მოიძებნა 668048 ჩანაწერი
74241.
აველუმი | თავი IV
რაკი უყვარს და, რაც მთავარია, ეამაყება კიდეც ეს სიყვარული, ვერაფერი ვეღარ მოერევა.
Because she loves it and, above all, is proud of this love, nothing can now hold her back.
74242.
აველუმი | თავი IV
ისე მოდის, თითქოს მთელმა ქვეყანამ იცის, ან თუ არ იცის, უნდა შეიტყოს, დედა რომ გახდება მალე.
She walks as if the whole world knew, or, if it didn’t, it should notice that she’s about to be a mother.
74243.
აველუმი | თავი IV
მელანიამ იცოდა ასეთი სიარული ფეხმძიმობისას.
Melania had that walk when she was pregnant.
74244.
აველუმი | თავი IV
და მაინც, ადამიანი გულუბრყვილო ცხოველია.
But human being is gullible animal.
74245.
აველუმი | თავი IV
დარწმუნებულია, მთელი ქვეყანა ისე უნდა ფიქრობდეს, როგორც თვითონ ფიქრობს და გულწრფელად ბრაზდება, თუკი მისი და ქვეყნის ფიქრი ერთმანეთს არ ემთხვევა.
He is convinced that the whole world should think as he does and is genuinely angry if their thoughts do not match.
74246.
აველუმი | თავი IV
იმ ზაფხულს მოსკოვში საერთაშორისო კინოფესტივალი ტარდებოდა და პრესბარში, ანუ, სასტუმრო „მოსკვას“ მეშვიდე სართულზე მოხვედრა დიდ პატივად ითვლებოდა.
There was an international film festival in Moscow that summer: getting into the press bar on the seventh floor of the Hotel "Moskva" was considered a great honour.
74247.
აველუმი | თავი IV
უკეთეს ადგილას, მართლაც, ვერსად წაიყვანდა კაცი „საპატიო სტუმარს“ ამ უზარმაზარ ქალაქში.
There was really no better place in that enormous city for a man to take a "respectable guest".
74248.
აველუმი | თავი IV
ისინიც, პირველსავე დღეს, იქ წაიყვანა იანმა.
Jan took them there on their very first day.
74249.
აველუმი | თავი IV
უფრო ზუსტად, ერთი ნაცნობი ქალის დახმარებით, სათითაოდ შეაპარა „კინოს სამყაროში“.
To be exact, with the help of a woman acquaintance he smuggled them in, each separately, into the "film world".
74250.
აველუმი | თავი IV
იანის თქმით, „საკმაოდ უნიჭო მსახიობი“ გახლდათ.
She was a "rather mediocre actress", as Jan said.
74251.
აველუმი | თავი IV
ეს სრულებითაც არ უშლიდა ხელს თავის გემოზე ეტარებინა დრო.
This did not stop him in any way from having a good time.
74252.
აველუმი | თავი IV
იქ, საღამოობით, არა მარტო ადგილობრივი კინოსა და პრესის მუშაკები, არამედ უცხოელი რეჟისორები და მსახიობებიც იკრიბებოდნენ.
Not only local film or press workers gathered here in the evenings: there were foreign directors and actors, too.
74253.
აველუმი | თავი IV
თუმცა იქაც, რასაკვირველია, ჩვეულებრივი მოსკოვური რესტორნის ქაოსი სუფევდა.
Though, of course, Moscow’s usual chaotic restaurant arrangements applied here, too.
74254.
აველუმი | თავი IV
მაგალითად, იმათ სუფრაზე ვიღაც იტალიელი კომერსანტი და ადგილობრივი პედერასტი ოპერატორიც ისხდნენ.
For example, an Italian businessman and a local homosexual cameraman were sitting at their table.
74255.
აველუმი | თავი IV
საცეკვაო მოედნიდან მობრუნებული აველუმი, რატომღაც, სულ იმას შიშობდა, მე ხომ არ ვჯდები სხვის სუფრაზეო.
Avelum, coming back from the dance floor, was afraid only of sitting at someone else’s table.
74256.
აველუმი | თავი IV
არადა, ყოველი ცეკვის შემდეგ, ნებისმიერ სუფრაზე იცვლებოდა თანამეინახეთა ადგილი.
In fact, after every dance, the diners’ seating changed.
74257.
აველუმი | თავი IV
ყველა იმასთან ცეკვავდა, ვის პირისპირაც აღმოჩნდებოდა შემთხვევით.
Everyone was dancing with whoever happened to be facing them.
74258.
აველუმი | თავი IV
აველუმი, მაგალითად, ანა კარინას ეცეკვებოდა და თვითონვე ეცინებოდა, იმდენად მაღალი იყო კინოვარსკვლავი მასთან შედარებით.
For example, Avelum was dancing with Anna Karina and laughing because the film star was so tall compared to him.
74259.
აველუმი | თავი IV
ალბათ ფრანსუაზაც იცინოდა მათი შემხედვარე.
Françoise, too, was probably laughing at the sight of them.
74260.
აველუმი | თავი IV
თუმცა, რას დაინახავდა, როცა თავად საერთოდ მეორე დარბაზში ცეკვავდა, უფრო სწორად, ცეკვის გაკვეთილს უტარებდა აბორიგენ ინტელექტუალებს.
But what she could see as she danced in the next room, to be precise she was giving a dancing lesson to the aborigine intellectuals.