მოიძებნა 668048 ჩანაწერი
74281.
აველუმი | თავი IV
იგი რასაკვირველია, დიდად თანაუგრძნობდა გარდაცვლილი მეუღლის ახალგაზრდა კოლეგას.
Of course, she was deeply sympathized with her late husband’s young colleague.
74282.
აველუმი | თავი IV
ფრანსუაზა ღამითაც თუ ახერხებდა დარჩენას, სულგრძელად უთმობდა თავის საძილე ოთახს, როცა აველუმს, უფრანსუაზოდ, ყოველთვის გარდაცვლილი ქმრის კაბინეტში უშლიდა ლოგინს.
If Françoise could manage to stay the night, she magnanimously gave up her bedroom, while she always made a bed for Avelum, without Françoise, in her late husband’s study.
74283.
აველუმი | თავი IV
ფრანსუაზა, რა თქმა უნდა, ახერხებდა ღამე დარჩენას, მაგრამ იქამდე ისე იღლებოდა უკვე ათასჯერ დათვალიერებულის დათვალიერებით, ერთბაშად მოუღებდა ხოლმე ბოლოს მთელი დღის დაძაბულობა და ნერვიულობა.
Françoise could, of course, stay the night, but so far she had got so tired looking at things she had looked at a thousand times before, that she was just overcome by the day’s tensions and by her nerves.
74284.
აველუმი | თავი IV
მანქანაშივე ეძინებოდა და ლიფტშიც ზეზეურად ეძინა, აველუმის მკერდზე მიყუდებულს.
She fell asleep in the car and dozed in the lift, slumped against Avelum’s chest.
74285.
აველუმი | თავი IV
რაკი სატუსაღოში იყვნენ ტურისტებად ჩამოსულები, მათი აღრიცხვაც ისევე ხდებოდა გიდის მიერ, დილა-საღამოს, როგორც ჩვეულებრივი პატიმრებისა.
Because they’d come to the prison as tourists, they had to be registered by guide, morning and evening, just like any prisoners.
74286.
აველუმი | თავი IV
მაგრამ შეიძლებოდა უარესადაც ყოფილიყო საქმე, სალაპარაკოდაც არ ენახათ ერთმანეთი, ბედად, ანი-ლუიზა რომ არ მოვლენოდათ მფარველ ანგელოზად, ფრანსუაზას თანამემამულე, დედის ტოლი ქალი.
But things could have been worse: they might never have had a chance to talk to each other if they hadn’t been granted Anne-Louise, a compatriot of Françoise, her mother’s age, as a guardian angel.
74287.
აველუმი | თავი IV
ანი-ლუიზა ფრანსუაზასთან ერთად ცხოვრობდა სასტუმროს ნომერში და ყველანაირად ცდილობდა, შეუმჩნეველი გაეხადა მოდარაჯე თვალისთვის ფრანსუაზას სატრფიალო პაემნები.
Anne-Louise shared a hotel room with Françoise and did all she could to keep a discreet watchful eye on Françoise’s trysts.
74288.
აველუმი | თავი IV
ფრანსუაზასი არ იყოს, ანი-ლუიზაც სიყვარულს დაეყენებინა ამსიგრძე გზაზე.
Like Françoise, love had sent Anne-Louise on a way just as long.
74289.
აველუმი | თავი IV
სხვათაშორის, აველუმი და ანი-ლუიზას მეგობარი ერთდროულად გამოცხადდნენ პაემანზე პირველსავე დღეს.
Actually, Avelum and Anne-Louise’s friend turned up for their trysts at the same time on the very first day.
74290.
აველუმი | თავი IV
ეს ხელაცახცახებული, ყბაჩამოვარდნილი კაცი რომ დაინახა სასტუმროს წინ, აველუმს გულმა რეჩხი უყო.
When Avelum saw this man with a quivering hand and a gaping jaw outside the hotel, his heart missed a beat.
74291.
აველუმი | თავი IV
აველუმი ფიქრობდა, ის აუცილებლად ფრანსუაზასთან იქნება რაღაცით დაკავშირებულიო.
He must somehow be linked to Françoise, Avelum thought.
74292.
აველუმი | თავი IV
ტყვეობაგამოვლილი და ციმბირმოხდილი კაცის კვალობაზე ცუდად არ გამოიყურებოდა, მაგრამ შეყვარებულს დაცინვით თუ დაუძახებდა ვინმე.
He didn’t look too bad for a man who had been through prison and Siberia, but it would have been laughable to call him a lover.
74293.
აველუმი | თავი IV
რა თქმა უნდა, აველუმს თავისი ელდა და შიში კლავდა.
Of course, Avelum was dying of shock and fear.
74294.
აველუმი | თავი IV
მაგრამ ბოლოს მაინც უტყუარი აღმოჩნდა მისი გუმანი, მისი ცხოველური ალღო.
But in the end his intuition, his animal instinct, proved infallible.
74295.
აველუმი | თავი IV
ფრანსუაზა და ანი-ლუიზაც ერთად გამოვიდნენ სასტუმროდან.
Françoise and Anne-Louise came out of the hotel together.
74296.
აველუმი | თავი IV
და მაინც, ეს შეხვედრა უფრო „ნიადაგის მოსასინჯი“, საკუთარი გრძნობების შესამოწმებელი შეხვედრა იყო და ამდენად უფრო მნიშვნელოვანიც არა მარტო წინამორბედ, არამედ შემდგომ შეხვედრებზეც.
Yet this encounter was more "testing the ground", a testimony to his own feelings and for that reason more significant than not only previous meetings, but future ones.
74297.
აველუმი | თავი IV
ჯერ კიდევ შეიძლებოდა თავის გადარჩენა.
It was still possible to escape.
74298.
აველუმი | თავი IV
თუმცა, ფრანსუაზაც გრძნობდა ალბათ ამას.
But Françoise probably felt this.
74299.
აველუმი | თავი IV
აეროპორტში ძალიან ნერვიულობდა.
She was very tense at the airport.
74300.
აველუმი | თავი IV
შეგნებულად არიდებდა აველუმს თვალს და, ამის გამო, განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებდა ყველაფერს, მტკივნეულად განიცდიდა ნებისმიერ წვრილმანს.
She deliberately avoided Avelum’s eye and therefore paid special attention to everything, morbidly savouring every detail.