მოიძებნა 668048 ჩანაწერი
74381.
აველუმი | თავი IV
თუმცა, უფლება ალბათ აქვს, რაც არ უნდა იყოს, ის კუნძულიც საფრანგეთია, ვინ აგიკრძალავს იმის აღქმასა და ათვისებას, რასაც უყურებ, ხედავ და ამჩნევ (შეიძლება, გრძნობ კიდეც, თუნდაც უნებლიე შეხებისას).
Although they probably do have the right all the same, this island being France, nobody can forbid you to perceive and note what you are looking at, seeing and noticing (perhaps, feeling as well, if only because of accidental contact).
74382.
აველუმი | თავი IV
მაგრამ ამის გამომჟღავნება ყოვლად დაუშვებელია, ყოველ შემთხვევაში, სამარცხვინოა, უკულტურობად, ველურობად ითვლება.
But showing this publicly is considered impermissible or, at least, shameful, uncivilised, barbaric.
74383.
აველუმი | თავი IV
ვეღარც დანაჩანგლის კოპწიად დაჭერა, ვეღარც ხელსახოცის დაუდევრად მუხლზე გადაფენა, ვეღარც ჭიქების დანიშნულებისამებრ შენაცვლება ვეღარ გადაარჩენს თქვენს რეპუტაციას.
Neatly working your knife and fork, or casually spreading a handkerchief over your lap, or switching your wine glasses meaningfully won’t save your reputation now.
74384.
აველუმი | თავი IV
სტვენითა და სიცილ-ხარხარით გამოგაპანღურებენ მზის ამოსვლის კუნძულიდან და არც არავინ გაამტყუნებთ.
To the sound of whistles and loud guffaws you’ll be kicked off the island at sunrise and nobody can blame them.
74385.
აველუმი | თავი IV
ნებისმიერ კულტურულსა და ცივილიზებულ ადამიანს უნდა შეეძლოს ნებისმიერი ცხოველური მოთხოვნილების მოთოკვა ნებისმიერ ვითარებაში.
Any educated and civilised person ought to be able to suppress any animal instinct at any situation.
74386.
აველუმი | თავი IV
მოკლედ, სჯობს იმპოტენტი იყო, ვიდრე ველური.
In short, it’s better to be impotent than barbaric.
74387.
აველუმი | თავი IV
და რაკი შენ პირიქით გირჩევნია, იმიტომაც ზიხარ ხალხთა საპყრობილეში და არა მზის ამოსვლისას კუნძულზე.
And because your preferences are the reverse: that’s why you’re in the Peoples’ Prison, not on an island at sunrise.
74388.
აველუმი | თავი IV
მაგრამ ადამიანს როდისმე მაინც რომ შესძლებოდა მოუთოკავის მოთოკვა, ის მარადიული, დიდებული წიგნები ხომ არ დაიწერებოდა, რომელთა სიძველისგან გაცრეცილსა და ადამიანური დაუდევრობით დალაქულ ფურცლებს ჩვენი ნათითარიცა და ნაცრემლარიც ამჩნევია ალბათ.
But if human beings couldn’t sometimes repress the irrepressible, they couldn’t have written the eternal, glorious books, whose pages, frayed with age and stained by human carelessness, bear the marks of our fingers and tears.
74389.
აველუმი | თავი IV
გუშინ მამას ვეჩხუბე, უფრო სწორად, ის მეჩხუბა.
Yesterday I had a row with my father, or rather he had a row with me.
74390.
აველუმი | თავი IV
არც კი ვიცი, რატომ.
I don’t even know why.
74391.
აველუმი | თავი IV
ალბათ მეტყობა, მარტო შენით რომ ვარ სავსე, ყველანი რომ გამოაძევე ჩემი არსებიდან.
Probably it shows that I’m full of you, since you’ve driven everyone else out of me.
74392.
აველუმი | თავი IV
ალბათ მართლა აუტანელი სანახავი ვარ - მარტო შენით გავსებული, გასიებული, გაბერილი.
Probably I’m unbearable to look at, just filled, swollen, bloated with you.
74393.
აველუმი | თავი IV
რამდენადაც მე ვიცი, ჩემო ძვირფასო ფრანსუაზა, აველუმი ვერაფრის დიდებით ვერ გაშიშვლდებოდა დედამისის წინ.
As far as I know, my dear Françoise, Avelum would never have been naked in front of his mother.
74394.
აველუმი | თავი IV
საერთოდ მშვიდად და ჩუმად ვცხოვრობ, გუშინდელ გაუგებრობას თუ არ მივიღებთ მხედველობაში.
In general, I’m living a pretty quiet and silent life, if we don't take into account yesterday’s misunderstanding.
74395.
აველუმი | თავი IV
განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, მაგრამ ყოველ ღამე მაინც გვიან ვწვები.
I am not doing anything special, but I still go to bed late every night.
74396.
აველუმი | თავი IV
გიტარას ვუსმენ, ან კაფეში ვზივარ - ტიტველი?
I listen to guitar or I sit in a café — naked?
74397.
აველუმი | თავი IV
პარიზის გახსენებაზე ტანში მზრინავს.
I get the creeps remembering Paris.
74398.
აველუმი | თავი IV
არავითარი სურვილი არა მაქვს მუშაობისა.
I have no desire to work.
74399.
აველუმი | თავი IV
აბა, როგორ გითხრა?!
Well, how can I tell it?
74400.
აველუმი | თავი IV
მე ვიცი, რომ უსაქმურობა მონობის პირველი ნიშანია.
I know that idleness is the first symptom of slavery.