მოიძებნა 668048 ჩანაწერი
76021.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ერთიც და მეორეც თანდათან ვითარდებოდა, ფეხზე დგებოდა და ღონეში შედიოდა.
Both were gradually developing, getting on their feet, and finding their strength.
76022.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ასეთი იყო სილიბისტროს ცხოვრება და ოჯახი, როცა კვაჭი კვაჭანტირაძე დაიბადა.
This was Silibistro’s life and family when Kvachi Kvachantiradze was born.
76023.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭი საოცარი სისწრაფით იზრდებოდა.
Kvachi grew with astonishing speed.
76024.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
სხვა ბავშვები დაახლოვებით ერთის წლისა აიდგამენ ხოლმე ფეხსა და ენას, ხოლო კვაჭიკო ექვსი თვისაც ძლივს იქნებოდა, რომ პირველად წაილუღლუღა: – ბაბა... დედა... ბაბუა..... და ფეხიც იმავ ხანებში აიდგა.
Other babies don’t learn to walk or to speak before they are one year old, but Kvachi was barely six months’ old when he babbled, "Daddy… Mummy… Granddad", and he learned to walk at the same age.
76025.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ნოტიომ სამართლიანად სთქვა ამის გამო: – დეიჯერეთ, ბოვში რომე ასთე ადრე გეიზდება, ეს იმის ნიშანია, რომე სახელოვანი და დიდი კაცი გამოვა.
Notio commented, with every justification: "Believe me, when a child grows up so quickly, it means he’ll turn out to be a famous and important man".
76026.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
რა თქმა უნდა, ნოტიოს ისევ დაუჯერეს და კვაჭის მოვლა–პატრონობას მოუმატეს.
Naturally, they believed Notio: they began to take even greater care of Kvachi.
76027.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭის დაბადების შემდეგ სილიბისტროც მეტწილად სახლში ტრიალებდა და გროშის საქმეებს აღარ დასდევდა.
After Kvachi was born, even Silibistro spent most of his time at home and lost interested in trying to make a few pennies here and there.
76028.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ზედმეტ თუმანს რომ მოიგდებდა, აბრეშუმის პარკს ან კვერცხებს ჰყიდულობდა და ამაშიც კარგ ხეირს ჰხედავდა.
If he accumulated an extra ten roubles, he’d buy silk cocoons or eggs as a good investment, in his view.
76029.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მხოლოდ ერთი საზრუნავი, იდუმალი ფიქრი და ოცნების ჭია ჰქონდა სილიბისტროს თავსა და გულში.
There was only one concern, one secret thought and dream gnawing away at Silibistro’s heart and mind.
76030.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
არა, ბოდიშს ვიხდი: სილიბისტრო უძველესი და უნამდვილესი აზნაური იყო, ეს მთელმა ქვეყანამ იცოდა, მაგრამ აზნაურობა ჯერ დამტკიცებული არა ჰქონდა.
Actually, I must apologize: Silibistro came from one of the most ancient and genuine noble families: the whole world knew this, but there was so far no documentary proof of his nobility.
76031.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ამ საქმის მოსაჭახრაკებლად სილიბისტრომ აუარებელი დრო და ფული დაჰხარჯა.
Silibistro spent countless hours and roubles trying to put this discrepancy right.
76032.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მრავალჯერ იმგზავრა ოზურგეთსა და ქუთაისში, ვექილებიც აიყვანა, მაგრამ ვერაფერი ვერ მოაგვარა.
He’d traveled to Ozurgeti and Kutaisi many times, he’d hired lawyers, but he hadn’t been able to achieve anything.
76033.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
დაპირებას და იმედს უხვად იძლეოდნენ, სამაგივროდ ფულს უხვად იღებდნენ, ხოლო სილიბისტროს წინანდებურად ეწერა პასპორტში სამარცხვინო და სათაკილო სიტყვა: „გ–ლ–ე–ხ–ი“.
He received a lot of promises and was given a lot of hope, for which he paid equally generous sums of money, but Silibistro’s identity papers continued as before to bear the shameful and despicable word: "p-e-a-s-a-n-t".
76034.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
სილიბისტრო „მაძიებელი“ იყო, „იჩუჩი“.
Silibistro was a "seeker", an "ichuchi".
76035.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ამის გამო ზოგნი მასხარობდნენ და სილიბისტროს ზურგის უკან დასცინოდნენ.
That is why some people joked about him or laughed at him behind his back.
76036.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ეს იცოდა სილიბისტრომ და გული ემღვრეოდა, მაგრამ მაინც ითმენდა, ეძებდა, ისევ დარბოდა და გამარჯვებას ელოდებოდა.
Silibistro was aware of that and it distressed him, but he still persisted in seeking, running about, and expecting victory.
76037.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ბოლოს, ერთმა ღვთისნიერმა ადამიანმა ურჩია: – აშორდია!
Finally some merciful person gave him a piece of advice: "Ashordia"!
76038.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
სილიბისტრო უმალვე ზუგდიდში გაჩნდა.
Silibistro went straight to Zugdidi.
76039.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ბოლოს, ბევრი ღრეჭისა და ვაჭრობის შემდეგ, ძლივს მორიგდნენ.
Finally, after a lot of begging and horse-trading, a bargain was just about struck.
76040.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კიდევ გავიდა რამდენიმე წელიწადი.
Several years passed.