მოიძებნა 668048 ჩანაწერი
72641.
აველუმი | თავი VII
თვითონვე უნდოდა დაეფრინა ყველანი, ანგარებით დამეგობრებული კულტურული ვიგინდარები (ფილოსოფიის ლექტორის ჩათვლით), მხოლოდ და მხოლოდ, რაღაცის გამორჩენას რომ ცდილობდნენ მისგან, ოღონდ, ზოგი დღეისთვის, ზოგი ხვალისთვის, ზოგი კი ზეგისთვის და მასზეგისთვისაც.
He wanted to kick them all out, the cultivated scoundrels whose friendship was so mercenary (including the philosophy lecturer) and who were all trying to salvage something from her, some for today, some for tomorrow, some even for the next day or the day after that.
72642.
აველუმი | თავი VII
ცხოვრებასთან დამოკიდებულების აველუმისეული მეთოდი, თავისთავად ცხადია, ტუსაღურ გამოცდილებასა და ცოდნას ემყარებოდა ძირითადად.
Avelum’s way of handling life, mostly based, naturally, on a prisoner’s experience and knowledge.
72643.
აველუმი | თავი VII
მაგრამ ეს განსხვავება სრულებითაც არ ავალდებულებდა მათ, აუცილებლად დაპირისპირებოდნენ ერთმანეთს, ანგარიში არ გაეწიათ ერთმანეთის „ადათ-წესებისთვის“.
But this difference did not oblige them to oppose one another or to disregard each other’s "customs".
72644.
აველუმი | თავი VII
პირიქით, შეიძლება სწორედ ამგვარი განსხვავების გამო, გადამეტებული პატივისცემითაც ექცეოდნენ „მოწინააღმდეგე“ ბანაკის წარმომადგენლებს, თუკი ამის საშუალება მიეცემოდათ.
Quite the opposite, it enabled them to treat a representative of the "opposing" camp with extra respect, if they were able to do so.
72645.
აველუმი | თავი VII
ვინ უნდა ჩამოსულიყო თბილისში ფრანსუაზას სახელით, იმავე ფილოსოფიის ლექტორის ჩათვლით, აველუმი რომ არ გადაჰყოლოდა, რასაკვირველია, ისევ ფრანსუაზას სახელის განსადიდებლად მათ თვალში.
Whoever, including the philosophy lecturer, came to Tbilisi on Françoise’s behalf, Avelum was sure to do all he could to magnify Françoise’s name in their eyes.
72646.
აველუმი | თავი VII
მაგრამ ისიც უნდა ითქვას, საერთოდ იშვიათად თუ ჩამოსულა ვინმე თბილისში ფრანსუაზას სახელით და თუ ჩამოსულა, მხოლოდ ღირსეული, როგორიც ვთქვათ, გრძელცხვირა ანეზი იყო, ფრანსუაზას უპირველესი დობილი, რომელიც, სადაც არ უნდა მიეყვანათ, ჯერ საპირფარეშოში გარბოდა „პიპის“ ძახილით.
But it should be said that few came to Tbilisi on Françoise’s behalf, only the worthy, such as long-nosed Annésie, Françoise’s closest girl friend, who always made a run for the lavatory, wherever she was taken, calling out "Pi-pi"!
72647.
აველუმი | თავი VII
ბატონი რელუ (რემი-ლუი), ფრანსუაზას მშობლების მეგობარი და ერთ-ერთი დიდი სპეციალისტი ელინური სამყაროსი ევროპის მასშტაბით, გაწვრთნილი ტარაკანით გამოცხადდა სადილზე რესტორან „პრაღაში“.
Mr.Relou (Rémy-Louis), a friend of Françoise’s parents and a major Hellenic specialist, on an all-European scale, turned up to dinner in the "Prague" restaurant with a tame cockroach.
72648.
აველუმი | თავი VII
ბატონი რელუ აველუმმა კახეთში დაპატიჟა, რთველზე, და როგორც მერე გამოირკვა, სწორადაც მოიქცა.
Avelum invited Mr. Relou to Kakhetia for the grape harvest and, as it turned out, was right to do so.
72649.
აველუმი | თავი VII
რა დასამალია და, აველუმს, ფრანსუაზას ხათრისა და პირადი სიმპათიის გარდა, ერთი მოუშორებელი ქვენა ზრახვაც ავალდებულებდა განსაკუთრებული პატივი ეცა ბატონი რელუსთვის, როგორც, მაინცდამაინც, ფრანგი მეცნიერისა და, მაინცდამაინც, მკვდარი რელიგიების მკვლევარისთვის.
There is no need to conceal the fact that Avelum had, apart from consideration for Françoise and his personal liking, an urgent underlying motive for showing special respect to Mr. Relou, who was after all a French scholar whose research involved dead religions.
72650.
აველუმი | თავი VII
რასაკვირველია, ბატონ რელუს არავითარი ბრალი არ მიუძღვოდა, აველუმის სამშობლო აქამდე იმპერიის ფაშვში რომ ებღაუჭებოდა სიცოცხლეს.
Mr. Relou could, of course, in no way be blamed for the life of Avelum’s homeland still being held in the Empire’s maw.
72651.
აველუმი | თავი VII
მაგრამ აველუმი ყოველთვის განსაკუთრებით ღიზიანდებოდა და აპოკალიფსის სიმპტომად აღიქვამდა, როცა რომელიმე ნამდვილად ღირსეული ქვეყანა, ანდა მისი ცალკეული წარმომადგენელი, მართლაც რომ ჭეშმარიტად მეცნიერულ შემართებას, სიმტკიცესა და სიჯიუტეს იჩენდა ნებისმიერი გადაშენებული ცხოველის ნაკვალევის, ანარეკლისა თუ ანაბეჭდის გადასარჩენად.
But Avelum was always particularly irritated, to the point of seeing signs of the Apocalypse, by any decent country, or an individual representative of that country, showing genuine scientific boldness, firmness or obstinacy in looking for traces, reflections or imprints of extinct animals.
72652.
აველუმი | თავი VII
გახედვაც კი არ უნდოდა ცოცხლად დამარხული თუ ცოცხლად გადაყლაპული ქვეყნებისკენ.
He was refusing to even look at a country which had been buried or swallowed alive.
72653.
აველუმი | თავი VII
აველუმისთვის კი მისი ცოცხლად დამარხული სამშობლოთი იწყებოდა მთელი დანარჩენი სამყარო და უიმისოდ ერთნაირად მკვდარი იყო ყველა რელიგია.
For Avelum the whole universe began with his homeland that had been buried alive, and without that land all religions were equally dead.
72654.
აველუმი | თავი VII
მასპინძელმა შავი თიკანი დაკლა ლეღვის ძირას და ამან კიდევ უფრო განაცვიფრა და აღაფრთოვანა ბატონი რელუ.
Their host slaughtered a black kid under a fig tree and this astonished and inspired Mr. Relou even more.
72655.
აველუმი | თავი VII
წარმოგიდგენიათ, ხმელთაშუა ზღვის აუზში აღარავის ახსოვს, სწორედ შავი რომ უნდა იყოს დიონისესთვის შეწირული თიკანიო - იძახდა ამ მოულოდნელი აღმოჩენით აღგზნებული, მღელვარებისგან ლოყებშეფაკლუკლი.
"Just imagine, in the Mediterranean basin nobody remembers any more that a kid sacrificed to Dionysos must be black", he exclaimed fierily, his cheeks flushed with excitement at this unexpected discovery.
72656.
აველუმი | თავი VII
შენ თუ იცოდი, შავი რომ უნდა დაგეკლაო - გადაულაპარაკა აველუმმა მასპინძელს, რომელსაც თიკნის სისხლიანი დანა ჯერ ისევ ხელში ეჭირა და, ყრუ-მუნჯივით, ღიმილით ეპასუხებოდა უცხოელ სტუმარს.
"Did you know you had to kill a black one"? Avelum asked their host who was still holding the knife stained with the kid’s blood and, like a deaf-mute responded to their foreign guest with a smile.
72657.
აველუმი | თავი VII
არა, რაც შემხვდა, ის დავკალიო - აღიარა გულწრფელად, თუმცა, იმან არც იცოდა, რისი თქმა სჯობდა მისი სამშობლოსთვის იმ წუთას, რისი გაგება უნდოდათ სტუმრებს მისგან.
"No, I killed the first one I got hold of", their host admitted frankly, not knowing what was best to say for his country’s sake, or what his guests wanted to hear from him.
72658.
აველუმი | თავი VII
უბრალოდ, სიმართლე უთხრა.
He just told them the truth.
72659.
აველუმი | თავი VII
გნებავთ, ის თქვა, რაც იცოდა.
Or he said what he knew.
72660.
აველუმი | თავი VII
აბა, ერთი გზიდან მომეცათ, მინამ თქვენ ლაპარაკობთო - უთხრა აველუმს და თიკანი გასატყავებლად უკან ფეხით ჩამოკიდა რკინის კაუჭზე.
"Let me through while you’re talking", he asked Avelum and hung the kid by a hind leg on an iron hook to skin it.