მოიძებნა 668048 ჩანაწერი
72621.
აველუმი | თავი VII
იპოდრომიდან მობრუნებული, სირცხვილისაგან სახეწამონთებული, ყალბად კმაყოფილი, საცხედრეში მარტოდ დარჩენილი ქალივით გადაემხობოდა ხოლმე ძვირფას "გვამს" - ჯერ კიდევ ბოლომდე გამოუფხიზლებელსა და გამოუნელებელი სასმელისგან სიგიჟემდე პირგამომშრალ აველუმს.
When she got back from the stables, her face flushed with shame, full of false satisfaction, like a woman left alone in a morgue she clung to her precious "corpse", a parched Avelum whom hopelessly inebriate, relentless drinking had driven to the point of madness.
72622.
აველუმი | თავი VII
აველუმიც მაშინვე ფხიზლდებოდა, იმდენად ძლიერი იყო შეგრძნება სიცოცხლისა, დილისა, მოზღვავებული სურვილისა, რომელსაც ფრანსუაზას მთელი არსება გამოსცემდა, ცხენის მძაფრ სურნელთან ერთად.
Avelum would instant sober up, so strong was his feeling for life, for the morning, the flood of desire which Françoise’s entire being, together with the acrid smell of horses, aroused in him.
72623.
აველუმი | თავი VII
და ისევ თავისი გზით მიდიოდა ცხოვრება.
And so life followed its course.
72624.
აველუმი | თავი VII
აველუმიც ისევ თვეობით იდგა რიგში, ტელეფონის კაბინის წინ.
Again Avelum queued for months on end for a telephone booth.
72625.
აველუმი | თავი VII
ძალაუნებურად შეყოვნებული, დაგუბებული, გაღიზიანებული, გაბეზრებული ხალხის გაუთავებელ ბზუილში, თუთუნის მყრალ ბოლში, ოფლის, ნასუნთქის, ამონაქარის ოხშივარსა და ბუღში ჩაკარგული, მაინც თავის საფიქრალს ფიქრობდა და თავის სადარდელს დარდობდა.
Forced to endure the endless bustle of people who’d been forced to hang about, to crowd together, irritated and fed up, lost in stinking tobacco fumes, drowning in vapours and a haze of sweat, exhalations, he still thought his thoughts and grieved his grief.
72626.
აველუმი | თავი VII
ისიც გრძნობდა, თუ რა დიდი გამოცდის წინ იდგა ფრანსუაზა, სორბონაში ჩაბარებულ გამოცდებთან შედარებით, რა განუსაზღვრელი მნიშვნელობა ჰქონდა ამ გამოცდას მთელი მისი (და არა მარტო მისი) ცხოვრებისათვის.
He sensed how big a test Françoise was about to go through, far bigger than her Sorbonne exams, how enormous was the significance of this test for her whole life (and not just hers).
72627.
აველუმი | თავი VII
მაგრამ, იმის ნაცვლად, სიტყვიერად მაინც გაემხნევებინა აქედან (ბოდიშს თუ არ მოუხდიდა თავისი უმოქმედობისა და უმაქნისობის გამო), მისდა უნებურად, თითქოს საკუთარი სურვილის წინააღმდეგ, კიდევ უფრო გააფთრებული, გაცოფებული ეჩხუბებოდა.
But instead of giving her words of reassurance from where he was (being too ineffectual or idle to apologize), he couldn’t help, against his own wishes, arguing with her all the more energetically and furiously.
72628.
აველუმი | თავი VII
დაუნდობლად აგინებდა სადღაც, ცხრა მთას იქით, სიმარტოვის მერვე სართულზე, უაზრობის კუთხეში მიმწყვდეულ ფრანსუაზას.
Mercilessly cursing Françoise who was locked up somewhere many miles away on the eight floor of loneliness, in a niche of absurdity.
72629.
აველუმი | თავი VII
ისიც, რაც შეეძლო იცავდა, იმართლებდა თავს, რათა ერთხელ კიდევ დაეყარა ფარ-ხმალი.
She did her best to defend and justify herself and make him throw down his sword and shield again.
72630.
აველუმი | თავი VII
ვცდილობ, შენი მითითებების მიხედვით ვიცხოვრო, არავის დანახვა არ მინდა, არავის ხმის გაგონებაო - ატყობინებდა წერილობით.
"I try to live my life as you suggest, I don’t want to see anyone or hear anybody’s voice", she informed him in a letter.
72631.
აველუმი | თავი VII
მაგრამ ბოლომდე მაინც არ იყო დარწმუნებული, საერთოდ რომ შეიძლებოდა ასე ცხოვრება - ყველას მოძულება, ყველაფერზე დაეჭვება - რაც უბრალოდ მის ძალ-ღონეს აღემატებოდა და შეძრწუნებული შესძახებდა ხოლმე (წერილობით), ნუთუ მართალი ხარო!
But she wasn’t quite sure that such a life was feasible: hating everyone, doubting everything — all this was more than she had strength for and, horrified, she kept appealing (by letter), "Can you really be right"?!
72632.
აველუმი | თავი VII
საქმე ის გახლავთ, რომ მათი ჩხუბი და უთანხმოება, მათი გაუთავებელი კამათის მიზეზი, ადამიანებთან ურთიერთობის, გარემოს აღქმისა თუ ზოგადად ცხოვრებასთან დამოკიდებულების განსხვავებული მეთოდის არსებობა იყო და არა, ვთქვათ, მეორის საწინააღმდეგოდ შეგნებულად გადადგმული ნაბიჯი, ანდა შეგნებულად ნათქვამი სიტყვა.
The fact is that their quarrels and disagreements, the cause of their endless disputes, arose because people have different ways of relating to others, of perceiving the outside world, or of seeing life in general, not because one of them had deliberately taken steps or said something against the other.
72633.
აველუმი | თავი VII
არავითარ შემთხვევაში! მსგავსი რამ, არც შეგნებულად, არც წინდაუხედაობით ჩაუდენია რომელიმე მათგანს.
Certainly not! Nothing of the sort, either deliberately or accidentally, had been done by either of them.
72634.
აველუმი | თავი VII
უბრალოდ, ერთი მხოლოდ კარგს ხედავდა ყველაფერში (თუნდაც ასაკის გამო, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ), მეორე კი - კარგსაც და ცუდსაც.
Simply, one kept seeing the good in everything (if only because of her age, leaving aside other factors), while the other saw both good and bad.
72635.
აველუმი | თავი VII
ოღონდ, უფრო მეტად - ცუდს ხედავდა (ისიც, თუნდაც, მხოლოდ ასაკის გამო).
But mainly he kept seeing the bad (in his case, purely because of his age).
72636.
აველუმი | თავი VII
ბევრად მეტი ეცხოვრა და ბევრად უფრო ღრმად შეეძლო ჩახედვა, არა მარტო ადამიანის სულში, არამედ ჩვეულებრივ ჭიქაშიც, რომელშიც რასაკვირველია, საუკეთესო ფრანგული ღვინოც შეიძლება ესხას და სამკაპიკიან წყალში გახსნილი ოდეკოლონიც.
He had lived far longer and could see far deeper into many things, not just men’s souls, but into an ordinary glass, in which the best French wine can be served as easily as thruppence-worth of diluted eau-de-cologne.
72637.
აველუმი | თავი VII
ფრანსუაზა, მაგალითად, ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ნებისმიერი უნივერსიტეტის ნებისმიერ ლექტორს, თავისთავად ცხადია, მამაკაცს, პირველ რიგში, ცოდნა აინტერესებს სტუდენტი გოგონებისა და მერე სხვა დანარჩენი.
For instance, Françoise was deeply convinced that any university lecturer, a man, obviously, would be primarily interested in his female students’ knowledge, and the rest was secondary.
72638.
აველუმი | თავი VII
აველუმი კი, სხვანაირად ფიქრობდა.
But Avelum had a different opinion.
72639.
აველუმი | თავი VII
აველუმის აზრით, სანდომიანი სტუდენტი გოგონას „სხვა დანარჩენი“ ბევრად საინტერესო იყო, ვთქვათ, ფილოსოფიის ლექტორისთვის (თუკი ის ნამდვილად ფილოსოფოსია), ვიდრე იმავე გოგონას მოსაზრებები კანტისა თუ შოპენჰაუერის მოძღვრებაზე.
Avelum thought that an attractive female student’s secondary "rest" was far more interesting, say, to a lecturer in philosophy (if he really was a philosopher) than the girl’s opinions on Kant’s or Schopenhauer’s teachings.
72640.
აველუმი | თავი VII
მაგრამ, იმავე დროს, თავად ფრანსუაზას უკვე ყელში ჰქონდა ამოსული ყველაფერი.
Yet Françoise herself was by now fed up with everything.