მოიძებნა 668048 ჩანაწერი
74681.
აველუმი | თავი III
სიმართლე კი ნამდვილად უფრო სამარცხვინოა, ვიდრე საზარელი, გინდაც აუტანელი.
In fact, the truth, even if unbearable, is more shameful than terrible.
74682.
აველუმი | თავი III
როგორც თავად გაზეთები იუწყებიან ნებისმიერ ქუჩაზე, ღამის განმავლობაში, შეიძლება, რამდენიმე ადგილას ერთდროულად გაჩნდეს ერთი და იგივე ორმო და ერთი და იგივე გამვლელი ყველა მათგანში ჩავარდეს ერთსა და იმავე დროს.
As the newspapers report on any street, in the course of a night, the same hole may appear in several places at the same time and the same pedestrian may fall into any of them at the same time.
74683.
აველუმი | თავი III
მიკერძოებაში რომ არ ჩამომერთვას, ისევ ოფიციალურ ცნობებს მოვიშველიებ მხოლოდ.
I don’t want to be accused of bias, so I rely only on official reports.
74684.
აველუმი | თავი III
მაგრამ, რაც უფრო სავალალოა, მშველელი თუ გამოუჩნდა, შეიძლება, არცერთ ორმოში აღარ აღმოჩნდეს.
But what is more deplorable is that, should a rescuer turn up, nobody will be found in any of the holes.
74685.
აველუმი | თავი III
უფრო სწორად, დაზარალებულმა აღარ ინდომოს ორმოდან ამოსვლა, ანუ, ისევ გადამრჩენელთა იმედზე ყოფნა განუწყვეტლივ, გაუთავებლად.
Or, rather, the victim will now refuse to climb out of the hole, just constantly, without end, to rely on a rescuer.
74686.
აველუმი | თავი III
გადარჩენა, საერთოდ, ძალიან ბუნდოვანი, პირობითი ცნებაა და, რამდენადაც გამომიცდია, ვერასოდეს ვერ იტყვი დაბეჯითებით, შენ შველი თუ შენ გშველიან; ვინ გადარჩა საბოლოო ჯამში და ვინ ვერ გადარჩა.
Salvation is, generally, a very fuzzy, relative concept and, in my experience, you can never say for sure whether you’re helping or being helped, who in the final analysis is saved and who isn’t.
74687.
აველუმი | თავი III
ასე რომ, მხოლოდ ღმერთმა უნდა გადაწყვიტოს, საჭიროა თუ არა ვინმეს გადარჩენა და თუ საჭიროა, ისიც მიგვანიშნოს, რა გზითა და რანაირად.
So God alone must decide whether someone needs to be saved or not: He must show us by what means and in what way.
74688.
აველუმი | თავი III
უფრო ნათლად რომ ვთქვათ, გადასარჩენმა თავად უნდა აღიაროს, ვიღუპებიო.
To make it clearer, the person to be saved should himself openly declare, "I’m in mortal peril".
74689.
აველუმი | თავი III
თავად უნდა გითხრას, გთხოვოს, მიშველეო, თორემ, ადვილი შესაძლებელია, ჩვენი კეთილშობილური განზრახვა სავალალოდ დამთავრდეს და არა მარტო გადასარჩენისთვის, არამედ გადამრჩენლისთვისაც.
He must tell us himself, beg, "Help me!" or else it’s only too easy for our well-meaning intentions to end up lamentably, not only for the person to be saved, but for the rescuer, too.
74690.
აველუმი | თავი III
ვინმეს გადარჩენა იმავე დროს თავის გადარჩენაცაა, უფრო მეტიც, ჯერ თავის გადარჩენაა და მერე ვინმესი.
Saving somebody means saving oneself at the same time, in fact, first oneself, and then somebody else.
74691.
აველუმი | თავი III
მაგრამ ღმერთი თუ არ შეგეწია, შეიძლება, კიდევ უფრო მძიმე დღეში ჩააგდო ის „ვინმე“, სამუდამოდ დაღუპო, როცა უშენოდ იქნებ მართლა გადარჩენილიყო.
But if God is not on your side, you could make things even worse for this "somebody", you could be the death of him when he might actually have been saved if you hadn’t intervened.
74692.
აველუმი | თავი III
მაგრამ, ამავე დროს, თუ არ სცადე მაინც იმის გადარჩენა, სულერთია, შეგიძლია თუ არ შეგიძლია, გათავებულია შენი საქმე.
Yet, at the same time, if you don’t even try to save him, it doesn’t matter whether you could or not: you have no further part to play.
74693.
აველუმი | თავი III
აი, ასეთ სატანჯველში აგდებს ბედისწერა გადამრჩენელს და ასეთ სატანჯველში იყო ჩავარდნილი აველუმიც.
So this is the terrible dilemma that fate puts the rescuer in, and this was Avelum’s quandary.
74694.
აველუმი | თავი III
ოღონდ, არა მარტო სონიასთან დაკავშირებით, არამედ საერთოდ.
The quandary went beyond Sonia: it was general.
74695.
აველუმი | თავი III
რაც შეეხება სონიას, თუნდაც მარტო იმიტომ ვერ გადაარჩენდა აველუმი, სწორედ აველუმის გავლენიდან, აველუმის მფარველობიდან თავის დაღწევას რომ თვლიდა ის გადარჩენად.
As for Sonia, the only reason he couldn’t save her was that she thought her salvation lay in escaping from his influence and protection.
74696.
აველუმი | თავი III
თავგზააბნეული, ბრმად, უნებლიეთ, აბორტზე დიდ ცოდვას სჩადიოდა.
In her blind, helpless confusion she unintentionally committed a sin worse than abortion.
74697.
აველუმი | თავი III
სიყვარულს იფხეკდა გულიდან - ვითომ ცხოვრების კარნახით, რადგან დედაკაცის ტანი უგრძნობდა, სასიკეთო და სასარგებლო არაფერი აღმოცენდებოდა იქიდან მისი მომავალი ოჯახისთვის.
She scraped love from her heart, as if life had dictated this course of action, because her woman’s body felt that nothing good or useful for her future domestic life could come of it.
74698.
აველუმი | თავი III
სიყვარულის დაუწერელი კანონით, ვინც გარბის, არა მარტო დამნაშავეა, არამედ წაგებულიც.
Love’s unwritten laws dictate that the person who runs away is not only a criminal, but a loser.
74699.
აველუმი | თავი III
თავის დროზე, ფრანსუაზაც გაიქცა ასე, მაგრამ აქამდე ვერ უპატიებია თავისთვის.
Eventually, Françoise, too, ran away, but she still hasn’t forgiven herself.
74700.
აველუმი | თავი III
აქამდე იტანჯება უაველუმოდ, აქამდე წყდება გზისკენ თვალი აველუმის მოლოდინში, იმიტომ რომ, აველუმი შემთხვევა კი არ არის (როგორც, ვთქვათ, ქალბატონ აისოდორას ჰგონია), არამედ - ბედია!
She still misses Avelum badly, her eyes still strain, hoping to see him come, because Avelum is not just an opportunity (as, say, Isadora considered him), but fate.