისწერო შეცდომა, როცა, მაინცდამაინც, აველუმი აირჩია გულის მბრძანებლად.
Françoise committed a fatal mistake from the very start by selecting Avelum to be the ruler of her heart.
72570.
აველუმი | თავი VII
ქალები ხომ, უპირველეს ყოვლისა, ერთმანეთის ჯიბრითა და წამხედურობით იყვარებენ ერთსა და იმავე პიროვნებას (გნებავთ, სუბიექტს, გნებავთ, ობიექტს).
Women mainly fall in love with the same person (subject or object, as you like) to spite or emulate each other.
72571.
აველუმი | თავი VII
ყველა მათგანი თავის კანონიერ საკუთრებად თვლის იმას, რისი მითვისებაც საერთოდ შეუძლებელია.
Every woman considers a man whom she can’t possess to be her legitimate property.
72572.
აველუმი | თავი VII
ფრანსუაზას ზურგი არ შეუქცევია არც ერთი მოსკოველი „თაყვანისმცემლისთვის“ (თუნდაც იმიტომ, რომ ეშინოდა), მაგრამ მისი არჩევანი, იგივე განაჩენი, საკუთარი თავისთვის გამოტანილი, საბოლოო იყო და გადასინჯვას არ ექვემდებარებოდა.
Françoise didn’t snub a single one of her Moscow "admirers" (if only because she was afraid of them), but the choice she made, the verdict she had passed on herself, was final and not subject to appeal.
72573.
აველუმი | თავი VII
არადა, დიახაც რომ „სასარგებლო“ და, ამდენად, ათმაგად გამაღიზიანებელი ლუკმაც გახლდათ „თავისუფლების“ მაძიებელთათვის.
But she was still a "useful" trophy, and therefore all the more irritating for "freedom" seekers.
72574.
აველუმი | თავი VII
მან კი გული ტუსაღთა შორის უტუსაღესს მიუძღვნა.
She gave her heart to someone who was more a prisoner than anyone.
72575.
აველუმი | თავი VII
ის აირჩია თავის რაინდად, ვინც სატუსაღოდან თავის დაღწევას კი არ ცდილობდა მასთან ერთად (გინდაც მეშვეობით), არამედ ყველანაირად ხელს უწყობდა მის ნებაყოფლობით გატუსაღებასაც, მისთვის მეტ-ნაკლებად ასატანი ცხოვრების მოწყობას იმავე სატუსაღოში, სადაც თავად სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი (უფრო სწორად, სამშობლოსთან ერთად იყო დატყვევებული).
She chose as her knight a man who was not trying to escape prison with her (even with her help), but was doing all he could to keep her happy in this prison, making it more or less bearable to live in a prison where he had been sentenced to life imprisonment (or, to be precise, where he had been incarcerated together with his homeland).
72576.
აველუმი | თავი VII
უმალ ეგუებოდა ამგვარ უსამართლობას, ვიდრე უჯანყდებოდა, რაკი სამუდამო პატიმრობა არა მარტო ამა თუ იმ რეჟიმს მიესაჯა მისთთვის, არამედ ყველასა და ყველაფერს, რაც მის არსებობას განაპირობებდა და რაც მისი მეშვეობით არსებობდა, რაც საერთოდ არსებობდა, უიმისოდაც, და მის მერეც იარსებებდა, რასაც სული ედგა, სახე ჰქონდა.
He accepted, rather than rebelled against such injustice, because it wasn’t just a government that had sentenced him to life imprisonment but everybody and everything which determined his existence and which existed thanks to him, which existed anyway, without him and would go on existing after him, which had a soul, a face.
72577.
აველუმი | თავი VII
შობისა და სიკვდილის უნარით იყო დაჯილდოვებული ხმელთა და წყალთა, ფრინველთა და ცხოველთა, თევზთა და მწერთა განმგებლისგან.
It had been endowed by the creator of land and seas, birds and animal, fish and insects with the capacity for birth and death.
72578.
აველუმი | თავი VII
მისი ტუსაღობა ბედისმიერი იყო და არა მარტო პოლიტიკური, სოციალური, ანდა ზნეობრივი პოზიციებიდან გამომდინარე.
His imprisonment was a consequence of fate, not just of political, social or moral positions.
72579.
აველუმი | თავი VII
ის იმ თავისუფლებას ესწრაფვოდა, რომელიც დაბადებამდე, ანუ, სამოთხიდან გამოდევნამდე დაეკარგა და რომლის მოპოვებაც ისევე შეუძლებელია, როგორც ხელმეორედ ჩასახვა.
The freedom he aspired to was one that he had lost since birth, before his expulsion from paradise, a freedom as unattainable as second birth.
72580.
აველუმი | თავი VII
ამას ალბათ ფრანსუაზაც გრძნობდა, თორემ, სხვანაირად მართლა უაზრობა იქნებოდა მათი ურთიერთობა.
Probably, Françoise sensed this, too, otherwise their relationship would really make no sense.