მოიძებნა 668048 ჩანაწერი
73481.
აველუმი | თავი V
გუშინ წავიდნენ ჩემი ტურისტები.
Yesterday my tourists departed.
73482.
აველუმი | თავი V
ძალიან დამწყდა გული.
I was very upset.
73483.
აველუმი | თავი V
ერთმა კომკავშირის სამკერდე ნიშანი მაჩუქა, მეორემ - ციმბირული ქვის ნამტვრევი, მესამემ - საკუთარი ცოლის ფოტოსურათი.
One gave me a Youth Communist member’s lapel badge, another gave me a fragment of Siberian stone, yet third one gave me a photo of his wife.
73484.
აველუმი | თავი V
რომელიღაც დიდი კოლმეურნეობის თავმჯდომარე ყოფილა.
She was the chairwoman of some big collective farm.
73485.
აველუმი | თავი V
მე რა უნდა მეჩუქებინა მათთვის სანაცვლოდ?!
What should I have given them in exchange?
73486.
აველუმი | თავი V
ავდექი და მთელი ჯგუფი ჩვენებურ ღვინოზე დავპატიჟე (შენც ასე მოიქცეოდი?!).
I got up and invited the whole group to try some of our wine (you’d have done the same!).
73487.
აველუმი | თავი V
ძალიან ისიამოვნეს.
They were very pleased.
73488.
აველუმი | თავი V
მოკლედ, ძალიან დამწყდა გული.
Shortly, I was very upset.
73489.
აველუმი | თავი V
სანამ აქ იყვნენ, ასე მეგონა, შენთანაც მქონდა რაღაც კავშირი და აი, ბოლო ძაფიც გაწყდა...
While they were here I thought I had some link with you and now the last thread has snapped…
73490.
აველუმი | თავი V
ამბობენ, ნოემბრის ბოლოს ქართველების ჯგუფი ჩამოდისო.
They say a group of Georgians is coming at the end of November.
73491.
აველუმი | თავი V
ეს კი ნამდვილად დიდი ბედნიერება იქნება ჩემთვის, ოღონდ არ გეტყვი, რატომ.
This will be a great joy for me, but I shan’t tell you why.
73492.
აველუმი | თავი V
ველი შენგან ახალ ამბებს.
I wait to hear your news.
73493.
აველუმი | თავი V
ველოდები ახალ წიგნს.
I’m expecting a new book.
73494.
აველუმი | თავი V
მინოსის ღორები ერთმანეთს პირიდან გლეჯენ ბავშვის თავ-ფეხს?!
Minos’s pigs are ripping a child’s limbs and head from each other’s mouth?
73495.
აველუმი | თავი V
შენ გგონია, ის წიგნი როდისმე იხილავს დღის სინათლეს?!
Do you think that this book will ever see the light of day?
73496.
აველუმი | თავი V
ეტყობა, ჩემი წერილი ისევ დაიკარგა.
It looks as if my letter’s been lost yet again.
73497.
აველუმი | თავი V
იქნებ ეს მაინც მიიღო.
Perhaps you’ll get this one.
73498.
აველუმი | თავი V
ეს იანის საქმეა.
That’s down to Jan.
73499.
აველუმი | თავი V
ის გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა.
He decides whether he gets it or not.
73500.
აველუმი | თავი V
რაც შეეხება ჩემს ჩამოსვლას მოსკოვში, ჯერჯერობით, არ არის გადაწყვეტილი.
As for my coming to Moscow, it’s not yet decided.