მოიძებნა 668048 ჩანაწერი
76101.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ნამდვილად კი კვაჭიკო ქუთაისმაც კი გააკვირვა, გააბრუა და ცაში აიტაცა.
In fact, just being in Kutaisi had astonished, confused, and excited Kvachi.
76102.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მაგრამ რას იფიქრებდა მაშინ პაწია კვაჭიკო, რომ მომავალში, როცა კვაჭი კვაჭანტირაძე თავადიშვილის ფსევდონიმით დაივლიდა პეტერბურგს, პარიზს, ვენას, ბერლინსა და ლონდონს, ქუთაისის გახსენებაზე მწარედ ჩაიცინებდა.
But what could little Kvachi have thought then that in times to come Kvachi Kvachantiradze, using a prince’s name as a pseudonym, would travel to Petersburg, Paris, Vienna, Berlin, and London and, if Kutaisi was mentioned, would laugh bitterly.
76103.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
თურმე საქათმეში დავბადებულვარ და საღორეში გავზრდილვარ..
I feel as if I was born in a chicken-run and brought up in a pigsty.
76104.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ეხლა კი ნამდვილი სასახლეში გადმოვსახლებულვარ.
But now I’ve moved to a real palace.
76105.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ერთი კვირის შემდეგ, როცა კვაჭიკო ქუთაისში დაბინავდა, სილიბისტრო თავის ოჯახით სამტრედიაში დაბრუნდა.
A week later, when little Kvachi had found lodgings in Kutaisi; Silibistro took his family back to Samtredia.
76106.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭკოს რომ ეთხოვებოდა, სილიბისტრომ ასე დაარიგა უკანასკნელად თავის ერთადერთი ნუგეში და იმედი: – აპა, გეთხოვები, კარგა ხანს ვეღარ გნახავ.
When he took leave of Kvachi, Silibistro gave more instructions to his sole consolation and hope: “Well, I’m saying goodbye to you, I shan’t be able to see you for some time".
76107.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მივდივართ, მარა გული და სული აქანე გვრჩება.
We’re going, but our hearts and souls are staying here with you.
76108.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ჭკუით იყავი, სწავლას გული დოუდე.
Be sensible, put your heart into your studies.
76109.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ბუდუს და მასწავლებლებს ყოლიფერი დოუჯერე.
Always do as Budu and your teachers tell you.
76110.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
გაფუჭებულს და ყაზახ ბოვშებს, ნუ აჰყვები.
Don’t have anything to do with badly behaved children or laborers’ sons.
76111.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
თუ ჭკუა იხმარე ისეთი კაცი გახდები, რომე მთელ სამტრედიას, ხონს და ქუთაისსაც აალაპარიკებ.
If you use your brains, one day you’ll be the talk of Samtredia, Khoni, and Kutaisi.
76112.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭიკომ უპასუხა: – თქვენ არხეინად იყავით... კვაჭანტირაძის გვარს არ შევარცხვენ.
Little Kvachi replied: "You needn’t worry… I shan’t disgrace the name of Kvachantiradze".
76113.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ყველამ გაიცინა, მერე იტირეს, ერთმანეთი დაჰკოცნეს და წავიდნენ.
Everyone laughed, then they wept, kissed each other, and departed.
76114.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭიკო კი ბუდუ ზოლიას ოჯახში დარჩა ბალახვანის ქუჩაზე, სადაც შოლიას სამიკიტნო ჰქონდა.
Kvachi stayed with Budu Sholia’s family on Balakhvani Street, where the latter had a small tavern.
76115.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ერთი კვირის შემდეგ გიმნაზიელის ახალ ფორმაში გამოწყობილი, გულმოდგინედ შეუდგა სწავლას.
A week later he was wearing a new grammar school uniform and diligently beginning his studies.
76116.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
აქა ამბავი კვაჭის ხასიათისა.
Kvachi’s Character.
76117.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
რამდენიმე წელიწადი გავიდა.
Several years passed.
76118.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭი დაჭაბუკდა, გაიზარდა, გაიშალა.
Kvachi was by now a youth, grown up, well developed.
76119.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მაღალი, ჩასხმული, ლამაზი და ტანადი ჭაბუკი იზრდებოდა.
He was turning into a tall, sturdily built, even burly, youth.
76120.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ნიჭით კვაჭი პირველთა შორის ითვლებოდა, შრომით – უკანასკნელი, ხოლო საერთოდ – საშუალო.
Kvachi was considered one of the cleverest boys, but also the laziest, so that his average mark was mediocre.