მოიძებნა 668048 ჩანაწერი
73941.
აველუმი | თავი V
ეს მღელვარებაც, ისევ და ისევ იმ თანდაყოლილი და ამოუხსნელი შიშის გამოძახილია, ასე რომ აწამებს მთელი ცხოვრების მანძილზე, გამოცდას რომ უწყობს ყოველ ნაბიჯზე და, რა თქმა უნდა, შეგნებულად - გასალაჩრებლად, დასაჩოქებლად.
His anxiety was constantly accompanied and caused by the inexplicable fear that tormented him all his life, arranging ordeals for him at every step: it did so on purpose, naturally, to intimidate him, to cow him.
73942.
აველუმი | თავი V
„არავითარ შემთხვევაშიო“ - ამბობს ხმამაღლა, პალტოს ღილებს იხსნის და, შარვლის ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, თამამად, დაუდევრად მიაბიჯებს ბუფეტისკენ, აზუზუნებულ მაგიდებს შორის.
"Certainly not", he said aloud, undoing his overcoat buttons, his hands in his trouser pockets, striding boldly and fearlessly through the buzz of the tables to the buffet.
73943.
აველუმი | თავი V
მიყურეთ, რამდენიც გნებავთ.
Look at me as much as you want.
73944.
აველუმი | თავი V
დიახ, ეს მე ვარ, აველუმი!
Yes, it’s me, Avelum.
73945.
აველუმი | თავი V
ახლა ყავასა და ბუტერბროდებს ვიყიდი.
I’m going to buy coffee and a sandwich.
73946.
აველუმი | თავი V
დილიდან ხემსი არ ჩამსვლია პირში.
I haven’t had a bite to eat since I got up.
73947.
აველუმი | თავი V
მანქანაშიც საკმაოდ გავიყინე.
I was frozen in the car.
73948.
აველუმი | თავი V
ბოლოს და ბოლოს, დღესასწაულზე ვარ ჩამოსული და არა სატირალში.
Anyway, I’ve come to celebrate, not to mourn.
73949.
აველუმი | თავი V
კანკალი და გულის ხეთქვა მერეც მეყოფა.
I’ll have plenty of fear, trembling and heartbreak afterwards.
73950.
აველუმი | თავი V
დიახ, სამი ყავა და ყველანაირი ბუტერბროდი სამ-სამი ცალი - ყველიანიც, ძეხვიანიც, შაშხიანიც, ხიზილალიანიც.
Yes, three coffees and three of every sort of sandwich — cheese, sausage, bacon and caviar.
73951.
აველუმი | თავი V
თუმცა, რა თქმა უნდა, არაფრის ჭამა არ შეუძლია თავად.
But he can not eat anything himself.
73952.
აველუმი | თავი V
ხორხი ისევ წებოვანი ნერწყვითა აქვს ამოვსებული.
His mouth is still covered in sticky mucus.
73953.
აველუმი | თავი V
ყავის ყოველ ყლუპს ღრმა, თურქულ ნაფაზს აყოლებს და ამით ცდილობს აკანკალებული ყბის გაჩერებას.
Quaffing coffee often, he follows each gulp with a deep drag of a Turkish cigarette, trying to stop his jaw trembling.
73954.
აველუმი | თავი V
სამაგიეროდ, მამა-შვილი პირწმინდად ნთქავს ბუტერბროდების პირამიდას.
Meanwhile father and son are devouring the whole pyramid of sandwiches.
73955.
აველუმი | თავი V
ეტყობა, გზამ და სიცივემ მოამშიათ.
Clearly, they are famished from the journey and the cold.
73956.
აველუმი | თავი V
ლეონ ფუშე ლაპარაკის გუნებაზე დგება.
Leon Fouchet is in a talkative mood.
73957.
აველუმი | თავი V
მთელი გზა თითქმის უბრად ისხდნენ მანქანაში.
They’d sat in the car the whole journey almost without speaking.
73958.
აველუმი | თავი V
ახლა ცოტათი მოითქვეს სული, გათბნენ კიდეც და შეუძლიათ, თავიანთი ადამიანობაც გამოამჟღავნონ, სიტყვითაც დაადასტურონ ადამიანები რომ არიან, ანუ, ტკბილი სიტყვა უთხრან ერთმანეთს - გასამხნევებელი გაამხნევონ, დასაფასებელი დააფასონ.
Now they have recovered a bit, warmed up, they can recover their human form, prove by words that they were human, say nice things to one other, encourage whoever needs encouraging, esteem whoever needs esteeming.
73959.
აველუმი | თავი V
აბა, სხვა რაა ადამიანობა?!
What else does being human mean?
73960.
აველუმი | თავი V
ლეონ ფუშესაც სურს ერთი ასეთი სიტყვა გამონახოს და აველუმს მიეხმაროს მღელვარების დაძლევაში.
Leon Fouchet wants to find such word to help Avelum overcome his anxiety.