მოიძებნა 668048 ჩანაწერი
73621.
აველუმი | თავი V
ვიცი მალე ვერ გნახავ და იმიტომ ვიღრინები.
I know I’m not going to see you soon, which is why I grumble.
73622.
აველუმი | თავი V
ალბათ ზამთრამდე არაფერი არ გამოვა.
Probably nothing will be sorted until winter.
73623.
აველუმი | თავი V
ისევ ჩემი უფულობის გამო.
Again, because I have no money.
73624.
აველუმი | თავი V
გადავდივარ ახალ ბინაში.
I’m moving to a new flat.
73625.
აველუმი | თავი V
სრულიად ცარიელია, სკამიც არ მაქვს.
It’s completely empty, I don’t even have a chair.
73626.
აველუმი | თავი V
ასეთია ჩვენთან დამოუკიდებელი ცხოვრება.
That’s what independent life is like for us here.
73627.
აველუმი | თავი V
სესილი და მისი ქმარი პარიზში გადმოვიდნენ სამუშაოდ ოთხი წლით.
Cécile and her husband have moved to Paris to work for four years.
73628.
აველუმი | თავი V
მოსკოვში რომ არ ემუშავა სესილის ქმარს, ვერასოდეს გაგიცნობდი.
If Cécile’s husband hadn’t been working in Moscow, I’d never have got to know you.
73629.
აველუმი | თავი V
ადამიანები უფრო მეტად არიან ერთმანეთზე დამოკიდებულნი, ვიდრე ჰგონიათ, ანდა ამჩნევენ.
People depend more on each other than they think, or notice.
73630.
აველუმი | თავი V
სესილს ყველაფერი გულახდილად მოვუყევი და იმანაც ყველაფერი მშვენივრად გაიგო.
I’ve been frank and told Cécile everything, and she understood everything beautifully.
73631.
აველუმი | თავი V
სხვა არაფერია ახალი.
There’s nothing else new.
73632.
აველუმი | თავი V
საშინლად მიყვარხარ და გკოცნი.
I love you terribly and I kiss you.
73633.
აველუმი | თავი V
იმედია მიიღე ჩემი წერილი, ანდა მალე მიიღებ.
I hope you got my letter, or will get it soon.
73634.
აველუმი | თავი V
კოშმარები არ მაკლია, მაგრამ კოშმარებისთვისაც მადლობელი ვარ.
I don't lack nightmares, but I’m grateful even for this nightmares.
73635.
აველუმი | თავი V
ხანდახან ისეთი საზარელი ფიქრები მომდის თავში, თვითონვე მეშინია.
Sometimes such horrible thoughts come into my head that I get scared.
73636.
აველუმი | თავი V
სრულიად შემთხვევით შევიტყვე, რომ ადამიანებმა, რომლებიც პირადად არ მიცნობენ, ბევრი რამ იციან ჩვენს შესახებ.
By sheer chance I’ve found out that people who don’t know me personally know a lot about us.
73637.
აველუმი | თავი V
ალბათ შენ გიცნობენ, თორემ სხვანაირად როგორ...
They probably know you, otherwise how else…
73638.
აველუმი | თავი V
არ ვიცოდი, ასეთი სახელგანთქმული თუ იყავი.
I didn’t know you were such a celebrity.
73639.
აველუმი | თავი V
ჩავაბარე არცთუ ძალიან სერიოზული გამოცდა და უკვე უფლებამოსილი ვარ, თავი გიდად ჩავთვალო.
I’ve taken a not very serious exam and I’m now entitled to call myself a guide.
73640.
აველუმი | თავი V
ბებია გარდამეცვალა კიბოთი.
Granny’s died of cancer.