მოიძებნა 668048 ჩანაწერი
73881.
აველუმი | თავი V
გარი ერთი კეთილი, ღონიერი ბიჭია, ცხვირგატეხილი და სახენაიარევი.
Garry is a fine strong lad, with a bent nose and a scarred face.
73882.
აველუმი | თავი V
ცუდად გაკერილი ჭრილობის კვალი მთელ სახეზე გასდევს, საფეთქლიდან ტუჩის კუთხემდე.
Traces of a badly stitched wound ran right across his face, from his temple to the corner of his lip.
73883.
აველუმი | თავი V
რაისა წყნარი ქალია, ცოლივით უფრო იქცევა, ვიდრე საყვარელივით.
Raisa is a quiet woman: she acts more like a wife than a sweetheart.
73884.
აველუმი | თავი V
ერთი-ორჯერ ახალი მეზობლებიც მიიპატიჟეს ტელევიზორის საყურებლად და დიდ პატივადაც ჩათვალეს ქართველი მწერლისა (თუნდაც უცნობისა) და მისი მეგობრის (ნამდვილი უცხოელი ქალის) სტუმრობა.
Once or twice they invited a neighbour in to watch television and they considered it a great honour to have a Georgian poet (even if he was unknown) and his friend (a real foreign woman) staying.
73885.
აველუმი | თავი V
პოლკოვნიკის ქვრივი მწოლიარე ავადმყოფია - სანთელივით დალეული.
The colonel’s widow is bedridden: as thin as a candlestick.
73886.
აველუმი | თავი V
სლავაც ბუნებით წყნარი კაცია, ქარხანაში მუშაობს ზეინკლად, მაგრამ შესვენებაზე აუცილებლად შემოირბენს ხოლმე დედის დასაპურებლად.
Slava is peaceful by nature; he is a factory metal-worker, but at lunch breaks he always drops in on his mother to eat.
73887.
აველუმი | თავი V
საერთოდ, ავადმყოფი დედის მოვლის გარდა, არაფერი აინტერესებს.
Apart from looking after his sick mother, nothing interests him.
73888.
აველუმი | თავი V
ურეცხავს საცვალს, უმზადებს სადილს, გააქვს მისი ქოთანი და ღამეც მის გვერდით წევს, იატაკზე, თუმცა, ეს ოთახის სივიწროვით უფროა გამოწვეული, ვიდრე დედა-შვილური სიყვარულით.
He washes her underwear, cooks her dinner, takes out her chamber pot, and at night sleeps on the floor by her bed, though this is more because the room is so narrow than because of filial love.
73889.
აველუმი | თავი V
მათ ოთახში, უბრალოდ, ყოვლად შეუძლებელია მეორე საწოლის დადგმა.
There is no question of fitting another bed in their room.
73890.
აველუმი | თავი V
მაგრამ დედის მოყვარული და პატივისმცემელი სლავა კვირაში ერთხელ უგონოდ თვრება და მისი მონურად მორჩილი, მონურად მხდალი ბუნება ერთბაშად თავისუფლდება ყოველგვარი ბორკილისგან.
But once a week Slava, who loves and respects his mother so much, gets totally drunk and his submissive and timid slave’s nature suddenly burst free of its shackles.
73891.
აველუმი | თავი V
წყნარი, მორიდებული სლავა (განსაკუთრებით, თუ გარი არ არის შინ), მთელ სახლში კბილატკივებული დათვივით ბობოქრობს და არა მარტო ჭურჭელს ამტვრევს, არა მარტო ტანსაცმელს იხევს ზედ, ავადმყოფ დედასაც მიბეგვავს ხოლმე.
The gentle, reserved Slava (especially if Garry is out) rampages round the whole building like a bear with toothache, and not only smashes crockery or rips up clothes, but punches his sick mother.
73892.
აველუმი | თავი V
თან ყელგამოჭრილივით ხრიალებს: ამიხსენით, გამაგებინეთ, რატომ დახვრიტეს მამაჩემიო.
At the same time he yells in a creaking voice, "Explain to me, tell me why my father was shot".
73893.
აველუმი | თავი V
მხოლოდ გარის შეუძლია მისი დამშვიდება.
Only Garry can calm him down.
73894.
აველუმი | თავი V
გარის არ უყვარს ბევრი ლაილაი, წაავლებს ქეჩოში ხელს და მაშინვე ეზოში უკრავს ხოლმე თავს, გინდაც გარეთ ორმოცი გრადუსი ყინვა იყოს.
Garry disliked empty talk, grabs Slava by the scruff and throws him into the yard, even if it is minus forty outside.
73895.
აველუმი | თავი V
სლავას, რა თქმა უნდა, ეშინია გარისა, მაგრამ არაყსა და შიგ გახსნილ ნარკოტიკს (ძირითადად დედამისის წამლებს), მაინც თავისი გააქვს.
Slava is naturally afraid of Garry, but the vodka and the drugs he had dissolved in it (usually his mother’s medicine) have their effect.
73896.
აველუმი | თავი V
დედა ტირის, ეხვეწება - გაჩუმდი, ორივეს დაგვიჭერენო.
His mother weeps, pleading, "Be quiet, or we’ll both be arrested".
73897.
აველუმი | თავი V
მაგრამ სლავას არაფერი ეყურება, ვიდრე გონებას არ დაკარგავს.
But Slava takes no notice until he loses consciousness.
73898.
აველუმი | თავი V
უცებ გაშავდება და პირზე დუჟმორეული იატაკზე გაიშხლართება მკვდარივით.
He suddenly blacks out and, his mouth foaming, sprawls on the floor like a corpse.
73899.
აველუმი | თავი V
სლავაც გვამივით ეგდო ისედაც ვიწრო, ჩაბნელებული დერეფნის იატაკზე და ყველანი იძულებულნი იყვნენ ზედ გადაებიჯათ, ვიდრე შხამი გამონელდებოდა და თავისით წამოდგებოდა.
Slava lay like a corpse on the floor of the narrow, darkened corridor and everyone was forced to step over him until he had digested the poison and got up of his own accord.
73900.
აველუმი | თავი V
ფრანსუაზას ფუშეების კომფორტაბელურ ბინაში უნდა ეცხოვრა, როგორც მათ ოფიციალურ სტუმარს, აველუმს კი - იანთან, ჩვეულებრივ საბჭოურ პირობებში.
Françoise should have stayed at the Fouchets’ comfortable flat, since she was officially their guest, while Avelum stayed in normal Soviet conditions with Jan.