მოიძებნა 668048 ჩანაწერი
74021.
აველუმი | თავი V
კი მაგრამ, თქვენ ხომ რუსი არ ხართ? არ ვარ!
But you’re not Russian? I’m not.
74022.
აველუმი | თავი V
სხარტად პასუხობს აველუმი - „და არც ფრანსუაზას შვილი იქნება მინიატურული ბოროდინო, თუკი, თავისავად ცხადია, ჩემგან ეყოლება შვილი“.
Avelum retorted brusquely, "and obviously Françoise’s baby won’t be a miniature Borodino, even if the baby’s mine".
74023.
აველუმი | თავი V
კოლია-კლოდი კოვზს აკაკუნებს ყავის ცარიელ ფინჯანზე.
Kolia-Claude is banging his spoon against the empty coffee cup.
74024.
აველუმი | თავი V
მეზობელი მაგიდიდან გაოცებულნი იხედებიან.
People at the next table are looking with amazement.
74025.
აველუმი | თავი V
საერთო ზუზუნში, დროგამოშვებით, ადგილობრივი დიქტორის მოთენთილი, დამამადლებელი ხმა შემოიჭრება ხოლმე.
Now and again the general buzz of voices is interrupted by the airport announcer’s weary, resentful voice.
74026.
აველუმი | თავი V
კი მაგრამ, შენ რა იციო - უკვე ბრაზიანად უღიმის აველუმი.
"Maybe, what do you know about it"? Avelum smiles angrily.
74027.
აველუმი | თავი V
ვიცი, ზინამ მითხრა (ზინა დეიდამისია).
I know, Zina told me. (Zina was his aunt).
74028.
აველუმი | თავი V
ზინა შინაბერაა და ყველაფერი იცის.
Zina is a spinster and she knows everything.
74029.
აველუმი | თავი V
იცით, კიდევ რა მითხრა?!
You know what else she told me?
74030.
აველუმი | თავი V
მამაკაცთან არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ჩემზე უკეთ ვერავინ აღწერს ამ საზიზღარ განცდასო, ვერც პოეტიო.
"I’ve never been with a man but nobody, not even a poet, can describe better than me that revolting experience".
74031.
აველუმი | თავი V
ისიც მითხრა, არავის უთხრაო, მაგრამ თქვენთან ყველაფრის თქმა შემიძლია.
She told me not to tell anyone, but I can tell you anything.
74032.
აველუმი | თავი V
თქვენ სხვა ხართ.
You’re different.
74033.
აველუმი | თავი V
თქვენ ისიც იცით, მე რომ მეჯავრებით, მაგრამ მაინც შოკოლადს მთავაზობთ.
You know I hate you, but you still offer me chocolate.
74034.
აველუმი | თავი V
„აბა რა იქნება ფრანსუაზას შვილი“ - უბრუნდება მთავარ საკითხს.
"So what will Françoise’s baby be"? he is returning to the main subject.
74035.
აველუმი | თავი V
განგებ აყოვნებს აველუმი, ნირწამხდარი, გულმოკლული, შეწუხებული, შეყვარებული ბავშვის დაუნდობელი გულახდილობით - „ღატაკის ძღვენი, მდიდრისთვის მირთმეული“.
Avelum deliberately hesitates: he felt downcast, depressed, saddened by the infatuated child’s relentless frankness, "a poor man’s offering to the rich".
74036.
აველუმი | თავი V
რა იქნება და, ბრიყვის გადაგდებული და ჭკვიანის აღებული ცერცვის მარცვალი.
It will be a bean thrown away by a fool and picked up by a wise person.
74037.
აველუმი | თავი V
თვითმფრინავი დროზე მოდისო - ამბობს ლეონი და თავის სკამზე ჯდება.
"The plane’s on time", said Leon, sitting down on his chair.
74038.
აველუმი | თავი V
საფერფლეში ჯერ კიდევ ბოლავს მისი დატოვებული სიგარეტი.
The cigarette he’d left in the ashtray is still burning.
74039.
აველუმი | თავი V
როცა ადგილობრივი დიქტორი თვითმფრინავის მშვიდობიან დაფრენას იუწყება, აველუმი უკვე დარბაზის მეორე ბოლოში სცემს ბოლთას.
When the airport announcer informs everyone that the plane has landed safely, Avelum is already pacing up and down the other end of the hall.
74040.
აველუმი | თავი V
ლეონ ფუშე შორიდან უქნევს ხელს და უღიმის.
Leon is waving at him from afar and smiles.