მოიძებნა 668048 ჩანაწერი
73561.
აველუმი | თავი V
ვეღარ ვსუნთქავდი და გულიც აღარ მიფეთქავდა.
I couldn’t breathe and my heart stopped beating.
73562.
აველუმი | თავი V
მკვდარი ვდგავარ ფეხზე და სულელურად ვიღიმები.
I am dead on my feet and smiling stupidly.
73563.
აველუმი | თავი V
იმას ვუღიმი, იმას ველაქუცები.
I am smiling at him, I am fawning on him.
73564.
აველუმი | თავი V
იმის მოთაფვლას ვცდილობ.
I am trying to sweeten him up.
73565.
აველუმი | თავი V
მწერლობაზე სხვა დროს გავაგრძელოთ საუბარი მეთქი.
"Let’s talk about literature some more another time", I said.
73566.
აველუმი | თავი V
არც თითო ჭიქა კარგი ფრანგული ღვინო გვაწყენს მეთქი.
"A glass of good French wine each wouldn’t do us any harm" I said.
73567.
აველუმი | თავი V
მოკლედ, რაც არ უნდა მითხრას, თანახმა ვარ, რასაკვირველია, შენი გულისთვის.
In short, whatever he said to me, I agreed with him, for your sake, of course.
73568.
აველუმი | თავი V
მიაქციე ამას ყურადღება, სცენები რომ არ გამიმართო მერე, როგორც გჩვევია.
Take note of that so you don’t make a scene later, as you tend to do.
73569.
აველუმი | თავი V
საბედნიეროდ, მშვიდობიანად დავშორდით მაინც.
Fortunately, we parted amicably.
73570.
აველუმი | თავი V
თავისი წიგნი მაჩუქა, წარწერით.
He gave me his book, with an inscription.
73571.
აველუმი | თავი V
ფრანგულ მშვენიერებას რუსული მადლიერებით.
French beauty with Russian grace.
73572.
აველუმი | თავი V
რა ჩემი ბრალია?!
I can’t be blamed for that?
73573.
აველუმი | თავი V
წიგნს რომ მაძლევდა, მაშინ მითხრა სწორედ, ის არის ჩვენში მეტნაკლებად ცნობილი ქართველი, მაგრამ არა როგორც მწერალი, არამედ როგორც დიდი მუსუსიო.
When he was giving me the book he told me, "he is pretty well our best known Georgian, but as a big womaniser, not as a writer.’
73574.
აველუმი | თავი V
აი, ეგ კი ნამდვილად არ მაინტერესებს მეთქი - ავიფარე ყურებზე ხელი.
"That’s not what interests me", I said, blocking my ears.
73575.
აველუმი | თავი V
ის კი თავისას მიერეკება, მიყვება და მიყვება შენს სასიყვარულო თავგადასავლებს.
But he wouldn’t leave off and kept on telling me all about your love affairs.
73576.
აველუმი | თავი V
რატომ უსმენ, რატომ ითმენ, რატომ არ ბრაზდები მეთქი, ვუყვირი გუნებაში ჩემს თავს, მაგრამ კი არ ვბრაზდები, უარესად ვფრთხები.
"Why are you listening to him, why are you putting up with this, why aren’t you getting angry"? I yelled silently at myself, but I didn’t get angry, I just got more alarmed.
73577.
აველუმი | თავი V
ხომ შეიძლება ჩვენი ამბავიც იცოდეს?!
Could he possibly know about us?
73578.
აველუმი | თავი V
სხვათაშორის, ბევრი რამ უიმისოდაც ვიცოდი, ადრეც მქონდა გაგებული სხვებისგან.
In any case, I knew a lot of it without him, I’d heard it before from other people.
73579.
აველუმი | თავი V
ასე რომ, ყველაფერს როდი ტყუოდა შენი ყოფილი თანამემამულე.
So your former compatriot was not wrong to say all that.
73580.
აველუმი | თავი V
სიამოვნებისგან ხელებს იფშვნეტდა ჩემი შემხედვარე.
He was rubbing his hands at the sight of me.