მოიძებნა 668048 ჩანაწერი
72781.
აველუმი | თავი VII
ნებისმიერ სიცოცხლეს ერთნაირად სჭირდება ყურადღებაცა და მზრუნველობაც, რასაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოიჩენდა აველუმი თავისი მომავალი შვილის მიმართ და არა მარტო გეოგრაფიული სირთულეების გამო.
Any sort of life needs care and attention which Avelum would be quite unable to give his future child, and not just because of geographical complications.
72782.
აველუმი | თავი VII
არაფერს ამბობდა, მისი და ფრანსუაზას შვილი, კოლია-კლოდისა არ იყოს, კიდევ ერთი უნებლიე მსხვერპლი, ან თუ გნებავთ, მინიატურული ბრძოლის ველი რომ იქნებოდა ორი სამუდამოდ დაპირისპირებული ხასიათისა, მრწამსისა, იდეალისა.
He was silent about their child, like Kolia-Claude, becoming yet another unintended victim or, if you prefer, a miniature battlefield where two eternally opposed natures, faiths, ideals.
72783.
აველუმი | თავი VII
ორბუნებოვანია თავად სამყაროს არსი და იქამდე იარსებებს საერთოდ სიცოცხლე, ვიდრე იარსებებს სიკვდილი.
The universe has a dual nature, and life will exist only as long as there is death.
72784.
აველუმი | თავი VII
იქამდე ამოვა მზე, ვიდრე ჩასვლის უნარს არ დაკარგავს და იქამდე იქნება ადამიანი დამონებული, ვიდრე თავისუფლების ფასი ეცოდინება.
The sun will go on rising until it loses its ability to set, and man will be enslaved until he learns the value of freedom.
72785.
აველუმი | თავი VII
ამდენად, აველუმსაც არაფერი ჰქონდა საწინააღმდეგო, თუკი სამყაროს უკეთეს ნახევარშიც გააღწევდა, მით უფრო ასე, გენის მეშვეობით, ანუ, იქაც იქნებოდა და აქაც, ერთდროულად.
So Avelum had no objection if he got away to the better half of the universe, especially thanks to its genes, or if it was in both places simultaneously.
72786.
აველუმი | თავი VII
ადამიანი არა მარტო იმ გარემოს ტყვეა, სადაც განგებამ გააჩინა, არამედ იმ გარემოს შემადგენელ, აუცილებელ ნაწილადაც იქცევა ხოლმე, სადაც ვიღაცას მაინც ახსოვს ის, სადაც ვიღაცა მაინც ფიქრობს მასზე, ავად თუ კარგად, სადაც უყვართ ან სძულთ.
A human being is a prisoner not just of the surroundings where providence has let him be born, but becomes an essential component part of those surroundings where someone remembers him, where someone thinks about him, well or badly, where he is loved or hated.
72787.
აველუმი | თავი VII
აქედან გამომდინარე, აველუმს თუ აწუხებდა, ყველაზე მეტად ის აწუხებდა, ბავშვის გაჩენის შემდეგ, ფრანსუაზა ის რომ აღარ იქნებოდა მისთვის, რაც ახლა იყო.
Consequently, what bothered Avelum most was that after the child was born Françoise would no longer be for him the same person as she was now.
72788.
აველუმი | თავი VII
უფრო მეტიც, არა მარტო ფრანსუაზა, სხვაც ბევრი რამ შეიცვლებოდა და ალბათ თავად აველუმიც.
Moreover, not just Françoise, but much else would change, including probably Avelum.
72789.
აველუმი | თავი VII
მათი სიყვარული, იმპერიასთან მორკინალი დავითი, თანდათანობით, მართლაც ეპისტოლარულ ჟანრში გადაინაცვლებდა მხოლოდ, რასაც ფრანსუაზაც აღნიშნავს ცოტა მოგვიანებით, უკვე სამუდამოდ შეგუებული თავის ერთგანზომილებიან ცხოვრებას.
Their love, David wrestling with the Empire, would gradually be transformed into the epistolary genre, a fact that Françoise would note a little later when she was irreversibly plunged in her one-dimensional life.
72790.
აველუმი | თავი VII
უკვე ღრმადაა დარწმუნებული, არავითარი საშველი რომ არ არსებობს მისთვის ამ წყეულ მეოცე საუკუნეში.
She is now fully convinced that there iss no help she can expect from this bloody twentieth century.
72791.
აველუმი | თავი VII
მაგრამ ფრანსუაზას ახლა არაფრის გაგონება არ უნდოდა, არც ნათქვამისა და არც ნაგულისხმევისა.
But for now Françoise didn’t want to hear anything, plain-spoken or hinted.
72792.
აველუმი | თავი VII
არ თქვა, არ მინდა. მაინც არ გისმენო - იძახდა გაღიზიანებულიც და გახარებულიც, დამფრთხალიც და ბედნიერიც ერთსა და იმავე დროს,
"Don’t say it, I don’t want you to, I’m not listening to you", she yelled in heated irritation, frightened and happy at the same time.
72793.
აველუმი | თავი VII
ყურთამდე გახსნილ სარკმელში რვამილიონიანი ქალაქი ყრუდ გუგუნებდა.
Through the wide-open window came the muffled hum of a city of eight million people.
72794.
აველუმი | თავი VII
თითქოს არც ესმოდა და არც აინტერესებდა მის კედლებში შემთხვევით შემოფრენილი უცხო ჩიტების „ჭიკჭიკი“.
She seemed not to hear or be interested in the "twittering" of alien birds that happened to fly into her room.
72795.
აველუმი | თავი VII
მაგრამ, სინამდვილეში, ათასნაირი იმპორტული თუ სამამულო წარმოების აპარატურა გამალებული იწერდა, იბეჭდავდა, იღებდა და იმახსოვრებდა ყოველ სიტყვას, ნებისმიერ მოძრაობას, ნებისმიერ მიმიკას, ხმის ტემბრსა თუ ფრაზის ინტონაციას.
But in reality a thousand different imported or locally made machines were secretly recording, typing up, receiving and remembering every word, movement, facial expression, voice timbre or phrasal intonation.
72796.
აველუმი | თავი VII
და ამხელა ხარჯს, შარვალგამოხეული სახელმწიფო არა მარტო შენთვის სწევდა, მოცლილო მკითხველო, არამედ საერთოდ კაცობრიობის ნათელი მომავლისთვის.
And this great expense was borne by the ragged-trousered authorities not just for you, dear idle reader, but for the bright future of humanity.
72797.
აველუმი | თავი VII
ამ ქალაქმა უკვე იმდენი იცოდა, არაფერი გაუკვირდებოდა, არც დააინტერესებდა.
This city already knew so much that nothing could astonish it or interest it.
72798.
აველუმი | თავი VII
მაგრამ რაკი თავს ვალდებულად თვლიდა, არათუ რომელიმე საქარხნო რაიონში, არამედ მთელს მსოფლიოში დაეცვა წესრიგი, ცდილობდა არაფერი გამორჩენოდა მხედველობიდან, ჩიტის ჭიკჭიკის ჩათვლით.
But because it thought it was obliged to keep order in not just a few industrial zones but the whole universe, it tried not to lose sight of anything, including birds’ twittering.
72799.
აველუმი | თავი VII
ეს კი, გარკვეული თვალსაზრისით, აუცილებლობადაც ითვლებოდა იმ უზარმაზარი ლაბირინთის დედაქალაქისათვის, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა და რომელშიც, კნოსის ლაბირინთისგან განსხვავებით, მინოტავრზე ბევრად საზარელი არსებებიც ცხოვრობდნენ.
From one point of view all this was considered essential for the capital city of the colossal labyrinth called the Soviet Union, where, unlike the Knossos labyrinth, there were beings far more terrible than the Minotaur.
72800.
აველუმი | თავი VII
სხვათა შორის, საბჭოთა პრესის ცნობით, ამ ლაბირინთის მკვიდრი იყო ის თავაზიანი პროფესორიც, ზუსტ მეცნიერებათა დოქტორი, რომელმაც ერთ წვიმიან საღამოს (რომ იცოდეთ, ამასაც მნიშვნელობა აქვს), კონსერვის ქილის ჟანგიანი ხუფით ყელი გამოჭრა შვიდი წლის გოგოს.
Incidentally, according to the Soviet press, one inhabitant of this labyrinth was a respected doctor of science who one rainy evening (note that this is significant) used the rusty lid of a can to cut the throat of a seven-year-old girl.