მოიძებნა 668048 ჩანაწერი
72701.
აველუმი | თავი VII
იმას არც სახე აქვს, არც სახელი.
It has no face and no name.
72702.
აველუმი | თავი VII
არ ჩანს, არ იგრძნობა, არც ისმის, მაგრამ ჩვენი არსების ყველაზე შეუვალ, შეუღწეველ სიბნელეში ასვენია, როგორც მარგალიტი ნიჟარაში, როგორც სიცოცხლის გადამრჩენელი წამლის, ანდა სიცოცხლის გამანადგურებელი ყუმბარის ფორმულა - ცეცხლგამძლე ყუთში.
It can’t be seen, felt or heard; it lies in the most inaccessible untrodden darkness of our being, like a pearl in an oyster, like the formula for a lifesaving medicine or a life-destroying bomb kept in a fireproof safe.
72703.
აველუმი | თავი VII
იმას ვერც დაავალებ რამეს, ვერც დააბრალებ.
You can’t entrust it with anything, or accuse it of anything.
72704.
აველუმი | თავი VII
ვერც სთხოვ, ვერც დააფიცებ, რადგან არც ღალატისა გაეგება რამე, არც ერთგულების, ისევე როგორც ჩვეულებრივი, საყოველთაო, ყოველდღიური საზრუნავისა და სადარდელისა.
You can’t ask it, or invoke it, because it comprehends nothing about betrayal, loyalty, or ordinary banal everyday cares and griefs.
72705.
აველუმი | თავი VII
ის არც დიდია, არც პატარა, მაგრამ მისი მეშვეობით ჩვენ ან ძალიან ვიზრდებით, ან ძალიან ვპატარავდებით.
It is neither big nor small, but it makes us either grow a great deal or diminish a great deal.
72706.
აველუმი | თავი VII
აი, ამ რაღაცის აღმოჩენაში ეხმარებოდა აველუმი, თავისი ჭკუით, ყველას, ვინც თავად უყვარდა, ანუ, ვისაც გადასარჩენად თვლიდა, ვისი გადარჩენაც კიდევ შესაძლებლად მიაჩნდა.
So Avelum helped, as best he could, everyone he loved, or whom he thought to need salvation, or to be still salvageable, to discover this something.
72707.
აველუმი | თავი VII
მაგრამ ერთ-ერთი სატელეფონო საუბრის შემდეგ, იმდენად შეაშფოთა ფრანსუაზას საცოდაობამ, ლამის დაეჭვდა საკუთარი მრწამსის სისწორეში.
But after one telephone conversation Françoise’s wretchedness upset him so much that he almost doubted the rightness of his own beliefs.
72708.
აველუმი | თავი VII
რაკი თვითონ შეგნებულად არ აძლევდა თავს არჩევანის უფლებას - რამდენადაც ყველაზე დიდ უმსგავსობად, უზნეობად და უსამართლობად თვლიდა, გინდაც მეტნაკლებად სასურველი და საყვარელი ადამიანებიდან რომელიმეს არჩევას - გადაწყვიტა მელანიასთვის ეკითხა რჩევა, მელანიასთვის მიენდო ამ საქმის გადაწყვეტა.
Because he deliberately renounced his right to choose — so much did he consider it a great indecency, wrong and injustice to choose between people you are at all fond of — he decided to ask Melania to choose and entrusted the resolution of the affair to Melania.
72709.
აველუმი | თავი VII
მაშინვე დაურეკა და სასტუმრო ივერიასთან დაუთქვა პაემანი.
He rang her straight away and arranged to meet outside the Hotel Iveria.
72710.
აველუმი | თავი VII
მელანია დაფეთებული მოვარდა, აშკარად ღელავდა.
Melania came rushing in panic: she was obviously alarmed.
72711.
აველუმი | თავი VII
მაგრამ ყოველნაირად ცდილობდა, მორეოდა თავს, ჩვეულებრივ, ბუნებრივ მოვლენად ჩაეთვალა მათი ასეთი ოპერატიული შეხვედრა ქუჩაში, თითქმის ოცწლიანი ოჯახური ცხოვრების შემდეგ.
But she tried her best to control herself, to take this urgent meeting in the street as an ordinary, natural thing after almost twenty years of conjugal life.
72712.
აველუმი | თავი VII
მაგრამ რაკი დარწმუნდა, არაფერი უჭირდა თავად აველუმს, არც გალახულს ჰგავდა და არც დანადარტყმულს, პირველმა შიშმა გაუარა.
But, reassured that there was nothing wrong with Avelum, that he didn’t look as if he’d been thrashed or knifed, her first fears evaporated.
72713.
აველუმი | თავი VII
ოღონდ, კიდევ უფრო გაუმძაფრდა გაურკვეველი საფრთხის გრძნობა.
Yet she had an even stronger sense of vague danger.
72714.
აველუმი | თავი VII
რაც მართალია, მართალია, დიდი მადლობელი ვარ, ცოტა ხნით მაინც რომ მომაშორე გაზის ქურასო - უთხრა ღიმილით.
"Actually, I’m very grateful that you’ve taken me away from the cooker for a while", she said with a smile.
72715.
აველუმი | თავი VII
ვითომ, ვერ ვხვდები და არც მინდა მივხვდე, რატომ მიხმე, რატომ გამომიყვანე შინიდანო.
"Not that I understand, or want to, why you’ve summoned me out of the house".
72716.
აველუმი | თავი VII
მაგრამ მაინც დაძაბული, მაინც დაეჭვებული შეათვალიერებდა ხოლმე სასწრაფოდ, როგორც კი გვერდზე გაიხედავდა აველუმი.
But, tense and suspicious, she still quickly looked Avelum up and down, while he looked sideways.
72717.
აველუმი | თავი VII
მაინც მაგიდასთან ჯობდა ლაპარაკი ქმარ-შვილიან ქალთან და არა ხის ძირას, ანდა ყრუ კედელთან, როგორც ადრე იქცეოდნენ, როცა შეყვარებულები ერქვათ.
Talking to a married woman with children is best done at a table, not under a tree or against a blank wall, as they used to talk when they were still lovers.
72718.
აველუმი | თავი VII
საერთო ჭერი არ ჰქონდათ და ძაღლებივით ენაგადმოგდებულნი დაძრწოდნენ მთელი დღე ქალაქში, წინ და უკან, ზევით და ქვევით, მტკვარს გაღმა და მტკვარს გამოღმა.
They had no room of their own and wandered the city all day, to and fro, up and down, their tongues hanging out like dogs, both sides of the River Mtkvari.
72719.
აველუმი | თავი VII
დაფაცურდნენ აველუმის ნაცნობი ოფიციანტები, თავზე ევლებოდნენ მელანიას.
The waiters, who knew Avelum, rushed around him and fussed over Melania.
72720.
აველუმი | თავი VII
თითქმის ყველა ჯურის ხალხთან ჰყავდათ იმათ აველუმი ნანახი, საკუთარ მეუღლესთან კი არა.
They’d seen Avelum with almost every sort of person, but not with his wife.