მოიძებნა 668048 ჩანაწერი
76181.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭიკო ისედაც გაჩუმდებოდა ამ მანეთის შესახებ, თუმცა დანარჩენის გაჩუმებაზე არც კვაჭი და არც მისი ამხანაგები ნაძლევად ერთ შაურსაც არ დასდებდნენ.
Kvachi would have kept silent about that rouble anyway, although neither he nor his friends would have laid ten kopecks on keeping the rest of the affair secret.
76182.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ასე იშოვნა კვაჭი კვაჭანტირაძემ ოფლითა და შრომით პირველი მანეთი.
That was how Kvachi earned his first rouble by the sweat of his brow.
76183.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ის მანეთი ტკბილი, ადვილი და მსუბუქი გამოდგა.
This rouble had come to him sweetly, easily, and lightly.
76184.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
რაკი კვაჭიმ გზა გაიკვლია და ერთხელ იგემა ასე ადვილად ნაშოვნი მანეთიანი, მალე პირველს მეორეც მოჰყვა, მეორეს – მესამე და მესამეს – მეათე.
Once Kvachi had found the right path, he so enjoyed his first easily earned rouble, he was quick to earn a second, then a third, and a tenth.
76185.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ცვირი მალე დარწმუნდა, რომ საკუთარი მამლის გაზრდა და შენახვა ძალიან ძვირად უღირდა, მაგრამ გვიანღა იყო სინანული და თითზე კბენანი.
Tsviri soon found out to her cost that raising and maintaining her own cockerel was very expensive, but it was too late to regret it and bite her fingernails.
76186.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ცხვირის ძილი გაუფრთხა და სულის სიმშვიდე დაეკარგა, რადგან მისი მამალი დაუდეგარი და გაუმაძღარი გამოდგა.
Tsviri found it hard to sleep and she became troubled and tense, for she found her cockerel restless and insatiable.
76187.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ჭამით ცვირის გამზადებულს სჭამდა და იმავ დროს სხვა ეზოებშიაც დაეხეტებოდა და იქ სხვა დედლებსაც უწევდა მამლობას.
Although he ate the food Tsviri gave him, he would then wander off to other people’s yards and act the cockerel with other hens.
76188.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ასე ჰფიქრობდა და ასე უსაყვედურებდა ცვირი კვაჭიკოს.
Tsviri thought so and reproached Kvachi.
76189.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მაგრამ ცვირი ისევ სცდებოდა: სხვების საქათმეშიც ეყარა ვერცხლისა და ოქროს ნაკმაზი.
But Tsviri had made other miscalculations: in other people’s hen runs there was silver and gold chicken-feed to be had.
76190.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ჯიბრი და ქიშპობა ძნელი იყო და მეტად ძვირადაც უჯდებოდა, ამიტომ ცვირიმ კვაჭის დასაკუთრებაზე მალე აიღო ხელი.
Competition and rivalry were more than she could bear: Tsviri soon gave up trying to monopolise Kvachi.
76191.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ბედს შეურიგდა, სასიყვარულო რიგში ჩადგა და გაიფიქრა: ყვავს კაკალი გააგდებინე, ეგეც კარგიაო.
She resigned herself to her fate, queued up for her turn to be loved, and thought: “A crow can only hope to be thrown a walnut".
76192.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ან რა უნდა ექნა საწყალ ცვირის?
What else could poor Tsviri do?
76193.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ყველას თავის ჯერი და წილი ჰქონია.
Everyone had their turn and their share.
76194.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ნასუფრალი არც ისე დასაძრახისი ყოფილა, როგორც პირველად ეგონა, ხოლო ამქვეყნად ლამაზ ვაჟკაცსა და დედაკაცსაც თურმე ისე ინაწილებენ ძლიერნი, როგორც სხვა ქონებას და ბედნიერებას.
The crumbs from the dinnertable were not as negligible as she had first thought, and in this world a handsome man or good-looking woman would be taken over by the rich and powerful, like any other property or good fortune.
76195.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
არც ერთის და არც მეორის სრულ დაჩემებას ნურც ნურავინ იფიქრებს და ნურც დაიქადნის.
Nobody should think or boast that they had exclusive possession of any of these things.
76196.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
სამიოდე წელიწადი კიდევ გავიდა.
Another three years or so passed.
76197.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ცვირი ორთა შორის გარდუვალ კედლად აიტუზა, ეჭვით აივსო და კვაჭის უფრო მაგრად ჩაეჭიდა, თუმცა წინანდებურად ისევ ნასუფრალით იკვებებოდა.
Tsviri loomed between the two like an insurmountable barrier; she was filled with jealousy and clung all the more tightly to Kvachi, although she was still feeding on crumbs from the dinnertable.
76198.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
მამლის შენახვაც თანდათან ძვირდებოდა, რადგან კვაჭიც იზრდებოდა და ფასს იდებდა, ამიტომ მეტოქეებთან ჯიბრი და ქიშპობაც ძნელდებოდა.
Keeping her cockerel was getting ever more expensive, because Kvachi was raising his prices as he grew up, and it was getting harder to compete with her rivals.
76199.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
ერთხელ ცვირის და კვაჭის მცირედი უსიამოვნება მოუვიდათ.
Once Tsviri and Kvachi had a small quarrel.
76200.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი პირველი
კვაჭი აიმრიზა, აილეწა და ასეთი ოფლით ნაშოვნი ფულის აღება ნაგვიანევად იუკადრისა და საყვარელს თავის ბასრი კლანჭები პირველად აგემინა.
Kvachi frowned, went red in the face, and spurned the offer of over-ripe fruit and hard-earned money: for the first time he gave his mistress a taste of his razor-sharp talons.