მოიძებნა 668048 ჩანაწერი
73541.
აველუმი | თავი V
მოკლედ, ძალიან გამიბრაზდა.
Shortly, he was very angry with me.
73542.
აველუმი | თავი V
კი მაგრამ, თქვენ რა კავშირი გაქვთ საქართველოსთანო - მეკითხება ცოტა ხნის მერე.
"Well then, what connection do you have with Georgia"? he asks me after a little while.
73543.
აველუმი | თავი V
რატომ გაინტერესებთ მაინცდამაინც ქართველი მწერლებიო - იღიმება დამცინავად.
"Why do Georgian writers interest you?" he is smiling mockingly.
73544.
აველუმი | თავი V
შენი სახე დამიდგა მაშინვე თვალწინ.
I could immediately see your face.
73545.
აველუმი | თავი V
უეცრად, ენა ჩამივარდა.
Suddenly, I was lost for words.
73546.
აველუმი | თავი V
არა, პირიქით, ენად გავიკრიფე, მივედ-მოვედე ღობე-ყორეს, მივუკიბ-მოვუკიბე ათასი სისულელე.
No on the contrary: I found my tongue, I beat around the bush, I said a thousand stupid things.
73547.
აველუმი | თავი V
ნამყოფი ვარ საქართველოში მეთქი.
"I’ve been to Georgia", I said.
73548.
აველუმი | თავი V
რუსთაველის იუბილეს დავესწარი და იქაური მწერლებიც მაშინ გავიცანი.
I was at the Rustaveli jubilee and that’s when I got to know the writers there.
73549.
აველუმი | თავი V
მე, პირადად, არ მეგულება იმ დონის ქართველო მწერალი, თქვენი ყურადღების ღირსი იყოს.
I don’t think any Georgian writer is good enough to be worth your attention.
73550.
აველუმი | თავი V
ღვარძლი სახეზე ჩამოსდის.
The spite was on his face.
73551.
აველუმი | თავი V
რა შეემთხვა ასეთი, საცოდავს?
What could have happened to the wretch?
73552.
აველუმი | თავი V
ალბათ მძიმე ცხოვრება აქვს გამოვლილი.
He’s probably had a tough life.
73553.
აველუმი | თავი V
მაგრამ ახლა იმის შემეშინდა, არ ჩამაცივდეს, როგორღაც არ დაადგინოს შენი ვინაობა და რამე უსიამოვნება არ შეგამთხვიოს მეთქი.
But now I’m afraid he might pester me and somehow find out who you are and cause you some unpleasantness.
73554.
აველუმი | თავი V
ყველაფერია მოსალოდნელი ასეთი უბედური ადამიანისგან.
Wretches like that are capable of anything.
73555.
აველუმი | თავი V
სხვათა შორის, სულ ავადმყოფობდა, სულ სასტუმროში იჯდა.
By the way, he’s been ill all the time, and has stayed in a hotel.
73556.
აველუმი | თავი V
მწერლობა საერთოდ ნაკლებად მაინტერესებს, უბრალოდ ქართველი მეგონეთ და მხოლოდ იმიტომ დავიწყე ამ თემაზე საუბარი მეთქი.
"Literature doesn’t interest me so much, it’s just I thought you were Georgian and that’s the only reason I started a conversation on the subject", I said.
73557.
აველუმი | თავი V
ის კი ისევ ისე იღიმება, თვალები ზეთის გუბეებივით უბზინავს და ქირქილებს - თქვენ ალბათ ესა და ეს კაცი გაინტერესებთო.
And he smiled again, his eyes shone like oily puddles, and he chuckled, "You’re probably interested in so-and-so".
73558.
აველუმი | თავი V
მაინც ახსენა შენი სახელი!
He still mentioned your name!
73559.
აველუმი | თავი V
არა მეთქი - ვიყვირე, გავასავსავე ხელები.
"No", I said, - I shouted, flapping my hands.
73560.
აველუმი | თავი V
თქვენ რა იცით, საიდან იცით, ანდა რატომ უნდა იცოდეთ მე ვინ მაინტერესებს.
What do you know, how do you know, or why should you know, who interests me?