მოიძებნა 668048 ჩანაწერი
73041.
აველუმი | თავი VI
უნდა ჩავაბარო გიდებისთვის აუცილებელი კიდევ ერთი გამოცდა, თორემ მუშაობას ამიკრძალავენ.
I have to take one more exam essential for becoming a guide, or else I shan’t be allowed to work.
73042.
აველუმი | თავი VI
ესღა მაკლდა!
That’s all I needed.
73043.
აველუმი | თავი VI
დედა და დები სამხრეთში წავიდნენ.
My mother and sisters have gone to south.
73044.
აველუმი | თავი VI
მამაც იქ ჩავა აფრიკიდან, თავის პეპლებიანად.
Daddy will come here from Africa with his butterflies.
73045.
აველუმი | თავი VI
პარიზში მარტო მეღა ვრჩები, რათა ვიმუშაო.
I’m the only one left in Paris, so as to work.
73046.
აველუმი | თავი VI
ბევრი ჩემი ნაცნობი მსახურობს მოსკოვში.
A lot of my acquaintances are working in Moscow.
73047.
აველუმი | თავი VI
ერთი ჩემი მეგობრის მამა ამჟამად თბილისშია.
The father of one of my friends is in Tbilisi at the moment.
73048.
აველუმი | თავი VI
ყველასი მშურს, მაგრამ შურით რას გააწყობ.
I envy them all, but what good is envy?
73049.
აველუმი | თავი VI
ალბათ ზაფხულში ვერ ჩამოვალ.
I probably shan’t be able to come in summer.
73050.
აველუმი | თავი VI
არ დაგავიწყდეს რაც დამპირდი!
Don’t forget what you promised me.
73051.
აველუმი | თავი VI
რას დაჰპირდა ნეტავ?!
What had he promised her, I wonder?
73052.
აველუმი | თავი VI
თუმცა, იმედი უნდა ვიქონიოთ, არ დაავიწყდებოდა, შეუსრულებდა დანაპირებს.
But we should hope that he hadn’t forgotten and would keep his promise.
73053.
აველუმი | თავი VI
კარგია რომ ბევრს არ სვამ.
It’s good that you’re not drinking too much.
73054.
აველუმი | თავი VI
როგორც თევზი ვერ გადაეჩვევა ცურვას...
Like a fish that can not give up swimming…
73055.
აველუმი | თავი VI
აი, მე კი ნამდვილად ბევრი მძინავს და ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, საერთოდ აღარ გავიღვიძებდი.
Well, I really am sleeping a lot and, if I had my way, I wouldn’t wake up again.
73056.
აველუმი | თავი VI
უკვე დალეული აქვს ჯადოსნური ყვავილების ნახარში, ჯულიეტას წამალი, და სასიამოვნოდ ეწვის, ეგლიჯება გულმუცელი.
She had now drunk the magic potion of flowers, Juliet’s poison, and her guts are pleasantly burning and being torn apart.
73057.
აველუმი | თავი VI
ვერაფრით ვეღარ ამოაბრუნებს უკან, სულ ასე სასიამოვნოდ უნდა იტანჯოს და ელოდოს ბედნიერ აღსასრულს.
Now there’s no going back, she just has to enjoy her torment and wait for a happy ending.
73058.
აველუმი | თავი VI
მე კი ძალიან დავიღალე.
I’m very tired.
73059.
აველუმი | თავი VI
რასაკვირველია, გაგინებ, მაგრამ მიყვარხარ.
Naturally, I curse you, but I love you.
73060.
აველუმი | თავი VI
უფრო სწორად, გაგინებ, რადგან მიყვარხარ.
To be exact, I curse you because I love you.