მოიძებნა 668048 ჩანაწერი
74761.
აველუმი | თავი III
სხვა მხრივ არაფერზე შეტყობია, გასაქცევად რომ იყო გამზადებული და მხოლოდ შესაფერ შემთხვევას ელოდებოდა.
But apart from that, there was no sign that she was about to leave him or just waiting for the right moment.
74762.
აველუმი | თავი III
მაგრამ როგორც კი მარტო დარჩა სასტუმროს ნომერში, უფრო სწორად, როგორც კი აველუმი აბაზანაში შევიდა შხაპის გადასავლებად, მაშინვე ფეთიანივით წამოვარდა საწოლიდან.
But when she was alone in his hotel room or, more precisely, when Avelum went into the bathroom to take a quick shower, she leapt out of bed like a madwoman.
74763.
აველუმი | თავი III
დედიშობილამ, მაგიდაზე დაყრილ პარიზულ სურათებს ფაცაფუცით დაუწყო თვალიერება, გეგონებოდათ, მოწყურებული ძაღლი სვლეპს წვიმის დანატოვარ გუბესო.
Stark naked, hurriedly she began looking at the pictures of Paris which lay strewn on the table like a thirsty dog lapping up a puddle of rainwater.
74764.
აველუმი | თავი III
ასე რომ, სონია უფრო ადრეც გამოეყოფოდა იმპერიას, „ისიც“ უფრო ადრე თუ გამოჩნდებოდა ჰორიზონტზე.
So, Sonia would have left the empire earlier if "he" had appeared on the horizon earlier.
74765.
აველუმი | თავი III
მაგრამ რაკი „ის“ იგვიანებდა, სონიაც იძულებული იყო ფეხი აეთრია, ანუ ძაღლური სულსწრაფობით, ფაცაფუცით, გულისხეთქვით ესვლიპა, ეთვალიერებინა, შთაენთქა ყველაფერი, რაც აველუმისა და ფრანსუაზას ერთად ყოფნას და, აქედან გამომდინარე, მის დამარცხებას ადასტურებდა.
But because "he" was late coming, Sonia was forced to drag her feet, or to lap up with canine urgency and fuss, with distress, to inspect and swallow everything that affirmed Avelum’s and Françoise’s togetherness and, consequently, her defeat.
74766.
აველუმი | თავი III
შენ ჩემს გარდა ფრანსუაზაც გყავსო.
"You have Françoise as well as me".
74767.
აველუმი | თავი III
ბნელსა და მრავალაზროვან ფრაზაში ჩაეტია მთელი თავისი ქალური სიბრძნეც და სივერაგეც, გულისწყრომაცა და სინანულიც, ვერასოდეს რომ ვერ დაედგინა აველუმს, ამშვიდებდნენ თუ დასცინოდნენ, მეტოქის უპირატესობას აღიარებდნენ თუ ნიშანს უგებდნენ იმავე მეტოქეს.
This obscure, ambiguous phrase contained all her female wisdom and treachery, resentment and regret, so that Avelum couldn’t tell whether they were reassuring or mocking each other, admitting the priority of a rival or making fun of that rival.
74768.
აველუმი | თავი III
შენ იკითხე, თორემ ჩვენ, ასე თუ ისე, უკვე ვუშველეთ თავსო.
"You decide; anyway, we’ve already made our escape".
74769.
აველუმი | თავი III
არადა, ფრანსუაზაც გააყოლა ხელს, რადგან ისინი არა მარტო ამოდიან ერთმანეთიდან, ბრუნდებიან კიდეც ერთმანეთში.
In fact, she took Françoise with her, for the two of them not only came from one other, they went back to one other.
74770.
აველუმი | თავი III
ნებისმიერი მათგანი ყველა დანარჩენის განსახიერებაცაა და მხოლოდ ზომით თუ განსხვავდება წინამორბედისგან.
Any one of them incarnates all the others and differs from her predecessor only in size.
74771.
აველუმი | თავი III
ყოველ შემთხვევაში, აველუმისთვის ასეა და თუ არ იქნება სონია, არ იქნება ფრანსუაზა, რასაკვირველია, არც მელანია.
In any case, that’s how it seemed to Avelum: if he lost Sonia or Françoise or, it goes without saying, Melania.
74772.
აველუმი | თავი III
აველუმის ორმოცწლიანი თავგანწირული ბრძოლა სიყვარულის დროშითა და მახვილით, სიყვარულის იმპერიის შესაქმნელად, სრული კატასტროფით დამთავრდება.
Avelum’s forty years of self-sacrificing battle with banners and sword to build an empire of love would end in catastrophe.
74773.
აველუმი | თავი III
სამხედრო ბოროტმოქმედივით, ანდა, თუ გნებავთ, ფრანგი უკვდავივით, ერთადგილიან საკანში გამოიკეტება სამუდამოდ, სიკვდილამდეც და სიკვდილის მერეც.
Like a war criminal or, perhaps, like the immortal Frenchman, he would be locked up in solitary confinement for ever, until death, and afterwards, too.
74774.
აველუმი | თავი III
განა პარიზის პანთეონის ყველა აკლდამა, რკინის ცხაურიანი კარითა და უხეში საკეტით, საკანს უფრო არ ჰგავს, ვიდრე სამარხს?
Isn’t any mausoleum in the Paris Pantheon, with its latticed iron door and primitive lock, more like a dungeon than a burial chamber?
74775.
აველუმი | თავი III
იმ საკნებში კი მთელი სიკვდილის მანძილზე, ანუ, განუსაზღვრელი ვადით იხდიან სასჯელს, იგივე სიმარტოვეს, სიყვარულის საქვეყნოდ განთქმული რაინდები.
Knights, world-famous for their solitude or their love, serve out their indeterminate sentences in these dungeons for the duration of their death.
74776.
აველუმი | თავი III
მართალია, ყველა ადამიანი სიმარტოვისთვის ჩნდება საერთოდ, დედის მუცელშივე ეჩვევა სიმარტოვეს და, ამდენად სიმარტოვე მისთვის თითქოს ბუნებრივი მდგომარეობაც კია.
True, every human being is meant to be alone, gets used to solitude from his mother’s womb, and solitude is thus virtually a natural state for him.
74777.
აველუმი | თავი III
მაგრამ ვიდრე ამას მიხვდებოდეს, სწორედ სიმარტოვისგან თავის დაღწევას ცდილობს ყველანაირად, უპირველეს ყოვლისა კი, სიყვარულის მეშვეობით,
But before he grasps this fact, solitude is what he tries to escape from in every possible way, primarily through love.
74778.
აველუმი | თავი III
გარკვეული დროის მანძილზე გამარჯვების ილუზიასაც კი უქმნის.
This gives him the illusion of victory for a certain amount of time.
74779.
აველუმი | თავი III
ოღონდ მერე კიდევ უფრო ძნელი, კიდევ უფრო მტკივნეული ხდება ბუნებრივ მდგომარეობაში დაბრუნება, ანუ, სიყვარულის ანტიპოდთან შეგუება, ანუ, სასჯელის მოხდა.
Then the reversion to his natural state — adjusting to the opposite of love, or taking his punishment — becomes even more difficult, even more painful.
74780.
აველუმი | თავი III
აველუმის მთელი დანაშაულიც, ვიმეორებ, სიყვარულია, მხოლოდ და მხოლოდ, სიყვარული.
Avelum’s crime, I repeat, is love, and nothing else.