მოიძებნა 668048 ჩანაწერი
75261.
აველუმი | თავი II
ადამიანი, საბოლოო ჯამში, მაინც პრაქტიკული ცხოველია.
Human beings, in the final analysis, are practical animals.
75262.
აველუმი | თავი II
განუწყვეტელი ვნებათაღელვა, შიში, მოლოდინი, ტანჯვა, მოთმენა - ყველას როდი შეუძლია.
Few can put up with anything: constant turmoil, fear, waiting, torment, ordeals.
75263.
აველუმი | თავი II
უფრო სწორად, არავის სიამოვნებს, ვისაც ცხოვრება უნდა, ვისაც წინასწარ დაპროექტებული და კანონით გარანტირებული ბედნიერებაც თავზე გადასდის...
In truth, nobody who wants a life, who is meant for pre-planned happiness, guaranteed by law, actually finds those things pleasant…
75264.
აველუმი | თავი II
აველუმს სონიას მიმართ ყოველთვის ჰქონდა განსაკუთრებული, ლამის „მშობლიური“ მზრუნველობის გამოჩენის სურვილი, შეიძლება იმიტომ, მათი გაცნობა სონიას მშობლების განქორწინებას რომ დაემთხვა, შეიძლება, მათ შორის ერთობ თვალსაჩინო ასაკობრივი განსხვავების გამოც.
Avelum had always felt a desire to show a special, almost "paternal" concern for Sonia, perhaps because their meeting coincided with her parents’ divorce, perhaps because of the very obvious age gap between them.
75265.
აველუმი | თავი II
მაგრამ არასოდეს შესცოდებია ისე, როგორც, ვთქვათ, ფრანსუაზა.
But he’d never felt as sorry for her as he had, say, for Françoise.
75266.
აველუმი | თავი II
ფრანსუაზას სამსახურში რომ მიაცილებდა ტაქსიდან უყურებდა ხოლმე, როგორ მიბაკუნობდა ქუჩაში, დაკარგულ ბეკეკასავით, მოსკოვური ზამთრის სისასტიკით დამფრთხალი და დათრგუნული, ვიდრე ყარაულიან სადარბაზოში გაუჩინარდებოდა.
When he saw Françoise off to work, he would watch her from his taxi as she pottered down the street like a lost lamb, frightened and oppressed by the severity of a Moscow winter, until she vanished in an entrance with a sentry-post.
75267.
აველუმი | თავი II
რატომღაც, ყოველთვის ცრემლის ეკლიანი გორგალი ეჩხირებოდა ყელში, რომელიც ვეღარც „გუმის“ ცხელ (გაცხელებულ) ღვეზელს ჩაჰქონდა და ვეღარც ლამის ყინულად ქცეულ, ხრაშუნა ლუდს, ანუ, აველუმის ყოველდღიურ საუზმეს, კონსპირირებული ცხოვრების პერიოდში.
For some reason a thorny lump always stuck in his throat, a lump which no hot (or warmed up) pasty from "GUM", nor a beer as cold as crunchy ice, Avelum’s daily breakfast at this conspiratorial period of his life, could take away.
75268.
აველუმი | თავი II
მის ბინაში მარტო დარჩენისა ეშინოდა, ყოველ წუთას შეიძლებოდა დასდგომოდა თავზე „სახლმმართველი“ თუ „უბნის რწმუნებული“, ლიფტიორ ქალზე რომ არაფერი ვთქვათ, და დაინტერესებულიყო, რას აკეთებდა უცხოელის ბინაში.
He was afraid to stay on his own in her flat, he could have been challenged at any moment by the "concierge" or the "local police officer", not to mention the lift woman, who would be interested to know what he was doing in a foreigner’s flat.
75269.
აველუმი | თავი II
მაგრამ იმ დღეს, კურსკის სადგურში, სონია გაცილებით საცოდავი იყო და, რაც მთავარია, თვითონაც ხვდებოდა ამას.
But that day, at Moscow’s Kursk railway station, Sonia looked much more pitiable and, the main thing, she was aware of that.
75270.
აველუმი | თავი II
ამიტომაც ლაპარაკობდა ყველაფერზე ზერელედ, აგდებულად, ვითომ სხვათა შორის, ვითომ ზრდილობის გულისთვის - მათი მოულოდნელი „გათიშვა“ იქნებოდა ეს, თუ მისი „მოულოდნელი“ გათხოვება.
That’s why she talked about everything superficially, offhandedly, as if by the way, as if out of politeness about their unexpected "parting" or her "unexpected" marriage.
75271.
აველუმი | თავი II
„ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რაღაც დიდი სენი შემყროდესო“, - აღიარა ბოლოს.
"I feel as if I’ve caught a serious illness," she finally admitted.
75272.
აველუმი | თავი II
მაგრამ სონია, „თითქოს“ კი არა, მართლა იყო „ავად“, თანაც საკმაოდ სერიოზულად.
There was no "might" about it: Sonia really was "ill", and quite seriously, too.
75273.
აველუმი | თავი II
ოღონდ, არაფრით არ უნდოდა ამის დაჯერება, უფრო სწორად, განკურნება არ უნდოდა და არ უნდოდა იმ უბრალო მიზეზის გამო, შეგნებულად რომ დაისნეულა თავი.
But she absolutely refused to believe it, or, to be precise, she refused treatment, the simple reason being that she had deliberately made herself ill.
75274.
აველუმი | თავი II
მაგრამ აველუმს მაინც უნდა „მოევლო“, მაინც უნდა „ეპატრონა“ მისთვის.
But Avelum still had to "look after" her, "take care" of her.
75275.
აველუმი | თავი II
ყოველ შემთხვევაში, საცდელი მაინც ბოლომდე უნდა ეცადა, თუნდაც მარტო იმიტომ, პირნათელი რომ ყოფილიყო ყველასთან, ანუ, საკუთარ თავთან.
At least he should have made the effort, if only to be seen by everyone, or at least by himself, as honourable.
75276.
აველუმი | თავი II
სონია აჩემების ტყვეა და, ამავე დროს, ამ ტყვეობაში ყოფნა ურჩევნია ადრინდელ, დიახაც რომ შეუზღუდავ თავისუფლებას.
Sonia is a prisoner of her own whims, yet she prefers being their prisoner to having her old freedom, which really was unlimited.
75277.
აველუმი | თავი II
იქ უფრო საიმედოდ იქნება დაცული, დავუშვათ, აველუმის რისხვისგან, ანდა, საკუთარი სინდისისგან, ისევე როგორც ბავშვის გამაუპატიურებელი ან ბებრის მკვლელია დაცული გამძვინვარებული ხალხისაგან მილიციაში.
This way she is better shielded, possibly, from Avelum’s anger or her own conscience, just as a child rapist or a killer of an old woman is protected by the police from enraged people.
75278.
აველუმი | თავი II
სონიას ამბავი რომ ვიცი, არც ისაა გამორიცხული, თვითონვე რცხვენოდეს შეცდომის აღიარება და ახლა ყველანაირად ცდილობდეს, არა მარტო თავს, ყველას დაგვიმტკიცოს, დამოუკიდებლად, უთქვენოდაც შემიძლია სწორი გადაწყვეტილების მიღებაო.
From what I know about Sonia, it’s perfectly possible she was too ashamed to admit her mistake and was now trying in every way to prove not just to herself, but to all of us, "I can take the right decision on my own, even without your help".
75279.
აველუმი | თავი II
რა გაეწყობა. რაკი ასე სურს, დე, იყოს ასე.
It can’t be helped! Since that’s what she wants, so be it.
75280.
აველუმი | თავი II
მაგრამ რაც მოხდა, თავისთავად კი არ მოხდა, როგორც აველუმს ეგონა, არამედ მომზადდა, გაცილებით დიდი ხნის მანძილზე და, რაც მთავარია, აველუმის ზურგს უკან, აველუმის საწინააღმდეგოდ.
But what happened didn’t happen the way Avelum thought it did: it had been developing over a long period and, what’s more, behind Avelum’s back, despite him.