მოიძებნა 668048 ჩანაწერი
76201.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ცვირიმ გაიცინა და უთხრა: – დიდი სულელი ყოფილხარ, ჩემო კვაჭიკო, თუ ჰფიქრობ, რომე ამ ფულს საჩუქრად გაძლევ.
Tsviri laughed and told him, “You must be a big fool, my little Kvachi, if you think that I give you money as a gift".
76202.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
სწავლას გაათავებ, ფულს მეიგებ და დამიბრუნებ.
When you finish your schooling, you’ll earn money and pay me back.
76203.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ნუ ხარ ბაღანა, ეიღე.
Don’t be a child, take it.
76204.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭიმ მოიფიქრა და უპასუხა: – სარგებლით დაგიბრუნებ, თუ თანახმა ხარ...
After thinking a little, Kvachi replied, "I’ll pay you back with interest, if you agree"…
76205.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ადამიანის გული ბნელია.
The human heart is a mystery.
76206.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ვინ იცის, გაახსენდა თუ არა სიბერემდის კვაჭი კვაჭანტირაძეს, რომ მას ქალაქ ქუთაისში, ბალახვანის ქუჩაზე, ოდესღაც ცვირი შოლიას ვალი დაედო.
Who knows if Kvachi Kvachantiradze in his old age ever remembered that he had a debt owing to Tsviri Sholia on Balakhvani Street in the city of Kutaisi?
76207.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ის კი მართალია, რომ ცვირი შოლიას კვაჭიკოზე დახარჯული ფული არასოდეს არ დაუთვლია, არც ჩაუწერია და არც ვალად ჩაუთვლია.
One certain fact is that Tsviri Sholia never ever counted, wrote down, or considered as a debt the money she had spent on Kvachi.
76208.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭი თავის ამხანაგებში არა მალავდა, რომ მას ქალების ბაზარში მრავალი მუშტარი ჰყავდა, მაგრამ ფასის შესახებ ლაპარაკს ერიდებოდა და მხოლოდ ზოგჯერ იტყოდა ხოლმე გაკვრით.
Kvachi didn’t hide from his friends that he had a lot of customers in the women’s market, but he avoided mentioning the price they paid; only occasionally would he casually remark.
76209.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ქალიზა ფულს მხოლოდ გიჟი ან მახინჯი ჰხარჯავს.
Only a madman or a freak would spend money on a woman.
76210.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ახალგაზრდა ქალიშვილებს მხოლოდ ტუტუცები და პოეტები დასდევენ.
Only dafts or a poets go after young girls.
76211.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ეს ქვეყანა სავსეა გამოცთილ დედაკაცებით.
The world is full of experienced women.
76212.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ხიფათიც ნაკლებია, თავისუფლებაც შეგრჩება, არც ბევრი დრო დაგეხარჯება და არც ფული, პირიქით, ზოგჯერ...
They’re less dangerous, you can keep your freedom, they don’t take so much of your time or money, quite the opposite, sometimes…
76213.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
და ერთხელ, როცა სამი ბოთლი ყიფიანური გამოსცალა, ბუნდოვანად და ირიბულად დაარიგა კვაჭიმ თავისი ამხანაგები.
Once, when he’d got through three bottles of Qipiani’s best wine, Kvachi gave his friends some rather fuzzy and oblique instruction.
76214.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ჭკვა მოიკრიფეთ, ცხოვრებას დააკვირდით, ყოლიფერი ასწონ დასწონეთ და გაზომეთ.
Use your wits, take a good look at life, weigh up and measure everything.
76215.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
არ მესმის, ქალმა რავა უნდა გამაგიჟოს და გამიტაცოს ისთე, რომე გონება დავკარგო და ხუთმეტი წლის კაროჟნას შევწირო ჩემი თავისუფლება, ახალგაზრდობა, მომავალი და სიცოცხლეც?
I don’t understand how any woman can make me so crazy or carry me away enough to lose my mind and sacrifice my freedom, youth, future, and life to some fifteen-year-old frump.
76216.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ჩვენს დროში ათი წლის ბაღანამაც ქე იცის, რომე ქალი წუთიერ სიამოვნებისთვისაა გაჩენილი.
Nowadays, a ten-year-old kid already knows women are made just for a moment’s pleasure.
76217.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მიიღე მისგან, რაც მისაღები გაქვს და, თუ გინდა, მადლობა უთხარი და შენი გზით წადი.
Take what you can from them; if you want to, say thanks, and go your own way.
76218.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
თუ თანასწორობაა – ყოლიფერში თანასწორობა უნდა იყოს.
If there’s going to be equality, it has to be in everything.
76219.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
რათ უნდა ვათრიო ზურგით ოცი და ორმოცი წელიწადი ვიღაც სონია, ვარია, ანუ მარუსია?
Why should I carry some Sonia, Varia, or Marusia on my back for twenty or forty years?
76220.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ორივემ ვისიამოვნეთ, მერე ორივენი ჩვენის გზით წავედით, მორჩა და გათავდა!
If we’ve given each other pleasure, then all of us can go our own way, and that’s all there is to it.