მოიძებნა 668048 ჩანაწერი
76061.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ბიძია! მეფესთან რომ იქნები, უთხარი, კვაჭიკო კვაჭანტირაძე არ დეივიწყებს–თქვა შენს სამსახურს და რომ გევიზდები, შენც გადაგიხდი მადლობას.
Uncle, when you next see the Tsar, tell him that Kvachi Kvachantiradze says he won’t forget what you’ve done for him and that when I grow up, I’ll show you how gwateful I am.
76062.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
აშორდიამ წააქეზა: – აბა, შენი იმედით ვიქნები.
Ashordia encouraged him, saying, "Well, I’m relying on you".
76063.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
არ კი დამატყუო, ბიჭიკო! და წავიდა.
"Don’t let me down, little boy!" Then he left.
76064.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ახლა წინ აფერი არ დოუდგება.
Nothing will stop him now.
76065.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ქვეყანას გადაატრიალებს და ჩვენც გაგვაბედნიერებს.
The world will be his oyster and he’ll bring us luck.
76066.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
იქნება ისეთი დროც მევიდეს, რომ კვაჭიკომ აშორდიას მართლა მადლობა გადაუხადოს და სამსახურშიც გაასწროს.
Perhaps there will come a time when Kvachi can show Ashordia how grateful he is, and do even better than him.
76067.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
რა იცოდნენ მაშინ ნოტიომ ან პუპიმ, თუნდაც აშორდიამ, ან გაბღენძილმა სილიბისტრომ რომ მომავალში პაწაწინა კვაჭიკო აშორდიას სახელს სრულიად დაჩრდილავდა.
Notio and Pupi couldn’t have known then, nor could even Ashordia, nor even Silibistro, all puffed with pride, that little Kvachi would in the future completely overshadow Ashordia.
76068.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ქვეყანას მართლა ააფორიაქებდა და თავის გვარს ბრწყინვალე შარავანდედით შეამკობდა.
He would really stir up the entire country, and crown his family in splendour and glory.
76069.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ძვირად დაუჯდა სილიბისტროს აშორდიას ხელით შეთხუპნული აზნაურობა.
The dubious nobility that Ashordia had wangled for Silibistro cost him dearly.
76070.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
რაც აშორდიას დაახარჯა, ერთი იმდენიც სამტრედიელებსა და ხონელებს მოუნდათ, რომელნიც ერთი კვირის განმავლობაში ჯგუფ ჯგუფად მოდიოდნენ სილიბისტროსთან და წრფელის გულით ულოცავდნენ მეფის წყალობას და კეთილშობილთა ოჯახში შესვლას.
What he spent on Ashordia was equalled by what he spent on the citizens of Samtredia and Khoni who kept coming for a whole week in groups to see Silibistro and give him their sincere congratulations on the Tsar’s grace and the family’s admission to the nobility.
76071.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
აქა ამბავი კვაჭის ყრმობისა.
Kvachi’s Youth.
76072.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მას შემდეგ, რაც სილიბისტრო კვაჭანტირაძემ აზნაურობა დაიმტკიცა, მის ხასიათსა და ოჯახსაც ელფერი გამოეცვალა.
After Silibistro Kvachantiradze was confirmed as a member of the nobility, his character and his family took on a different nature.
76073.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ყველანი გაიბღინძნენ, გაამპარტავნდნენ და გაკეთილშობილდნენ.
They all put on airs, became haughty and gentrified.
76074.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
წინანდელ მეზობლებს ან აღარ ჰკადრულობდნენ, ან ისეთი მედიდურობით და მფარველობით ექცეოდნენ, თითქოს მათ შორის ძველი ხიდი ჩამტყდარიყო და ახალი კედელი აშენებულიყო.
They either ignored their former neighbors, or treated them arrogantly and patronisingly: it seemed as if the bridge that once united them had collapsed and a wall had been erected instead.
76075.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
სილიბისტრო ზოგჯერ ასე არიგებდა პატარა კვაჭიკოს: აი ქვეყანა ასეა მომართული: ზოგი მდიდარია, ზოგი ღარიბი; ზოგი ძლიერია, ზოგიც გლახაკი; ზოგი თავადია ან აზნოური, ზოგი კიდო ყაზახია, გლეხია.
Sometimes Silibistro would instruct little Kvachi: this is the way the world runs, some are rich, some are poor; some are powerful, some are weak; some are princes and noblemen, others are laborers and peasants.
76076.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
შენისთანა აზნოურიშვილმა ყველას თავი არ უნდა გოუყადროს, არ უნდა აჰყვეს.
A gentleman’s son like you mustn’t sink to the level of others or follow their example.
76077.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ყაზახი და გლახა შენ ვეფერს მოგცემენ, პირიქით, გამოგრჩებიან რასმეს.
Laborers and peasants have nothing to offer you: instead, they make you less of a person.
76078.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
აზნოურს და მდიდარს დოუმეგობრდი, დოუახლოვდი, ასიამოვნე და ძმათ გოუხთი.
Make friends with the gentry and the rich, try and please them, and treat them like brothers.
76079.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მდიდარი და ძლიერი ყოველთვის გამოგადგება: ერთი წინ წაგაყენებს, მეორე გაჩუქებს რასმე, მესამე ხელს მოგიმართავს.
The rich and the powerful will always stand you in good stead; one can help you get on in life, another will give you presents, or a helping hand.
76080.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ასეა, ჩემო კვაჭიკო, მოწყობილია ქვეყანა.
That, little Kvachi is how the world runs.