მოიძებნა 668048 ჩანაწერი
72761.
აველუმი | თავი VII
სხვათა შორის, არც შენ არა ხარ გმირი.
By the way, you’re no hero, either.
72762.
აველუმი | თავი VII
შეიძლება, გინდა რომ იყო, მაგრამ...
You may want to be one, but…
72763.
აველუმი | თავი VII
გმირი თავის გამეძავებულ სატრფოსაც არ აკადრებს იმას, რასაც შენ მეუბნები ხოლმე, განსაკუთრებით სიმთვრალეში.
No hero dares say to his wayward beloved the things you say to me, especially when you’re drunk.
72764.
აველუმი | თავი VII
გმირი არც ამდენს დალევს, იმიტომაცაა გმირი.
No hero drinks that much, either, which is why he’s a hero.
72765.
აველუმი | თავი VII
თუ იქეიფე და დრო ატარე, სატანჯველად დროც აღარ დაგრჩება.
If you spend your time bingeing, you won’t have any time for suffering.
72766.
აველუმი | თავი VII
გიყვარვარ? იქნებ დაგავიწყდი?
Do you love me? Maybe you’ve forgotten me?
72767.
აველუმი | თავი VII
მე კი ვეღარაფრით დაგივიწყებ უკვე, გინდაც ძალიან მინდოდეს.
There’s no way I can forget you now, even if I long to.
72768.
აველუმი | თავი VII
გკოცნი და ერთხელ კიდევ გკოცნი.
I kiss you, and kiss you again.
72769.
აველუმი | თავი VII
ფრანსუაზასთვის ნამდვილად გადარჩენას ნიშნავდა ბავშვის გაჩენა.
For Françoise salvation really did lie in having a baby.
72770.
აველუმი | თავი VII
ყოველ შემთხვევაში, აქეთ-იქით წანწალს მაინც შეეშვებოდა (უბრალოდ ვეღარ მოახერხებდა).
Anyway, she was fed up with trekking from one country to another (she simply couldn’t take it any more).
72771.
აველუმი | თავი VII
ბოლოს და ბოლოს, იქაც იშოვიდა შედარებით მშვიდ, წესიერ სამსახურს, იქირავებდა პატარა, მყუდრო ბინას (თუკი აუცილებლად ცალკე უნდა ყოფილიყო, თავისი დამოუკიდებლობის დასამტკიცებლად).
Finally, she would found a relatively quiet decent job in her own country, she would rented a small, comfortable flat (if she had to be on her own and assert her independence).
72772.
აველუმი | თავი VII
იქაც იცხოვრებდა, როგორც სხვა ათასობით და ასი ათასობით მარტოხელა დედა ცხოვრობს მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში.
She would started living even there like thousands and hundreds of thousands of single mothers in any city in the world.
72773.
აველუმი | თავი VII
ამდენს თვითონაც ხვდებოდა და, როცა საბოლოოდ დარწმუნდა, ფეხმძიმედ ვარო, ბარგის ჩალაგებასაც შეუდგა - ნათხოვარის დაბრუნებას, ნასესხების ჩასესხებას, ნაცნობ-მეგობრებთან გამომშვიდობებას.
She understood all this when she was finally certain she was pregnant and packed her bags, returning what she had begged and borrowed, saying goodbye to friends and acquaintances.
72774.
აველუმი | თავი VII
რასაკვირველია, აველუმიც არანაკლებ ააფორიაქა ამ ამბავმა და რამდენჯერმე ჩაფრინდა მოსკოვში, ვიდრე ფრანსუაზა შინ დასაბრუნებლად ემზადებოდა, უფრო ზუსტად, ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლას ელოდებოდა.
Naturally, Avelum was equally upset by this turn of events and flew several times to Moscow while Françoise was preparing to go home, or rather, waiting for the term of her contract to expire.
72775.
აველუმი | თავი VII
შეეცადა აეხსნა, განემარტა მისთვის, ნაკლოვანი მხარეებიც რომ ჰქონდა ამ მოვლენას და შეიძლება მეტად არასახარბიელო შედეგებიც გემოეღო მათთვის.
He tried to clarify and explain to her the negative sides of all this, that it might have some very undesirable consequences for both of them.
72776.
აველუმი | თავი VII
თუ საერთოდ არ დაუსვამდა წერტილს, ალბათ უკიდურესად გაართულებდა მათ ურთიერთობას.
If it didn’t actually put a full stop to everything, it certainly made their relationship very complicated.
72777.
აველუმი | თავი VII
კიდევ უფრო გაწელავდა, გააჭიანურებდა იმ გამაოგნებელ შუალედებს, რომელთა შეუვალი, უგრძნობელი სივრცეები ისედაც დაუნანებლად თრგუნავდნენ და აუფასურებდნენ მათ ხანმოკლე, ნაუცბათევ, სულმოუთქმელ შეხვედრებს, რაც არ უნდა დიდებულნი, განუმეორებელნი და თავბრუდამხვევნი ყოფილიყვნენ ისინი.
It would drag out, prolong the agonizing intervals which so remorselessly trampled down and degraded with impassable, unfeeling distances their short-lived, hurried, breathless meetings, however magnificent, unique and giddy these meetings might be.
72778.
აველუმი | თავი VII
ბოლოს და ბოლოს, ბოშა ქალივით, ჩვილატატებული ხომ არ ივლიდა წინ და უკან, პარიზსა და მოსკოვს შორის?
Finally, would she be going to go to and fro, between Paris and Moscow, like a gypsy woman with a baby at her breast?
72779.
აველუმი | თავი VII
ხოლო, რაც შეეხება აველუმს, ის საერთოდ არაფერს ამბობდა იმაზე, ისევ თვითონ რომ აღმოჩნდებოდა ყველაზე დაჩაგრულიცა და უუფლებოც.
As for Avelum, he said nothing about ending up more depressed and helpless than anyone.
72780.
აველუმი | თავი VII
მისთვის არავითარი სიცოცხლე არ შეიძლებოდა ყოფილიყო უკანონო.
He couldn’t conceive any life to be illegitimate.