მოიძებნა 668048 ჩანაწერი
73781.
აველუმი | თავი V
ლიანასთან მართლა დახვდათ ნაძვის ხე, მორთულ-მოკაზმული, რამაც კიდევ უფრო გაუმძაფრათ საზეიმო გუნებაგანწყობილება.
There really was a Christmas tree, fully decorated at Liana’s, which heightened their festive mood still more.
73782.
აველუმი | თავი V
ლიანამ ნაძვის ხის სანთლები აანთო და თვითონ სამზარეულოში გავიდა, „ნამდვილი“ ყავის მოსადუღებლად.
Liana lit the Christmas tree candles and went out to her kitchen to make "real" coffee.
73783.
აველუმი | თავი V
ვალოდია ტახტზე მიწვა.
Volodia lay down on a divan.
73784.
აველუმი | თავი V
გაშეშებული თვალები შუშის ნამტვრევებივით უბრჭყვიალებდა აპარპარებული სანთლების შუქზე.
In the flickering candle light his lifeless eyes shone like shards of glass.
73785.
აველუმი | თავი V
მოსკოველი პოეტი იატაკზე დაჯდა, ცოლს მიუჯდა ფეხებთან.
The Moscow poet sat on the floor, by his wife’s feet.
73786.
აველუმი | თავი V
აველუმი კი გრძნობდა უჩინარი თოკი სამზარეულოსკენ ექაჩებოდა.
Avelum felt an invisible rope tugging him into the kitchen.
73787.
აველუმი | თავი V
მაგრამ, ჯერჯერობით, უძალიანდებოდა და მოსკოველი პოეტის ხმადაკარგულ ცოლს ეარშიყებოდა ვითომ, ოღონდ, ხაზგასმული თავაზიანობით.
But he resisted it for now and flirted by being excessively polite to the Moscow poet’s wife, who had lost her voice.
73788.
აველუმი | თავი V
ჩვეულებრივ, სავალდებულო ყურადღებას უფრო გამოხატავდა, ვიდრე გრძნობას, ან სურვილს.
He was expressing ordinary, obligatory attention, rather than real feeling or desire.
73789.
აველუმი | თავი V
რამდენიმე იაფფასიანი ქათინაურიც უთხრა.
He paid her a few cheap compliments.
73790.
აველუმი | თავი V
ძალიან იდუმალი, სასიამოვნოდ ამაფორიაქებელი ხმა გაქვთ.
You have a very mysterious, pleasantly exciting voice.
73791.
აველუმი | თავი V
მოსკოველი პოეტი მათკენ არც იხედებოდა, მაგრამ აშკარად უსმენდათ, თავისთვის მომღიმარი, და თანხმობისა თუ კმაყოფილების ნიშნად, მისდა უნებურად, თავსაც აკანტურებდა.
The Moscow poet didn’t even glance at them, but he was clearly listening, smiling to himself and unwittingly nodding to show his agreement or satisfaction.
73792.
აველუმი | თავი V
მერე აველუმი სამზარეულოში შევიდა და კართან გულხელდაკრეფილი გაჩერდა.
Then Avelum went to the kitchen and stood at the door, his arms crossed.
73793.
აველუმი | თავი V
ლიანა გაზის ქურასთან იდგა და ყავადანში სუფრის კოვზით ყრიდა ყავას თუნუქის ძველებური ყუთიდან.
Liana was standing by the gas hob, taking coffee with a table spoon from an old-fashioned tin box and putting it into the coffee-pot.
73794.
აველუმი | თავი V
მაშინვე მოხედა და გაუღიმა.
She looked at him immediately and smiled.
73795.
აველუმი | თავი V
თავი რომ მოაბრუნა, ცალ მხარეს ჩამოშლილ თმიდან ყურის ბიბილომ გამოაჭყიტა.
When she turned her head, her hair fell away on one side and gave him a glimpse of one ear-lobe.
73796.
აველუმი | თავი V
შუახნის ქალი იყო, მაგრამ ძველი მომხიბვლელობა ჯერ კიდევ შერჩენოდა.
She was a middle-aged woman, but she still had her old charm.
73797.
აველუმი | თავი V
რაც მთავარია, ჯერჯერობით, თვითონაც ახალგაზრდულად ეჭირა თავი.
Above all, she still acted youthfully.
73798.
აველუმი | თავი V
აველუმი ნელა მიუახლოვდა.
Avelum slowly closed in.
73799.
აველუმი | თავი V
ლიანაც, ეტყობა, ელოდებოდა, რადგან აღარ მოუხედავს უკან.
Liana seemed to expect this, because she stopped looking behind her.
73800.
აველუმი | თავი V
აველუმმა ხელები მხრებზე ჩამოადო და ყურის ბიბილოზე აკოცა.
Avelum put his hands on her shoulders and kissed her ear-lobe.