მოიძებნა 668048 ჩანაწერი
72801.
აველუმი | თავი VII
ჯერ კიდევ ცოცხალს, ჯერ კიდევ წვიმის გუბეში მოფართხალეს, ძლივს გაახსნევინა მაგრად მომუწული მუშტი, ლითონის მანეთიანის წასართმევად.
While she was still alive, writhing in a rain puddle, forced her clenched fist open to remove a one-rouble coin.
72802.
აველუმი | თავი VII
ამ ლაბირინთში ცხოვრობდა სასწრაფო დახმარების ექიმიც, ათასნაირი სატკივარითა თუ ჩვენებებით გაწამებულსა და მის იმედზეღა დარჩენილ პაციენტებს ჯერ რომ ხოცავდა და მერე აუპატიურებდა, განურჩევლად სქესისა და ასაკისა.
Another inhabitant of this labyrinth was an ambulance doctor who used to murder and then rape, regardless of sex or age, patients enduring thousands of different agonies or tormented by hallucinations, and at his mercy.
72803.
აველუმი | თავი VII
ამ ლაბირინთში ცხოვრობდა ის თანამედროვე კაციჭამია დალაქიც, უკვე კარგად ნასადილევმა, სანაძლეოს გულისთვის, სამი წლის ბავშვი რომ შეუჭამა მეზობლებს, თავი კი კართან დაუდო, კეფირის ცარიელი ბოთლის გვერდით.
There also lived in this labyrinth a modern cannibal barber who, after he himself had dined well, just for a bet got his neighbours to eat a three-year-old child, and then put the head out on the doorstep next to an empty bottle of kefir.
72804.
აველუმი | თავი VII
ბოლოს და ბოლოს, ამ ლაბირინთში ცხოვრობდნენ არასრულწლოვანი მეძავების, ლოთების, ნარკომანებისა და ყველანაირი მანიაკების ის უთვალავი ჯოგები, ცხოვრების ახალ წესს რომ ამკვიდრებდნენ ეზოებსა თუ სარდაფებში, გარაჟებსა თუ მიწისქვეშა გადასასვლელებში, სადარბაზოებსა თუ ლიფტებში.
And lastly, the labyrinth was inhabited by countless packs of underage whores, drunks, drug addicts and all sorts of maniacs, who inculcated a new way of life in the courtyards and cellars, garages or underground passages, entrance halls and lifts.
72805.
აველუმი | თავი VII
ალბათ გახსოვთ, ერთხელ აველუმიც გადაეყარა იმათ.
Probaly you may remember Avelum once came across them.
72806.
აველუმი | თავი VII
მათთვის სულერთი იყო, ვისთან, რის გამო ამოანთხევდნენ თავიანთ გესლსა და მრისხანებას, თითქოს ხელოვნური მეთოდით გავრცელებულს მათ შორის, უმისამართოს, განურჩეველს და, ამდენად, კიდევ უფრო მეტად უაზროსა და სახიფათოს, სწორედ თავისი უმისამართობითა და განურჩევლობით.
They didn’t care the reason or whom they chose as a victim of their venom, the anger which seemed to be spread among them artificially, random, arbitrary, the randomness and arbitrariness making it even more absurd and dangerous.
72807.
აველუმი | თავი VII
იმეორებდნენ, იზეპირებდნენ და სამუდამოდ იმახსოვრებდნენ ყველაფერს ელექტრონული ტვინები.
Electronic brains repeated, learnt by heart and remembered everything for ever, at a time.
72808.
აველუმი | თავი VII
პირველ სართულზე, აფთიაქში, ზედ მიწის პირზე, არათუ, ვთქვათ, ნაღვლის ბუშტის ჩასაწყნარებელი წამალი, არამედ ჩვეულებრივი, ბაქოს გამოშვებული პრეზერვატივიც არ იშოვებოდა.
In the pharmacy on the ground floor you couldn’t get an ordinary condom made in Baku, let alone medicine to soothe your gall bladder.
72809.
აველუმი | თავი VII
ფრანსუაზა, მართალია, თავს გამარჯვებულად თვლიდა, მაგრამ აშკარად დამარცხებულივით გამოიყურებოდა.
Françoise did in fact think she had won, but she looked very much like someone who’d been defeated.
72810.
აველუმი | თავი VII
ყველაფერი აღიზიანებდა, ყველაფრისა ეშინოდა, ყველაფერს ყურადღებას აქცევდა და განუწყვეტლივ იქექებოდა სამედიცინო ცნობარებში.
Everything irritated her, she was afraid of everything, she took note of everything and was constantly raking through her medical books.
72811.
აველუმი | თავი VII
ნებისმიერ ბებიაქალზე ნაკლებად არ იცოდა, როდის როგორ უნდა მოქცეულიყო, რა გართულებები შეიძლებოდა მოჰყოლოდა მშობიარობას და რანაირი, რამდენნაირი განსაცდელი აღარ ელოდებოდა ჩვილს, ვიდრე დაიბადებოდა, ანდა ვიდრე საკუთარი თვალით დარწმუნდებოდა მშობელი, ყველაფერი თავის ადგილზე რომ ჰქონდა მის ნაშიერს, თუნდაც, არაფერი რომ არ ჰქონდა ზედმეტი, გარდა იმისა, რაც ნებისმიერი (გინდაც უკანონო) ბავშვისთვისაა გათვალისწინებული თავიდანვე, დაბადებამდე.
She knew as much as any midwife when and how she should act, what complications and problems childbirth might entail, and how many a baby could have before it was even born, or until its own mother could see for herself that her offspring had everything in the right place, with no extras, except what any baby (including an illegitimate one) is meant to have before it’s born.
72812.
აველუმი | თავი VII
აველუმთანაც სულ მომავალ შვილზე ლაპარაკობდა, მარჩიელობდა - ბიჭი იქნებოდა თუ გოგო - რა უნდა დაერქმიათ ბიჭისთვის და რა გოგოსთვის, ერთნაირად მჟღერი და ერთნაირად მისაღები რომ ყოფილიყო ქართულადაც და ფრანგულადაც.
When she was with Avelum she talked only about the child that was coming, she tried to predict whether it would be a boy or a girl, she discussed boys’ and girls’ names that sound equally well and are equally acceptable in Georgian and French.
72813.
აველუმი | თავი VII
რასაკვირველია, ეშინოდა მშობიარობისა, მაგრამ მოსალოდნელი ტკივილის გამო კი არა, ვაითუ ვერ შევძლოო.
Of course, she was afraid of giving birth, not because of the pain she might expect, but fearing she couldn’t cope.
72814.
აველუმი | თავი VII
აველუმისთვის ძნელი იყო ამის მოსმენა, გული ეხეოდა სიბრაზისგან.
Avelum found all this difficult to listen to, he was bursting with anger.
72815.
აველუმი | თავი VII
მაგრამ არც იმის უფლება ჰქონდა, ჩარეულიყო ფრანსუაზას საოჯახო საქმეებში, რაკი თვითონ ამ საქმეებში ვერავითარ მონაწილეობას ვერ მიიღებდა, როგორც არ უნდა გამოედო თავი.
But he had no right to interfere in Françoise’s family affairs since he himself could play no part in them, however hard he tried.
72816.
აველუმი | თავი VII
ამიტომ, ისევ ხუმრობდა, რა თქმა უნდა, ნაძალადევად - თბილისელი გოგოები საერთოდ იმიტომ აჩენენ შვილებს, ხელოვნური რძის ფხვნილი რომ ჩამოიტანონ უცხოეთიდანო.
So he joked about it, saying that the reason Tbilisi girls got pregnant was so that they’d get imported milk powder.
72817.
აველუმი | თავი VII
ისე, აველუმის აზრით, დედის გუმანს უფრო იყვნენ ისინი აყოლილნი, ვიდრე ფეხის ხმას.
In Avelum’s opinion, they were following their maternal instincts rather than received opinion.
72818.
აველუმი | თავი VII
ხელოვნური რძით გაზრდილი ბავშვები გაცილებით უკეთ შეეგუებოდნენ ასევე ხელოვნურ ყოფას, რომელიც თავის მხრივ, დღითი-დღე უფრო მტკიცედ მოიკიდებდა ფეხს მთელ ქვეყანაზე.
Children reared on artificial milk would be far better adapted to the artificial existence gaining ground every day in every country.
72819.
აველუმი | თავი VII
მალე ყველაფერი ხელოვნური იქნებოდა, არა მარტო დედის რძე, არამედ ჰაერიც, წყალიც, პურიც და არა მარტო რომელიმე ორგანო ადამიანისა, სასქესო ან სასუნთქი, არამედ მთლიანად ადამიანი.
Soon everything would be artificial, not just mother’s milk but air, water, bread, and not just particular human organs, sexual or respiratory, but whole human beings.
72820.
აველუმი | თავი VII
აქეთკენ მივისწრაფვით ყველანი თავქუდმოგლეჯილებიო - იცინოდა მრისხანებისგან ყბამოქცეული აველუმი.
"This is the direction we’re all heading in at breakneck speed", laughed Avelum, his jaw twisted in rage.