მოიძებნა 668048 ჩანაწერი
73121.
აველუმი | თავი VI
რამდენჯერაც შესაძლებელი იქნება საბჭოეთში ჩამოსვლა, შემთხვევას არ გაუშვებს ხელიდან.
She will not miss the chance whenever it is possible to take a trip to the USSR.
73122.
აველუმი | თავი VI
შეგიძლიათ, სიტყვაზე მენდოთ, როგორც ამ ამბების უშუალო მოწმესა და მონაწილეს.
You can take my word for it as an eye-witness and participant in the whole affair.
73123.
აველუმი | თავი VI
მალე მთელ სატუსაღოს, დედამიწის ერთმეექვსედზე, ძაღლსა და მამაძაღლს ეცოდინება მისი „დიდი სიყვარულის“ შესახებ.
Soon the whole prison, absolutely everybody on one sixth of mother earth, will know about her "big love".
73124.
აველუმი | თავი VI
ყველას დააინტერესებს ეს ახალი, თუ კარგად, საფუძვლიანად დავიწყებული საოცრება.
Everyone will be interested in this new spectacle, even when it’s well and truly forgotten.
73125.
აველუმი | თავი VI
შეეხება თუ არ შეეხება, ყველა თავს ვალდებულად ჩათვლის, საკუთარი, განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეს ამ სიყვარულის თაობაზე.
Whether it’s their business or not, everyone will feel obliged to have their own particular opinion about this love affair.
73126.
აველუმი | თავი VI
ზოგი გაიკვირვებს, ზოგი გაბრაზდება, ზოგი დაემალებათ.
Some will be amazed, some will be angry, some will shun them.
73127.
აველუმი | თავი VI
მაგრამ თავად ფრანსუაზას არ ეცოდინება, რამდენად სწორია მისი საქციელი, არ ეცოდინება, რას ავალდებულებს, რას მოითხოვს მისგან საერთოდ სიყვარული.
But Françoise will never know how right she is to act as she does, what love demands and demands of her.
73128.
აველუმი | თავი VI
პირიქით, ნებისმიერი ურთიერთობა მათთან ისევ და ისევ ახალ უფსკრულებს ავლენს ამ სიცარიელეში.
Quite the contrary, any such relationships open up a series of new chasms in the emptiness.
73129.
აველუმი | თავი VI
მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა, ვინმეს თავიდანვე ამაყი სიმარტოვე ემჯობინებინოს და არ ეცადოს მაინც სამარცხვინო სიცარიელის მოპოვება, ანუ, დაკანონება უკანონობისა.
But there’s never been a case of anyone preferring proud solitude and not at least trying to find shameful emptiness, or to legitimize the illicit.
73130.
აველუმი | თავი VI
ფრანსუაზაც, ჯერჯერობით, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ბრმად თუ გამიზნულად, სამარცხვინო სიცარიელის მოპოვებას ცდილობს.
Françoise, for now, tries, consciously or not, blindly or deliberately, to find shameful emptiness.
73131.
აველუმი | თავი VI
ერთნაირი მღელვარებით მიისწრაფვის საბჭოეთის ნებისმიერ ქალაქისკენ (გარდა თბილისისა), სადაც ბედი გადაისვრის, უფრო სწორად კი, სადაც პარიზიდან გააყოლებენ გიდად რომელიმე ტურისტულ ჯგუფს.
She sets off with the same anxiety for any Soviet city (except Tbilisi) that fate sends her to, or, to be precise, wherever she has to guide a group of tourists from Paris.
73132.
აველუმი | თავი VI
ღრმადაა დარწმუნებული, ეჭვიც არ ეპარება, აუცილებლად დაუხვდება იქ მისი აველუმი, ფუძემდებელი და წარმმართველი, მიზეზი და მიზანი მისი თავგანწირული სულისკვეთებისა.
She is utterly certain, without a tinge of doubt, that there she will meet her Avelum, her selfless spirit’s founder, director, cause and goal.
73133.
აველუმი | თავი VI
დაიწყება კიდევ ერთი მომთაბარე ცხოვრება, ჩანთებითა და ჩემოდნებით ხეტიალი უცხო ქალაქის უცხო ქუჩებში, უბნიდან უბანში, ბინიდან ბინაში, რადგან იანის ქარიტების მსგავსად, ყველა როდი მოიხიბლება მათი რომანტიკული სიყვარულით.
A new nomadic life will start, wandering with bags and suitcases down alien streets in alien cities, from district to district, from flat to flat because very few are, like Jan’s Caritases, enchanted by their romantic love.
73134.
აველუმი | თავი VI
ბევრს აფრთხობს ფრანსუაზას უცხოელობა, საბჭოელისა და უცხოელის უკანონო ურთიერთობა, მით უფრო, მათ ჭერქვეშ, მათი ხელშეწყობითა და თანდასწრებით.
Many are frightened by Françoise’s foreignness, by the illicit relationship between a Soviet and a foreigner, especially under their roof, with their connivance and in their presence.
73135.
აველუმი | თავი VI
ბევრი, პირიქით, იქით შეაშინებს მათ, ხან რას გამოსძალავთ, ხან რას, პატარ-პატარა ყოველდღიური პროვოკაციებით.
Many, in fact, try to frighten them, extort something from them or stage petty, trivial provocations.
73136.
აველუმი | თავი VI
არა, რა ჩემი საქმეა, ვის ემალებით, ან რატომ იმალებით საერთოდ.
No, it’s none of my business who you’re hiding from or why you’re hiding.
73137.
აველუმი | თავი VI
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.
Good luck to you!
73138.
აველუმი | თავი VI
მაგრამ მეც ხომ უნდა მქონდეს ლუკმა მომზადებული, იმ შობელძაღლ სახლმმართველს რომ ჩავჩარო პირში სასწრაფოდ, როცა მოვა და მეტყვის, აბა, ერთი პასპორტები გამომიტანე, ვინ არიან, საიდან არიან შენი მდგმურებიო, გამიგეთ?
But I’ve got to have a titbit ready to shove in the mouth of that bastard of a concierge when he comes and tells me, “Just bring the passports so I know who your tenants are and where they’re from"? "Get me?"
73139.
აველუმი | თავი VI
ზოგ რამეს თავად გააჩუქებს, ზოგს მოპარავენ, ზოგი კი დაავიწყდება, დარჩება განშორების ფაცა-ფუცში.
Some things she actually gives them, some they steal, some she forgets, or abandons in the confusion of leaving.
73140.
აველუმი | თავი VI
ერთმა კეთილმა დიასახლისმა ფრანსუაზას კოლგოტკები თბილისში გადაუგზავნა აველუმს თავისი კეთილსინდისიერების დასამტკიცებლად და თან პატარა ახსნა-განმარტებითი ბარათიც მოაყოლა, ყოველ შემთხვევისათვის, ვინიცობაა აველუმი შინ არ იყოსო.
One kind hostess sent Françoise’s tights on to Avelum in Tbilisi, to prove how conscientious she was, and, in case Avelum was out, she enclosed a small explanatory note.