მოიძებნა 668048 ჩანაწერი
76141.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ეს უბრალო ჭეშმარიტებაც კვაჭის ზედმიწევნით ჰქონდა შეთვისებული და ამ იარაღსაც საოცარი ოსტატობით ჰხმარობდა.
Kvachi had learnt to perfection this simple truth, and it was an instrument that he wielded with amazing skill.
76142.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ლაპარაკის კილო, სიტყვების რაოდენობა და შერჩევა, მათი მოხმარება თავის დროზე და შესაფერ პირობებში, ყოველი ნაბიჯი და მიხვრა–მოხვრა – ყველაფერი გამოანგარიშებული, დათვლილი, აწონ–დაწონილი და გამოზომილი ჰქონდა.
The tone of his speech, the number and choice of words, using them at the right time and in the appropriate circumstances, every step, every little twist and turn, was all taken into account, calculated, weighed up, and measured by him.
76143.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
თავის დროზე ჩრდილში შესვლა და თავის გარიდება, თავის დროზე გამომზეურება და თავის გამოჩენა, თავის დროზე მოთმენა და მოლოდინი, დროზე მოქმედება და დროზე ისევ უკან დახევა – ასეთი იყო მისი ჯადოსნური ნიჭი და ძალა.
At the right time he would head for the shadows and keep away, at the right time he would come out into the sunlight and show himself; at the right time he would be patient and wait, then at the right time act and again retreat at the right time - that was his magical ability and power.
76144.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭის ბადალი არა ჰყავდა ფულის შოვნაში, მაგრამ ან იშვიათად, ან არავინ არ იცოდა ნამდვილი წყარო და ხერხი ამ ფულების შოვნისა.
Kvachi had no equal in making money, but almost nobody ever found out the real source of this money, or the means by which it was made.
76145.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
უკიდურეს შემთხვევაში კვაჭი სესხსაც მიჰმართავდა.
In extreme cases, Kvachi would take out a loan.
76146.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
და ამ უძნელეს ქუთათურ საქმეშიც კვაჭის თავისებური ხერხი ჰქონდა – უბრალო და უებარი.
And in the trickiest of Kutaisi business dealings Kvachi would use a special trick of his own, which was very simple and effective.
76147.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ის მოულოდნელად, სხვათა შორის, გაკვრით და არხეინად ჩაურთავდა ხოლმე ბაასში: „სამი თუმანი მასესხეო“, და ამას ისეთ კილოზე იტყოდა და ისეთ დროს შეარჩევდა, რომ უარს არასოდეს არ მიიღებდა.
He would suddenly, by the way, casually, calmly say, in the middle of a conversation, "Lend me thirty roubles", and say the words in the right tone and at the right time, so that he was never ever refused.
76148.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ხუთი წუთის შემდეგ ფულის გამსესხებელი ნანობდა და თავში ხელს იცემდა, ფულნაშოვნი კვაჭი კი არხეინად უსტვენდა და მიალაჯებდა.
Whoever lent him the money would five minutes later regret it and clap his hand to his head, while the now prosperous Kvachi would whistle merrily and stride off.
76149.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭის ერთი ჩვეულებაც სჭირდა, რომელიც კანონად და წესად ჰქონდა მიჩნეული: „ნურავის ნურასოდეს ნურაფერზე უარს ნუ ეტყვი".
There was one habit which Kvachi had turned into a law and a custom: "Never refuse anybody anything".
76150.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მაგრამ დანაპირევი მხოლოდ მაშინ შეუსრულე, თუ იგი იმავე დღეს ან ხვალ მაინც მოგიტანს სარგებლობას.
But only honor your promises to anyone if it’s profitable for you today or tomorrow at the latest.
76151.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ამიტომ იყო, რომ კვაჭიკოსგან უარი არავის არ გაუგია და გულკეთილი, თავაზიანი და ზრდილი ახალგაზრდა უხვად აბნევდა მარცხნივ და მარჯვნივ ათასნაირ დაპირებას.
That is why nobody ever had a refusal from Kvachi, a generous, polite, and well brought-up young man who scattered thousands of promises left and right.
76152.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ფული გინდა? რამდენი? ხუთი მანეთი? რატომ ერთი საათით ადრე არ მითხარი?
You want some money? How much? Five roubles? Why didn’t you tell me an hour ago?
76153.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მაინც გიშოვი, ახლავე გიშოვი.
But I’ll get it for you, right now.
76154.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
გაძვრებ–გამოძვრებოდა და მიიმალებოდა, დაპირება კი ყოველთვის დაპირებად რჩებოდა.
He’d dart about here and there, he’d hide here and there, but the promise always remained a mere promise.
76155.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მაგრამ საკვირველი ის იყო, რომ მოტყუებულთ იმედის გაცრუება არა სწყინდათ, რადგან კვაჭი ისე თავაზიანად, ტკბილად და ხელმარჯვედ გამოძვრებოდა ყოველგვარ გაჭირვებიდან, რომ მისი კრედიტორები ნასიამოვნებიც კი რჩებოდნენ და შემდეგშიც ახალ–ახალ სამსახურს უწევდნენ.
Yet the amazing thing was that the people he let down never took offense, because Kvachi always got out of every difficulty in such a polite, sweet, and victorious way that his creditors remained sweet and would not hesitate to help him out again and again.
76156.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭიმ თავის ტოლ–ამხანაგებში თავიდანვე დიდი გავლენა დაიმსახურა.
Over his comrades Kvachi always had a great influence.
76157.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კლასში რომ შევიდოდა ან ბულვარზე რომ გავიდოდა, მაშინვე მის გარშემო დიდი ჯგუფი შესდგებოდა ხოლმე.
Whether he was going into class or going out on the boulevard, a big group would immediately gather round him.
76158.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ნაცნობ–ამხანაგები ისე ეხვეოდნენ გარშემო, როგორც ბუზი – თაფლს.
Friends and schoolmates flocked to him like flies to honey.
76159.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭის ყველასთვის და ყოველთვის ჰქონდა დამზადებული შესაფერი სიტყვა, აზრი, ღიმილი, რჩევა და დარიგება.
Kvachi always had the right words, opinions, smiles, advice, and instructions ready for everyone.
76160.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მრავალნაირი გაუგებრობის მოგვარება, წვრილმანი შეხლა–შემოხლის მოწესრიგება და მოსწავლე–მასწავლებელთა შორის შუამავლობა მისი ხელობა იყო.
He would sort out any confusion, calm down any clashes: mediating between pupils and teachers was his speciality.