მოიძებნა 668048 ჩანაწერი
74661.
აველუმი | თავი III
სხვა ათასი ამგვარი მაღალფარდოვანი, პოეტური ბრალდება გადმოაფრქვია თავზე ენაჩავარდნილ აველუმს.
She showered Avelum’s dumbstruck head with a thousand other such high-flown poetic accusations.
74662.
აველუმი | თავი III
აველუმს გინდაც ეთქვა, მაინც ვერ გააგებინებდა, არაფერს რომ არ ამბობდა ახალს, ისიც ძველს ახლად ასაღებდა მხოლოდ.
Avelum, even if he had spoken, couldn’t have persuaded her that she was saying nothing new, but was passing off the old as new.
74663.
აველუმი | თავი III
ყველანი ასე ვართ, ყველა ჩვენგანი რახანია ძაღლივით ყმუის თავის საკუთარ „სიცარიელეში“.
We’re all like that, we’ve all been howling for some time like dogs at our own "emptiness".
74664.
აველუმი | თავი III
ადამიანი ხომ იმ სიცარიელის განუყოფელი ნაწილია, რომლითაც გარემოცულია გაჩენის დღიდან.
Human beings are, after all, an inseparable part of the emptiness which surrounds them from the day they are born.
74665.
აველუმი | თავი III
თავადაც სიცარიელეა, ყველაფრის გამტარებელი - არა მარტო წყლისა და საკვებისა, არამედ სინათლისაც, სიბნელისაც, სიცხისაც, სიცივისაც, თოვლისაც, ქარისაც, დანისაც, ტყვიისაც, სიმხეცისაც, მატარებლისაც, თვითმფრინავისაც, ავტობუსისაც, ტროლეიბუსისაც, მეტროსიც, ყველა მარკის ავტომანქანისაც, ჩვეულებრივი გამვლელებისაც, რენტგენისაც, ლაზერისაც, დენისაც, ნებისმიერი გამოსხივებისაც.
They are the emptiness through which everything passes, not just water and nourishment, but light, darkness, heat, cold, snow, wind, knives, bullets, savagery, railway trains, aeroplanes, buses, trolley-buses, the underground, all makes of car, ordinary passers-by, any sort of radiation.
74666.
აველუმი | თავი III
მოკლედ, ყველაფრისა, რითაც სიცარიელის, ანუ აბელის საფლავის ამოვსებას ვცდილობთ აბელის მკვლელობიდან მოყოლებული, მაგრამ ამაოდ.
In short, everything we try to tip into the emptiness or, ever since Abel was murdered, Abel’s grave — but in vain.
74667.
აველუმი | თავი III
სიცარიელე ყველაფერს იტევს, ითავისებს, ანდა გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენ ვაწარმოებთ, მოგვყავს, ვქმნით, ვაშენებთ, ვაკოწიწებთ...
Emptiness can accommodate, assimilate everything and is far greater than what we produce, contribute, do, build or cobble together.
74668.
აველუმი | თავი III
მაგრამ ის უცებ წამოდგა სავარძლიდან, მოულოდნელად, შუბლზე აკოცა აველუმს, როგორც უფროსმა უმცროსს, პედაგოგმა - მოწაფეს, და კარისკენ წავიდა (მადლობა ღმერთს!).
But he suddenly rose from her chair and unexpectedly kissed Avelum’s forehead, as if she were senior and Avelum junior, as a teacher would a pupil, and headed for the door (thank God).
74669.
აველუმი | თავი III
დამცინავი ღიმილი ჯერ ისევ დასთამაშებდა ტუჩებზე და ბეჭებში განგებ იხრებოდა, უფრო უშნო გამოვჩნდე, ვიდრე სინამდვილეში ვარო.
A mocking smile still played on her lips and her shoulders slouched deliberately — as if she wanted to look uglier that she really was.
74670.
აველუმი | თავი III
მხარზე კი ჯინსის გაძენძილი ნაჭრიდან შეკერილი ჩანთა ეკიდა, ღვთის გლახასავით.
She had a worn denim bag over her shoulder, and she looked like a pauper.
74671.
აველუმი | თავი III
მაგრამ მაინც ძნელი დასაჯერებელია, კაცობრიობის პანაშვიდს რომ ესწრები.
But it’s hard to believe you’re attending the funeral of mankind.
74672.
აველუმი | თავი III
შეიძლება, ენა წინ გვისწრებდეს, ცოტას ვაზვიადებდეთ კიდეც, მაგრამ აშკარაა.
Maybe we’re letting our tongue run ahead of us, or even exaggerating, but it’s clear.
74673.
აველუმი | თავი III
მონდომებული კაცი შეუიარაღებული თვალითაც დაინახავს, მთელი სამყარო (უკეთესიცა და უარესიც, თავისუფალიცა და დამონებულიც) ერთი საფეხურით რომ დადაბლდა უცებ, ჩვენს თვალწინ, ერთბაშად.
Anyone who wants can see with the naked eye that the entire universe (the best and the worst, the free and the enslaved) has suddenly stepped one rung lower, as we watch; it has in an instant.
74674.
აველუმი | თავი III
რაღაცნაირად დაგლახაკდა იმ სახელგანთქმულ პარიზელ კლოშართა შთამომავალივით, მაინცდამაინც, აველუმი რომ გადაეყარა შარვალჩახდილს, თავის სიცოცხლეში საერთოდ პირველად გასული საზღვარგარეთ.
Somehow become destitute, as if all were heirs of the famous trouserless Parisian clochards, whom Avelum happened to come across the first time in his life he travelled abroad.
74675.
აველუმი | თავი III
ეს იყო სულ რამდენიმე დღით და ორი მუდმივი მეთვალყურის თანხლებით, რომელთა შიშითაც (შეიძლება - ხათრითაც) უმალ ცნობისმოყვარე ტურისტად ცდილობდა თავის წარმოჩენას, ვიდრე უსასრულო მოლოდინით გაწამებულ და, ბოლოს და ბოლოს, საწადელაღსრულებულ მიჯნურად.
This had been only for a few days and in the round-the-clock company of two minders, to whom he tried, out of fear (and perhaps pride) to present himself as a curious tourist, rather than as a lover tormented by endless waiting, and assuaged now that every desire had finally been fulfilled.
74676.
აველუმი | თავი III
პარიზის ერთ მყუდრო, თბილისურად ჩაწყნარებულ ქუჩაზე, თანამედროვე კლოშარს საქვეყნოდ გამოემზეურებინა თავისი საოხრო, პორნოფილმების გმირივით, და მშვიდად ელოდებოდა მოწყალებას.
In a cosy Paris street, as peaceful as a street in Tbilisi, a modern clochard had exposed his genitals, like the hero of a porn film, and was quietly expecting alms.
74677.
აველუმი | თავი III
გეგონებოდათ, ასე შარვალჩახდილს, ესე იგი, საერთოდ წამხდარსა და მათხოვრულ ღირსებაზეც ხელჩაქნეულს, უფრო თანაუგრძნობდნენ თანამოქალაქენი.
You might think that his fellow citizens would have more pity for him with no trousers on, utterly depraved and no longer bothering even with a beggar’s dignity.
74678.
აველუმი | თავი III
მაგრამ მე თუ მკითხავთ, თავად ადამიანობა მობეზრდა ადამიანს, არ გამოადგა, ვერ მოიხმარა ბატონმა ადამმა, როგორც თავად უნდოდა, და სანაგვეზე მოისროლა ძველი ქუდივით.
But if you ask me, the man detested being human, it was no more use to him than to old Adam, it couldn’t help him as he would wish, and he was hurled onto the rubbish tip like an old hat.
74679.
აველუმი | თავი III
პითეკანტროპად თუ იქცევა ისევ, უფრო იოლად გაიტანს თავს ჩვენს გამხეცებულ წუთისოფელში, ღვთის ძის ნაყოფიერი ხორცშესხმიდან ათასცხრაასოთხმოცდაცხრა წლის თავზე.
If he becomes a pithecanthropus next time, he’ll find it easier to survive in our feral world, one thousand, nine hundred and eighty-nine years after the Virgin’s offspring became flesh.
74680.
აველუმი | თავი III
მოკლედ, ყველა თავისას ჭედავს კიდობანს, ანუ, ყველა თავისებურად ცდილობს გადარჩენას, ანუ, ყველა ერთნაირად ტყუის, რადგან ყველას ერთნაირად რცხვენია სიმართლის თქმისა.
In short, everyone is making their own ark, everyone tries to be rescued and everyone tells the same lies, because everyone is equally ashamed to speak the truth.