მოიძებნა 668048 ჩანაწერი
74781.
აველუმი | თავი III
არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ერთნაირი ძალით უყვარდა რამდენიმე ქალი, თუ ერთი და იგივე ქალი უყვარდა რამდენჯერმე, სხვადასხვანაირად.
It is of no importance whether he loved several women equally, or whether he loved the same woman at various times, in different ways.
74782.
აველუმი | თავი III
მაგრამ, როგორც სჩანს, ესეც ბოროტმოქმედება ყოფილა.
But it seems, he’s still a criminal.
74783.
აველუმი | თავი III
ყოველ შემთხვევაში, უნდა ვაღიაროთ, რომ ნებისმიერი სისხლის სამართლის დანაშაულივით, სიყვარულიც აბნევს, აფორიაქებს, სიმშვიდეს უფრთხობს არა მარტო ცალკეულ ადამიანებს, არამედ მთელ საზოგადოებას და, თქვენ წარმოიდგინეთ, სახელმწიფოებსაც კი.
Anyway, we must admit that love, like any criminal act, confuses and disturbs the peace not only of individuals, but of society and, believe it or not, of the state.
74784.
აველუმი | თავი III
მაგრამ, მე თუ მკითხავთ, აველუმმა მაშინ დააშავა, ფეხმძიმე ფრანსუაზა რომ გაუშვა შინ.
But if you ask me, Avelum’s crime was to let Françoise return home pregnant.
74785.
აველუმი | თავი III
ახლაც თვალწინ მიდგას იმის გაკვირვებული თუ დაბნეული, შემცბარი თუ შემკრთალი სახე.
I still can’t forget the sight of her astounded or confused, flabbergasted or startled face.
74786.
აველუმი | თავი III
თვითონაც არ ელოდა ალბათ, ასე თუ მოხდებოდა.
She hadn’t expected things to turn out that way.
74787.
აველუმი | თავი III
ლოყებზე ღაპაღუპით ჩამოსდიოდა მდუღარე ცრემლი, მაგრამ მაინც გაღიმებას ცდილობდა, მაინც ბედნიერად უნდოდა მოეჩვენებინა ქვეყნისთვის თავი (მარადიული საზრუნავი ქალებისა).
Hot tears dripped onto her cheeks, but she still tried to smile, she still wanted to put on a public show of happiness (a woman’s unfailing concern).
74788.
აველუმი | თავი III
აეროპორტის კიბეზე რომ შემობრუნდა უკანასკნელად, ხელის დასაქნევად, ვიდრე გაუმჭვირვალე ფარდით დაგმანულ კარს უკან გაუჩინარდებოდა პალტოს კალთა გადაეწია და მუცელი უფრო დაეტყო.
When she turned round on the steps of the airport for the last time to wave at him before she disappeared behind the hermetically curtained doors her coat rode up and showed the outlines of her belly.
74789.
აველუმი | თავი III
მაშინ შერემეტიევოს აეროპორტი გაცილებით პატარა იყო, რადგან საზღვარგარეთ წასვლაცა და საზღვარგარეთიდან ჩამოსვლაც, იმდროინდელი თვალსაზრისით, სავსებით უჩვეულო, ლამის ანომალურ მოვლენათა რიცხვს განეკუთვნებოდა.
Sheremetievo airport was then much smaller, because flights to and from abroad were then considered to be quite unusual, even classified as anomalies.
74790.
აველუმი | თავი III
დერეფნის ბოლოს აივანზე გადით და იქიდან კიდევ დაინახავთ, ვიდრე თვითმფრინავში ჩაჯდებოდესო - უთხრა აველუმს აეროპორტის თანამშრომელმა, თავფეხიანად ლურჯად გამოწყობილმა გოგომ.
"Go to the balcony at the end of the corridor, and you’ll see her again before she boards the plane," Avelum was told by an airport worker, a girl dressed from head to toe in blue.
74791.
აველუმი | თავი III
ეტყობა, მის სახეზე ამოიკითხა, რაც მის გულში ხდებოდა.
She could evidently tell by his face what he was going through.
74792.
აველუმი | თავი III
ერთხელ კიდევ დაინახავთ.
You’ll see her once more.
74793.
აველუმი | თავი III
ხანდახან რა ადამიანურად ლაპარაკობენ ადამიანები.
How humanely human beings sometimes speak.
74794.
აველუმი | თავი III
რამდენი სიხარულის მონიჭება შეუძლიათ უბრალო, ჩვეულებრივი სიტყვებით, თუკი იმ სიტყვებს ძალით, განურჩევლად კი არ მოუყრიან თავს, არამედ ბუნებრივი თანამიმდევრობით დაალაგებენ ერთმანეთის გვერდით.
How much joy they can give with a few simple ordinary words, if they choose them spontaneously and with care and just arrange them in a natural sequence.
74795.
აველუმი | თავი III
კიდევ ერთხელ დაინახავ!
You’ll see her once more.
74796.
აველუმი | თავი III
მეორე წუთას აველუმი უკვე აივანზე იდგა და აეროპორტის ვრცელ მოედანს გადაჰყურებდა.
A minute later Avelum was standing on the balcony surveying the wide tarmac area of the airport.
74797.
აველუმი | თავი III
ცივი, სუსხიანი ქარი სახეში სცემდა, სუნთქვას უშლიდა და ცხარე ცრემლებით ატირებდა, მაგრამ მორჩილად ითმენდა ყველაფერს, ვიდრე ისინი გამოჩნდებოდნენ.
A biting wind struck his face, making it hard to breathe, and he wept bitter tears, even though he submissively endured everything until they came into sight.
74798.
აველუმი | თავი III
ფრანსუაზაც მათ შორის მიაბიჯებდა - დამარცხებული, გულმოკლული, ბედს შეგუებული, ერთხელ კიდევ დამორჩილებული განგების ნებას.
Françoise was striding along with them — defeated, despondent, reconciled to her fate, once more submitting to the will of Providence.
74799.
აველუმი | თავი III
ფრანგები მიჩვეულნი არიან მოსკოვის ასე დატოვებას, მაგრამ არც ფრანსუაზას სწყდებოდა გული მოსკოვზე.
The French are used to leaving Moscow like this.
74800.
აველუმი | თავი III
არც აველუმი გახლდათ რუსული არმიის კიდევ ერთი ქართველი გენერალი, დაუფიქრებლად რომ მომკვდარიყო მისთვის.
Françoise was not heartbroken because of Moscow, nor was Avelum another Georgian general in the Russian army, giving up his life for it without hesitation.