მოიძებნა 668048 ჩანაწერი
74341.
აველუმი | თავი IV
რა უფლება გაქვს? ვინ მოგცა ნება, დამიდგინო, დამიკანონო ვისზე ვიფიქრო და ვისზე არა?
What right have you? Who said you could decide and dictate to me who I should or shouldn’t think of?
74342.
აველუმი | თავი IV
ცოტა თუ ბევრი? ხშირად თუ ხანდახან? ეს მხოლოდ ჩემი უფლებაა, გესმის?
A little or a lot? Often, or occasionally? That’s up to me only, do you understand?
74343.
აველუმი | თავი IV
მესმის, მაგრამ მახეში ხარ უკვე გაბმული.
I understand, but you’re snared already.
74344.
აველუმი | თავი IV
მე თუ მკითხავ, ზედმეტად ბევრს ვფიქრობ შენზე.
If you ask me, I think about you far too much.
74345.
აველუმი | თავი IV
როგორც კი მარტო დავრჩები, მაშინვე წინ ამეტუზები, გულხელდაკრეფილი, ეშმაკურად მომღიმარი, თვალმოწკურული.
As soon as I’m on my own, you’re immediately lurking there, with your arms folded, smiling craftily, winking.
74346.
აველუმი | თავი IV
გამანებე, გთხოვ, თავი, ხომ ხედავ, არ მცალია.
Leave me alone, please, you can see I am busy.
74347.
აველუმი | თავი IV
პარასკევს მივდივარ კუნძულზე.
On Friday I’m going to the island.
74348.
აველუმი | თავი IV
ეგ არ გიშველის.
That won’t help you.
74349.
აველუმი | თავი IV
ჩვენები უკვე ყველანი იქ არიან და მელოდებიან.
All our people are there already and expecting me.
74350.
აველუმი | თავი IV
ჩვენც იქ ვილაპარაკოთ, რამდენიც გინდა.
Let’s talk there, as much as you like.
74351.
აველუმი | თავი IV
ავფოფხდები ჩემს ლოდზე და ხვლიკივით მივეფიცხები მზეს.
I’ll scramble up onto my rock and I’ll bake in the sun like a lizard.
74352.
აველუმი | თავი IV
ერთხელ კიდევ წარმოვიდგენ ყველაფერს, ნაბიჯ-ნაბიჯ, ნამცეც-ნამცეც, თავიდან ბოლომდე და ბოლოდან თავამდე.
Once more I’ll see everything in my imagination, step by step, piece by piece, from the beginning to the end and from the end to the beginning.
74353.
აველუმი | თავი IV
თუმცა, შენ რა გენაღვლება - როგორც თვითონ ამბობ, წახვალ შენს კუნძულზე და გავარვარებულ ლოდებზე ხვლიკივით გაუყუჩდები მზეს.
Though, why should you be so sad — as you say yourself, you’re going to your island and like a lizard you’ll silently roast under the sun on hot rocks.
74354.
აველუმი | თავი IV
ანდა დედიშობილა იტანტალებ ბუნების წიაღში, ბუნების შვილივით, ცივილიზებული ეშუ.
Or you’ll roam stark naked in the lap of nature, like a child of nature, a civilized Eshu.
74355.
აველუმი | თავი IV
რამდენიც გენდომება, იმდენს იოცნებებ იმ ბედნიერ დღეზე, როცა შენი კაციჭამია ქართველი, ბოლოს და ბოლოს, გაადამიანდება, ეზიარება ცივილიზაციას, კულტურას და თავადაც დედიშობილა გამოგეცხადება კუნძულზე მზის ამოსვლისას.
You’ll dream all you like of the happy day when your Georgian cannibal finally becomes human, communes with civilisation and culture and appears before you stark naked at sunrise on an island.
74356.
აველუმი | თავი IV
სხვათა შორის, შიშვლად სიარული ფრანსუაზას ბებიამ და მისმა მეგობარმა დაამკვიდრეს თურმე იმ კუნძულზე.
Apparently, Françoise’s grandmother and her friend introduced nudity to this island.
74357.
აველუმი | თავი IV
მაშინ კუნძული ჯერ კიდევ უკაცური ყოფილა თითქმის.
The island was almost uninhabited at the time.
74358.
აველუმი | თავი IV
მავთულხლართებით შემოღობილი სამხედროსაზღვაო ბაზის გარდა, სულ რამდენიმე ქოხმახი მდგარა და ერთ მათგანში ფრანსუაზას ბებიას უცხოვრია.
Apart from a military and naval base surrounded by barbed wire, there were just a few shacks, in one of which Françoise’s grandmother lived.
74359.
აველუმი | თავი IV
იქ გადასახლებულა ვიღაც რუს ემიგრანტთან ერთად, კროპოტკინის უახლოეს თანამებრძოლთან და საკმაოდ უჟმურ კაცთან, რომელსაც სიცოცხლის ბოლო წლებში ვეღარავინ ელაპარაკებოდა თურმე.
After her husband left her for another woman, she moved here with a Russian émigré, Kropotkin’s closest fellow warrior, a rather gruff man, whom nobody could talk to at the end of his life.
74360.
აველუმი | თავი IV
მანსარდაში შეკეტილი, ფრანსუაზას მეტს არავის უშვებდა თავისთან.
Locked up in an attic he wouldn’t let anyone in except Françoise.